კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბავშვის კვება
ფილტრაცია
დალაგება:

ბავშვის კვება

Plasmon პასტა Forellini
Plasmon პასტა d'Angelo
Plasmon პასტა Gemmine
Plasmon პასტა Chioccioline
Plasmon პასტა Bebiriso
Plasmon პასტა Pennette
Plasmon პასტა Farm Animals
Heinz რძიანი შვრიის ფაფა-40%
Heinz ვაშლის პაუჩი-40%
20 პროდუქტის ჩვენება

ბავშვის საკვების ყველაზე დიდი არჩევანი, მაღალი ხარისხის პროდუქცია ფასდაკლებებითა და ბიუჯეტური შეთავაზებებით მხოლოდ ველიზე.


ჩვილი ბავშვის კვება საკმაოდ საპასუხისმგებლო და საფრთხილო პროცესია, იგი პირდაპირ აისახება პატარას შემდგომ განვითარებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ საკვები ჩვენი ოჯახის პატარა წევრისთვის. ველი გთავაზობს ბავშვის საკვების უდიდეს არჩევანს, ფაფებსა და შვრიის ფანტელებს, რომლებიც წარმოებულია მსოფლიოს მოწინავე ბრენდების მიერ, მაღალი ხარისხითა და უამრავი ვიტამინით.


 კვების წესების გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვს სიყვარულითა და მოთმინებით ვაჭამოთ, ამაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ჩამოუყალიბდება პატარას  უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა. ბავშვის მოვლა მარტივი არაა, თუმცა ველი მოგცემს ენერგიისა და ძალისხმევის დაზოგვის  მაქსიმალურ შესაძლებლობას.


აქ წარმოდგენილია 400-ზე მეტი საკვები პროდუქტი ისეთი ბრენდებისგან, როგორებიც არიან :


•           Humana
•           Heinz
•           Hipp
•           Nestle
•           Friso
•           Mamako
•           Gerber
და სხვ.
 


როგორ დავგეგმოთ ბავშვის კვება


როცა გადაწყვეტ დაგეგმო ჩვილი ბავშვის კვება, გაითვალისწინე: ახალშობილი ჭამს სამ საათში ერთხელ და ყოველდღიურად ეს უნდა განმეორდეს ერთსა და იმავე დროს.


მოუსმინე ბავშვის სურვილებს და მზად იყავი დასახმარებლად.


შეეცადე განსაზღვრო ზუსტად რა დროს ითხოვს ჭამას და მეორე დღეს მზად იყავი იმავე დროს მიაწოდო საკვები.
მნიშვნელოვანია, პატარამ საკვები მიიღოს სისტემატურად ერთსა და იმავე დროს.
 
ჩვეულებრივ ბავშვისთვის დამატებითი საკვების მიცემა იწყება 4-5 თვის ასაკში, შემდეგი თანმიმდევრობით : ჯერ ვაძლევთ ბოსტნეულს, შემდეგ ხილს, შემდეგ ფაფასა და ორცხობილას, ამ პერიოდში შეგვიძლია ასევე ვცადოთ ადაპტირებული რძე, რომელიც შეასრულებს დედის რძის როლს და გააუმჯობესებს ბავშვის იმუნიტეტს. სასურველი ფაფების და პუდინგების შერჩევას ველიზე შეძლებ, მაღალი ხარისხითა და მუდმივი ფასდაკლებებით.


6-7 თვიდან შეგიძლია სცადო მყარი კვება ,ხორცის, თევზის და კვერცხის სახით, 8-9 თვიდან ხაჭო და მაწონიც კი. მთავარია, ამ პროცესში მოვუსმინოთ ბავშვის მოთხოვნებს და დავიცვათ მთავარი წესი - ხშირი კონსულტაცია ბავშვის პედიატრთან. გასათვალისწინებელია, რომ საერთო წესების დაცვის შემთხვევაში ბავშვი უნდა იყოს სრულიად ჯანმრთელი.
 


ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი ბავშვის საკვები


პირველი დამატებითი საკვები ჩვილისთვის ბოსტნეულის პიურე და სუპ-პიურეა, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი მეორე დამატებითი საკვები - ფაფა უნდა მიიღოს. ფაფა ნოყიერი კერძია, ბავშვის საკვები რომელსაც ბურღულეულისგან ამზადებენ. ბურღულეული შეიცავს მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ნახშირწყლებს.


ფაფის გადამუშავებას პატარას კუჭი დიდ დროს ანდომებს. ეს დრო საჭიროა, რათა ორგანიზმმა დახარჯული ენერგია აღიდგინოს. გარდა ამისა, ბურღული შეიცავს ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მცენარეულ ცილებს.
 


სასარგებლო დანამატები და მზა პროდუქტები


ჩვილი ბავშვის საკვები , იქნება ეს ფაფა თუ სხვა სახის ვიტამინების ნაზავი გარკვეული ასაკიდან შესაძლოა იმატებდეს ხილს, კენკრასა და ბოსტნეულს კვებითი ღირებულების გასაზრდელად. დანამატები განსაკუთრებით უხდება ფიტინის მჟავას შემცველ ბურღულეულს - ხორბალს. ფიტინის მჟავა ხელს უშლის კალციუმის ათვისებას, ბოსტნეულისა და ხილის დამატებით კი დანაკლისს თავიდან ავიცილებთ.


ველიზე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ბავშვის საკვები მათ შორის არსებობს სპეციალური მზა მშრალი ფაფები. ისინი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან და გამდიდრებულია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, უმთავრესად - რკინით.  მშობლის არჩევანია, მზა ფაფებით კვებოს ჩვილი თუ თვითონ მოუმზადოს.
 


Როგორ გამოვკვებოთ ბავშვი ჯანსაღად


6 თვემდე ბავშვისთვის საუკეთესო საკვები დედის რძე ან ადაპტირებული ნარევია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ამ ასაკამდე ძუძუთი კვებას. 6 თვის შემდეგ კი უნდა დავაკვირდეთ დამატებითი კვებისთვის  მზაობის ნიშნებს (ბავშვების უმრავლესობა მყარი საკვების მისაღებად მზადაა 4-დან 6 თვემდე) და ვკითხოთ პედიატრს, რომელი პროდუქტით აჯობებს ახალი გემოების გასინჯვა. ყოველ ჯერზე, როცა მოისურვებ ბავშვის საკვები შეცვალო, რეკომენდებულია, დალოდება 3 დღემდე, რათა დააკვირდე, ხომ არ აქვს ბავშვს ალერგია მასზე.