ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე ზრუნვისას ჯანსაღ საკვები, უსაფრთხო სათამაშოები თუ ხარისხიანი ტანსაცმელი უმნიშვნელოვანესია. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე შეძლებ შეარჩიო სხვადასხვა ბრენდის საბავშვო პროდუქტები თუ ჩვილის მშობლისთვის საჭირო აქსესუარები. შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე პროდუქტები ბავშვის მოვლისთვის
ფიზიკური ზრდისა და გონებრივი განვითარებისთვის ველიზე სხვადასხვა ტიპის ბავშვის საკვები შეგიძლია აღმოაჩინო. მათ შორის არის ადაპტირებული რძე, მყარი საკვები თუ ხემსი.
ბავშვის იმუნური სისტემის და საჭმლის მომნელებელი ფუნქციების გაძლიერებისთვის ველიზე შეგხვდება Nan, ადაპტირებული რძე. პროდუქტი გამდიდრებულია ოპტიმალური ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ნუტრიენტებით. დამატებით შაქარს არ შეიცავს Hipp, რძიანი ფაფა, რომელიც მდიდარია ვიტამინებით. პროდუქტი რეკომენდებულია 4 თვის ასაკიდან.
ბავშვის კვებასთან ერთად აუცილებელია სხეულის მოვლა და პირის ღრუს სისუფთავეც. VELI.store-ზე შეგიძლია აღმოაჩინო ბავშვის საფენები. მაგალითად, კომფორტისა და სიმშრალის შენარჩუნებისთვის კარგი ვერსიაა ჰიპოალერგიული Pampers, ბავშვის ტრუსი. ელასტიური წელი მარტივად ერგება ბავშვის სხეულის ფორმას და არ იწვევს ზედმეტ გაღიზიანებას.
აქსესუარები მშობლებისთვის
ახალშობილთან ერთად პოსტსამშობიარო პერიოდში ჩვილის დედასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ამ პროცესისთვის ველიზე ნივთების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება. მათ შორის არის ჰიგიენის და თავის მოვლის აქსესუარები.
ბავშვის კვებისას დედის კომფორტისთვის შეარჩიე Suavinex, მკერდის მექანიკური ტუმბო. მოწყობილობა შექმნილი რძის სწრაფად და უმტკივნეულოდ ექსტრაქციისთვის. ტუმბო საშუალებას იძლევა სათანადოდ შეინახოს რძე სასარგებლო თვისებების დაკარგვის გარეშე. პროდუქტს მოყვება 5 ერთჯერადი კონტეინერი და 3 სილიკონი.
კანის კვების, დამშვიდებისა და დარბილებისთვის შეარჩიე Weleda, სტრიების საწინააღმდეგო კარაქი. პროდუქტი იცავს კანს სიცივესა და ქარში. ადვილად ნაწილდება კანზე და შეიწოვება სწრაფად. კარაქი რეკომენდებულია მგრძნობიარე კანის მქონე ზრდასრულებისთვის.
საბავშვო ინვენტარი
უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის ეტლი და ბავშვის მანქანის სავარძელი აუცილებელი ნივთებია. როგორც ყოველდღიურად, ასევე მოგზაურობისთვის მოსახერხებელი ვარიანტია Hauck, საბავშვო ეტლი. მოწყობილობას ხელის მუხრუჭი, ბოთლის სათავსო, რეგულირებადი საზურგე და დიდი კალათა აქვს აქსესუარებისთვის. ამასთანავე, აღჭურვილია 5 პუნქტიანი უსაფრთხოების ღვედით და ზამბარიანი პნევმატური ბორბლებით.
შეარჩიე საბავშვო აქსესუარები ველიზე, აღმოაჩინე ჭკვიანი ელექტრო მოწყობილობები ბავშვის მოვლისთვის, შეუკვეთე სასურველი ნივთები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.













































