კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ფირსაკრავები
ფილტრაცია
დალაგება:

ფირსაკრავები

ფირსაკრავი Pro-Ject E1 Phono Fully-Automatic Belt-Drive Turntable White
ფირსაკრავი Lenco TT-115CR Bluetooth Turntable With Built-In Speakers Cream-7%
ფირსაკრავი Lenco LS-50WD Turntable With Built-In Speakers USB Encoding Wood
ფირსაკრავი Lenco TT-34 PC Encoding Speakers Turntable Brown
ფირსაკრავი Lenco LS-300BK Turntable With Bluetooth And Two Separate Speakers Black-21%
ფირსაკრავი Lenco TCD-2550 Belt-Drive Turntable Brown
ფირსაკრავი Lenco LS-10WD Belt-Drive Turntable Wood-33%
269.00399.00
ფირსაკრავი Lenco LS-10WD Belt-Drive Turntable Wood
ფირსაკრავი Lenco LS-10BK Belt-Drive Turntable Black-33%
269.00399.00
ფირსაკრავი Lenco LS-10BK Belt-Drive Turntable Black
ფირსაკრავი Lenco LS-100WD Belt-Drive Turntable With 2 External Speakers Wood-17%
ფირსაკრავი Lenco L-3809BK Direct-Drive Turntable Black-10%
899.00999.00
ფირსაკრავი Lenco L-3809BK Direct-Drive Turntable Black
ფირსაკრავი Lenco L-30BK Semi-automatic Belt-Drive Turntable Black-11%
ფირსაკრავი Aiwa APX-790BT/WH Fully Automatic Belt-Drive Turntable White-6%
ფირსაკრავი Aiwa APX-790BT/BK Fully Automatic Belt-Drive Turntable Black-6%
ფირსაკრავი Audio-Technica AT-LP60X Fully Automatic Belt-Drive Turntable Black
ფირსაკრავი Audio-Technica AT-LP140XPSVEUK Professional Direct Drive Turntable Silver-11%
ფირსაკრავი Audio-Technica AT-LP3XBT Automatic Belt-Drive Wireless & Analogue Turntable Black-9%
20 პროდუქტის ჩვენება

ფირსაკრავი

 

ფირსაკრავის დანიშნულება მუსიკალური მაგიის გავრცელებაა ყველგან, სადაც ადამიანები დადებით ემოციებს ეძებენ. თუ ვინილის სიამოვნება ჯერ არ გამოგიცდია, ახლა სწორი დროა! შენი სახლის ცარიელი ადგილები დაუვიწყარ მელოდიებს მოუთმენლად ელიან.


მუსიკის ბევრ ენთუზიასტს სურს განიცადოს მუსიკა ფირფიტებზე, თუმცა ყოველდღიურ რომანტიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფირსაკრავები ატარებდნენ თანამედროვე ფუნქციებს, რათა მათი გამოყენება კომფორტული და მარტივი იყოს.


ფირსაკრავი სტანდარტულად შედგება ბაზის (მთლიანი ძრავის შემნახველი ყუთი), თეფშისა (ფირფიტის ჩასადები დისკო) და ტონარმისგან (ნემსიანი ჯოხი, რომელიც ფირფიტას კითხულობს). ფირსაკრავები ასევე შეიძლება დამატებითი თავსახურით და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინით ხასიათდე

ბოდნენ. ველიზე ფირსაკრავები წარმოდგენილია: Bluetooth, USB, RCA და AUX ფუნქციებით, სხვადასხვა ბრენდითა და მონაცემით.

ისიამოვნე შოპინგით ჩვენთან და ისარგებლე ველის უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში, ყველაზე შთამბეჭდავი ფასდაკლებებითა და 0%-იანი განვადებით 3-დან 6 თვემდე. აირიდე თავიდან ზედმეტი ძალისხმევა და ხარჯი, ველი სასურველ ნივთს სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.


ფირსაკრავები ველიზე


თუ ცხოვრებაში რომანტიკას ეძებ და ვინტაჟური ნივთები შენს ესთეტიკას ერგება ველიზე შოპინგი კარგი აზრია. აქ შეხვდები მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ Pro-Ject Debut Carbon EVO მოდელის ფირსაკრავებს, ასევე Crosley-ს პორტფოლიოს დიზაინებს თან დართული ნოსტალგიებით და Audio-Technica-ს ყველაზე თანამედროვე მოდელს, მოდერნისტული დიზაინითა და სრულიად ავტომატური მართვის რეჟიმით.


