მობილურები
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენი მობილური ტელეფონი ძალიან გიყვარდეს, აუცილებლად დგება დრო, როდესაც ის უნდა გამოცვალო. აქ წარმოიშობა პირველი საკითხი, ანდროიდი თუ iPhone. რამდენადაც, ორივე მათგანს თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, გადაწყვეტილების მიღება, ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონი შეიძინო თუ IOS, შედარებით ადვილი მისაღებია. თუმცა, შემდეგ ეტაპზე გვაქვს ისეთი რთული საკითხები, როგორიც არის ეკრანის ტიპი, კამერის ხარისხი, პროცესორი და სხვა, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი პრიორიტეტები, რისთვის ვაპირებთ მის გამოყენებას ძირითადად.
რომელ კატეგორიებად იყოფა მობილური ტელეფონები
ხარისხის და ვიზუალური ნაწილის მიხედვით, მობილურები სხვადასხვა საფასო სეგმენტად იყოფა. არსებობს რამდენიმე კლასიფიკაცია, თუმცა ძირითადად შეგვიძლია ორ კატეგორიად დავყოთ, - ბიუჯეტური სმარტფონები და ფლაგმანი მობილური ტელეფონები.
- ბიუჯეტური სმარტფონები ის მოწყობილობებია, რომლებსაც არ აქვთ სუპერ ძლიერი მახასიათებლები, თუმცა თუ განსაკუთრებულად ძლიერი მობილური ტელეფონი არ გჭირდება, ბიუჯეტური სმარტფონები შესანიშნავი შესაძლებლობაა იაფად შეიძინო ისეთი მობილური ტელეფონი, რომელიც ყველა ძირითად მოთხოვნას დააკმაყოფილებს. დღეს, ბიუჯეტური ტელეფონების კამერებიც შესანიშნავად იღებს სურათებს და სხვა პარამეტრებითაც აკმაყოფილებს მომხმარებლების სურვილებს. მათ აქვთ ნაკლები ოპერატიული მეხსიერება, ეკრანის შედარებით დაბალი გარჩევადობა და არ აქვთ კამერის ისეთი ხარისხი, როგორც ფლაგმანებს.
- ფლაგმანები არის მოდელები, რომლებიც აერთიანებს საუკეთესო და ყველაზე უახლეს ფუნქციებს. ფლაგმანის შემთხვევაში ბევრად გამძლე ტელეფონი გექნება, მას სავარაუდოდ ლითონის კორპუსი ექნება პლასტმასის ნაცვლად. ასევე, აღჭურვილი იქნება უკეთესი კამერებით, ეკრანით და ბევრად მძლავრი პროცესორით. ამრიგად, შეიძლება აღარ დაგჭირდეს ეკრანის დამცავები და ქეისები, რაც ბიუჯეტურის შემთხვევაში საჭირო გახდება.
რომელი ოპერაციული სისტემა ავირჩიოთ
მართალია, ბევრი ოპერაციული სისტემა არსებობს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომხმარებლები ძირითადად ანდროიდ და IOS სისტემებს შორის აკეთებენ არჩევანს. პირველს, არაერთი მწარმოებელი იყენებს, ხოლო IOS შექმნილია სპეციალურად Apple-ის მოწყობილობებისთვის.
Android-ის პოპულარობა იმით აიხსნება, რომ ის არის ღია OS. მისი დაყენება შესაძლებელია როგორც თავად სმარტფონზე, ასევე ტელევიზორზე და იმავე სისტემას იყენებენ როგორც პლანშეტები ასევე, ლეპტოპები.
ასევე ანდროიდს აქვს ღია ფაილური სისტემა. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია ადვილად იპოვოს, გადმოწეროს და შეინახოს ნებისმიერი ფაილი კომპიუტერიდან დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების გარეშე. პლუსებში ის ფაქტიც შედის, რომ Android სმარტფონებს აქვს მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა, რაც საშუალებას გაძლევს მნიშვნელოვნად გაზარდო მეხსიერების მოცულობა.
თავის მხრივ, iOS-ს აქვს დახურული კოდი, რაც ბევრად აუმჯობესებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას. პლუსებში, ასევე შედის ეფლის მოწყობილობების ერთმანეთთან შესანიშნავი სინქრონიზაცია. iOS ვერსიები დაახლოებით 5 წლის განმავლობაში რეგულარულად იღებენ განახლებებს.
რა პარამეტრებს მივაქციოთ ყურადღება
- დისპლეი - ეკრანი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც მას დღეში რამდენიმე საათი უნდა ვუყუროთ. აქ ყურადღება უნდა მიაქციო მატრიცის ტიპს, გარჩევადობას, სიკაშკაშის დონეს, სიხშირესა და დიაგონალს. თანამედროვე გაჯეტების უმეტესობა ორი ტიპის დისპლეის იყენებს - IPS და OLED. მარტივად, მათ შორის მთავარი განსხვავება ნათების წყაროა. OLED პანელები სინათლის მიკროსკოპული დიოდებისგან შედგება. ასეთ დისპლეებს არ სჭირდება დამატებითი განათება, რადგან ეკრანზე თითოეული წერტილი ერთგვარი პაწაწინა ფანარია, რომელიც უბრალოდ ფერს იცვლის. შავი ფერის ჩვენებისას, LED-ები ითიშება, რა დროსაც იზოგება ელემენტის ენერგია.
