უფასო მიწოდება
Haakaa Happii Bear რძის შესანახი კონტეინერი 260მლ
უსაფრთხო & საიმედო რძის შენახვა
ჰერმეტული თავსახურის დახმარებით სითხე არ იღვრება პაუჩიდან
მულტიფუნქციური ჩანთა მარტივად შეიძლება გარდაიქმნას პაუჩად
მასალა: 100% საკვები სილიკონი
შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის,რძისა & ფაფების შესანახად
2 ცალი
არ შეიცავს BPA
არ შეიცავს PVC
არ შეიცავს ფტალატებს
Haakaa - Happii Bear რძის შესანახი ჩანთა - იდეალური გამოსავალია თქვენი რძის უსაფრთხოდ, საიმედოდ და კომფორტულად შესანახად. 100%-ით საკვები ხარისხის სილიკონისგან დამზადებული ჩანთა უნარჩუნებს რძეს ყველა სასარგებლო თვისებას, ხანგრძლივად შენახვის დროსაც კი. ვარგისია მრავალჯერადი გამოყენებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მარტივადაა შესაძლებელი პაუჩად გადაკეთება. გარდა დედის რძისა, ჩანთის გამოყენება შესაძლებელია სხვა ნებისმიერი თხევადი პროდუქტის შესანახად.
პირველ გამოყენებამდე გააცალკევეთ პაუჩის ნაწილები ერთმანეთისგან, გარეცხეთ და გაასტერილეთ მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებულია თბილ საპნიან წყალში ხელით, ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით, რათა არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. გასუფთავების შემდგომ გადაიტანეთ რძე ჩანთაში, არ გადაავსოთ, რადგან გაყინვის შემთხვევაში შესაძლოა რძის მოცულობა ბევრად გაიზარდოს. მოუჭირეთ ხელი ჩანთას, რომ ზედმეტი ჰაერი გამოვიდეს, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში ან საყინულეში. გამოყენებამდე გამოიღეთ რძე მაცივრიდან და მოათავსეთ თბილ წყალში. რძის გასათბობად მიკროტალღური ღუმელის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.