ფასდაკლებები ისაა, რაც ველის აუდიოტექნიკას აერთიანებს. საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდების გამორჩეული ერთეულები დაბალ ფასად, უამრავი აქციითა და შეთავაზებით.


როგორ შევარჩიოთ ვინილის ფირსაკრავები


არ აქვს მნიშვნელობა ეს შენთვის პირველი ფირსაკრავია თუ ძველი საკრავის ახლით ჩანაცვლება გადაწყვიტე, მნიშვნელოვანია დრო დაუთმო შერჩევის პროცესს, რადგან შეძენისთანავე ფირსაკრავები სახლის ყველაზე უნიკალური წევრები ხდებიან.


განვიხილოთ შერჩევის პროცესის რამდენიმე ძირითადი კომპონენტი:

 

  • რისთვის გჭირდება ფირსაკრავი?

ჟღერადი და ლამაზი მუსიკა გიყვარს, ნამდვილი კლასიკები. შეყვარებულისთვის განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებ ან სულაც შეთანხმდით, რომ თქვენს მომავალ სახლში ფირსაკრავი აუცილებლად იცხოვრებს. მშობლების ქორწინების იუბილე მოახლოვდა, შენ კი ხშირად შეგიმჩნევია როგორ უყვარს დედას ცეკვა, მამას - დედა. 


საჭიროების მიხედვით ორი ტიპის ფირსაკრავს შორის გააკეთებ არჩევანს. არსებობს ღვედით მართული და პირდაპირ მართული ფირსაკრავები. ღვედით მართული ფირსაკრავი იდეალურია შენთვის თუ უბრალოდ მუსიკის მოსმენით სიამოვნების მიღება გინდა. მსგავსი ფირსაკრავები მაღალი ბრუნვადობითა და გამძლეობით გამოირჩევიან. პირდაპირ მართული ფირსაკრავი ელექტრონული მუსიკის შესაქმნელად გამოიყენება და ვიზუალითაც იგი სრულიად განსხვავდება ღვედით მართული ფირსაკრავისგან.
 

  • კლასიკური გირჩევნია თუ გათანამედროვებული?

ვინილის ყველაზე კლასიკური ვარიანტი მექანიკურია და ხელით იმართება. იგი ნამდვილად ძველებურ ემოციებს ატარებს, თუმცა შენი დახმარება უთუოდ დასჭირდება ახალი სიმღერის დაკვრისთვის.


ფირსაკრავების ახალი თაობა კი ავტომატურია, მათი მოხმარებისას შენ მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა და სავარძელში კარგად მოკალათება დაგჭირდება ლამაზი მელოდიების მოსასმენად. ავტომატური ფირსაკრავები ნამდვილად ატარებენ ვინტაჟურ სურნელს, ესაა სინთეზი ძველსა და ახალს შორის.

 

  • კარტრიჯი

ეს პაწაწინა ნემსი, რომელიც ფირფიტას აამღერებს ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიო. მას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ფირსაკრავის ფუნქციონირებაში და დიდწილად განსაზღვრავს მის საერთო ხარისხს.


კარტრიჯი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან შეცვლადი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში შეგიძლია ნემსი შეცვალო მარტივად, რამდენჯერაც გინდა თუ კი დროთა განმავლობაში დაზიანდება. ველიზე წარმოდგენილი ფირსაკრავები საერთაშორისო ბრენდების მიერაა წარმოებული, შესაბამისად როგორც ნემსის ისე ყველა სხვა ნაწილის ხარისხის გარანტია უთუოდ გაქვს.

 

  • დიზაინი

ვიზუალური მხარე ტექნიკის შერჩევისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ველიზე კი ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანია. შეარჩიე შენი სახლის ინტერიერისთვის იდეალური, მინიმალისტური, ვინტაჟური ან თანამედროვე მოდელის ფირსაკრავები მსოფლიო დონის ბრენდებისგან ველიზე.


თუ შენ მუსიკა გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა ფირსაკრავები გჭირდება თუ უბრალოდ დინამიკებს ეძებ, ველიზე ყველა სახეობისა და მახასიათებლის მუსიკალურ ტექნიკას წააწყდები, უამრავი შეთავაზებითა და ყველაზე დაბალი ფასებით.