- IPS- მატრიცები გარე განათებას იყენებენ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ასეთი ეკრანების წარმოებას. გამოსახულება ძალიან უახლოვდება ბუნებრივ სურათს, მაგრამ შავ ფერზე კონტრასტის თანაფარდობა და სიღრმე OLED-ს ბევრად ჩამოუვარდება.
- კამერა - მისი შეფასებისას, ბევრი ადამიანი გარჩევადობას ან მეგაპიქსელების რაოდენობას აქცევს ყურადღებას. ითვლება, რომ რაც მეტი პიქსელი აქვს, მით უკეთესი კამერაა, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი პარამეტრია: უმჯობესია შეიძინო მობილური, რომლებშიც კამერის გარჩევადობა მინიმუმ 10 მეგაპიქსელია, მაგრამ სურათების ხარისხი სხვა მახასიათებლებზეც არის დამოკიდებული.
გადაღების დროს სინათლე ფოტომგრძნობიარე მატრიცას ხვდება. მისი დახმარებით ის გარდაიქმნება ფოტოსურათად, ამიტომ რაც უფრო დიდია სენსორი, მით მეტ სინათლეს აღიქვამს ის და უკეთესი ხარისხისაა ფოტო. სენსორის ზომები მითითებულია ხოლმე დიუმებში, მაგალითად 1/3ʺ.
- პროცესორი - სმარტფონის ეფექტურობა პროცესორზეა დამოკიდებული, რომელსაც 2 ძირითადი პარამეტრი აქვს. პირველი არის ბირთვების რაოდენობა, ხოლო მეორე ტაქტის სიხშირე. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში ერთი და იგივე პრინციპი მუშაობს, - რაც მეტი, მით უკეთესი. ამავდროულად, ხარისხიც არ დაივიწყო, მაგალითად, 4 მძლავრი ბირთვი, 8 დაბალი სიმძლავრის ბირთვზე უკეთესი იქნება. ხოლო, სიხშირე ჰერცებში იზომება და ის მიუთითებს წამში რამდენი მარტივი მოქმედების შესრულება შეუძლია სმარტფონს. თანამედროვე გაჯეტებისთვის მინიმალური სიხშირე 1000 MHz უნდა იყოს.
- ოპერატიული მეხსიერება - თითოეულ სმარტფონს აქვს RAM და ROM მეხსიერება. RAM-ზე დამოკიდებულია, თუ რამდენად სწრაფად იმუშავებს ტელეფონი მულტიტასკინგის რეჟიმში. იმისთვის, რომ მობილური ტელეფონი გამართულად მუშაობდეს და არ გაჭედოს 3-4 GB საკმარისი იქნება. ROM მონაცემთა შესანახად და აპლიკაციების დასაყენებლად არის საჭირო და ის შეიძლება 256 გბ ან მეტი მოცულობისაც იყოს.
- ელემენტი - მუშაობის ხანგრძლივობა ელემენტის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. 2000-3000 mA სიმძლავრე 12 საათის განმავლობაში ზომიერად გამოყენებისთვის საკმარისია. თუ ტელეფონს ხშირად და აქტიურად იყენებ, მაშინ უფრო ძლიერი ელემენტი უნდა აირჩიო, ან პორტატიული დამტენები ატარო.
როგორ შევიძინოთ მობილური ტელეფონები განვადებით
იმისთვის, რომ ხარისხიანი ტელეფონი შეარჩიო, მაღაზიებში უსასრულოდ სიარული საჭირო სულაც არ არის, ამისთვის ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ ყველაზე პოპულარული მწარმოებლების ხარისხიან სმარტფონებს, როგორებიც არის Samsung Galaxy სერიის მობილური ტელეფონები, ისინი უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სმარტფონებია მსოფლიოში და საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობენ.
VELI.store სრულად დააკმაყოფილებს IOS-ის თაყვანისმცემლების სურვილებსაც და აქ ნახავ iPhone 11-ს, iPhone 12 mini-ს და სხვა პოპულარულ მოდელებს.
ბოლო დროს საკმაო პოპულარობით სარგებლობს ასევე Realme, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ბიუჯეტურ სმარტფონებში.
გარდა ამისა, თუ ფოტოგადაღება გიყვარს და გინდა საუკეთესო პეიზაჟები აღბეჭდო, ან უბრალოდ შენი ლამაზი პორტრეტებით მოიწონო თავი სოციალურ ქსელებში, აქ ასევე ნახავ პიქსელის უახლეს სიამაყეს, Google Pixel 6-ს, რომელიც ფოტოგადაღებაში პირველობას არავის უთმობს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მობილური ტელეფონები განვადებით შეგიძლია იყიდო. VELI.store-ზე სხვადასხვა ტექნიკისა თუ აქსესუარების თიბისის 6 თვიანი 0%-იანი განვადებით შეძენისას თანხა შეგიძლია ექვსად გაყო და ნაწილ-ნაწილ, დამატებითი გადასახადის გარეშე დაფარო. შეიძინე ტელეფონი დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში სახლში ან აგარაკზე ადგილზე უფასო მიტანით.