კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
განათება
ფილტრაცია
დალაგება:

განათება

Lumineo, საახალწლო LED განათება, 11 მ
Lumineo, საახალწლო LED განათება, 22 მ
Lumineo, საახალწლო LED განათება, 16 მ
Lumineo, მანათობელი ტოტი, დეკორაცია
Kaemingk, საახალწლო განათება
107.90
Kaemingk, საახალწლო განათება
Kaemingk, საახალწლო განათება
193.90
Kaemingk, საახალწლო განათება
Kaemingk, საახალწლო განათება, 9 მ
Koopman, საახალწლო LED განათება, 3 მ-35%
149.44229.90
Koopman, საახალწლო LED განათება, 3 მ
Lumineo, საახალწლო LED განათება, 10 მ
Lumineo, საახალწლო LED განათება, 7.5 მ
Koopman, საახალწლო LED განათება, 18 მ
Koopman, საახალწლო LED განათება, 3 მ
Koopman, საახალწლო განათება, ცივი, 2 მ-20%
Koopman, საახალწლო განათება, თეთრი, 7 მ-20%
Kaemingk, საახალწლო განათება, 3 მ
Twinkly, საახალწლო განათება, 5 მ
Twinkly, საახალწლო განათება, 20 მ
Twinkly, საახალწლო განათება, 32 მ
20 პროდუქტის ჩვენება

საახალწლო განათებები ახალი წლის ყველაზე ციმციმა და მყუდრო აქსესუარია, რომელიც განწყობას განსაკუთრებულად ამაღლებს. სწორად შერჩეული განათებები კი ნაძვის ხის მორთვისა და ეზოს საახალწლო განათების დეკორაციების მოსაწყობად გამოგადგება. 
 

იმისთვის, რომ გემოვნებიანი ფერად-ფერადი, თბილი ან ცივი ტონი განათებები სახლიდან გაუსვლელად შეარჩიო, ამაში VELI.store-ის ონლაინ მაღაზია დაგეხმარება. ველიზე საახალწლო მზადების კატეგორიაში საშობაო დეკორატიულ ფიგურებს და ნაძვის ხეებს ერთ სივრცეში აღმოაჩენ. 
 

საახალწლო ნათურები ველიზე 
 

ველიზე რჩეული იტალიური და ევროპული ბრენდების საახალწლო განათებები დაგხვდება. მათ შორის აღმოაჩენ:
 

  • Decoris
  • Kaemingk
  • Koopman
  • Lumineo
  • Twinkly


ნაძვის ხის მორთვა არც ისე მარტივი ამოცანაა, განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნები, ვინც ყოველ წელს ნაძვის ხეს განსაკუთრებული, ახალი დიზაინით რთავს. მაგალითად თუ გასულ წელს ნაძვის ხის განათება ფერად ტონალობაში გქონდა შერჩეული, წელს შეგიძლია ცივი ან მხოლოდ თბილი ტონი გამოიყენო, ხოლო ფერადი ნათურებით ეზოს დეკორი შექმნა. 
 

განათების სწორად შერჩევაში დიდი როლი აქვს ნაძვის ხის ფერს. სადა ტონალობის მუქ მწვანე ნაძვის ხეს განსაკუთრებით უხდება თბილი ტონის წერტილოვანი განათება, რომელსაც ველიზე Koopman-ის ასორტიმენტში აღმოაჩენ. 
 

განათებას აქვს 288 ცალი LED ნათურა. ნათურები მოთავსებულია გამჭვირვალე მილში, რომელიც იცავს ნათურებს დაზიანებისგან და ქმნის თბილ ნათებას. განათების კაბელის სიგრძე - 12 მ-ა, ხოლო დენის წყაროს დამაკავშირებლამდე მანძილი კი  - 1.5 მ. ასე რომ საშუალო ზომის ნაძვის ხეებისთვის განათება ნამდვილად გამოგადგება. განათების ეს მოდელი შეგიძლია გამოიყენო აივანზე, სახურავზე, ვერანდაზე ან ეზოშიც. 
 

თუ გადაწყვიტე 2024 წელს ცივი ტონალობის განათებებით შეხვდე და ზამთრის ცივი ატმოსფერო კიდევ უფრო შეიგრძნო, კარგი ვარიანტია Lumineo-ს საახალწლო LED განათება. განათების სიგრძე 18 მეტრია და იდეალურია თოვლის იმიტაციის გასანათებლად. თოვლის იმიტაციის შექმნა ბამბისა და თეთრი, ცივი განათების კომბინაციით შეგიძლია. 
 

ველიზე შეძენილ ნებისმიერ ნივთს სასურველ მისამართზე სასურველ დროს, 3 საათში მიიღებ. ონლაინ შოპინგით შეძლებ დაზოგო დრო, რომელიც საახალწლო სამზადისში არც ისე ბევრი შეიძლება გქონდეს. 
 

საახალწლო ტექსტილი და მოსართავები


ციფრულ მაღაზიაში საახალწლო თემატიკით ბრენდირებული ტექსტილიც დაგხვდება, რომელიც იდეალური საახალწლო საჩუქარია ნებისმიერი ოჯახისთვის. კატეგორიაში აღმოაჩენ დეკორატიულ ბალიშებს მოქარგული სანტას ორნამენტებით, ასევე ერთსაწოლიანი და ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრებს საახალწლო ფერებში. 
 

ორიგინალური დიზაინის, კრეატიული ფორმისა და დასამახსოვრებელი ვიზუალის მქონე მოსართავები დაგეხმარება საუკეთესო საახალწლო წვეულება მოაწყო. ნაძვის ხის მოსართავების კატეგორიაში 10-მდე პოპულარული ბრენდის მოსართავებს აღმოაჩენ, რომელიც ქაღალდის, პლასტმასის, შუშის და სხვა მასალისგან არის დამზადებული. მათ შორის შეხვდები სასმელების ფორმის მინი სათამაშოებს, დისკოს ბურთებს, გულის ან სუნამოს ფორმის ფიგურებს. ველიზე სასურველი საახალწლო ნივთების შეძენა ერთ სივრცეში, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. 


 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.