შეიძინე ყურსასმენები veli.store-ზე
Ყურსასმენები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენ გაცილებით ხშირად ვიყენებთ ყურსასმენებს და ამას უამრავი მიზეზი აქვს. ყურსასმენების ტექნოლოგიურ დახვეწისა და განვთირების გარდა ასევე განვითარდა მუსიკის მოწოდების გზებიც. თუმცა გარდა მუსიკისა, ჩვენ დროში გვაქვს შესაძლებლობა რომ, მოვუსიმნოთ, წიგნებს, პოდკასტებს, ფილმებსა და სერიალებსაც კი. გარდა ამისა, კი იმას ნიშნავს, რომ ყურსასმენები გამოგადგებათ უნივერსიტეტის პროექტისთვის, გასართობი ვიდეოების ყურებისას, მგზავრობისას, სამსახურში კლიენტთან სასაუბროდ ან უბრალოდ სახლში, თქვენი საყვარელი სერიალების საყურებლად. გარდა ამისა, ბოლო წლებში ყურსასმენები ისე დაიხვეწა, რომ მათი გამოყენება შეგიძლია ისეთ ადგილებში როგორიცაა: სააბაზანო, აუზები, საბრენი ბილიკი და ა.შ.
ასევე არ უნდა გამოვრჩეს, თანამედროვე ყურსასმენების გამოურჩეული ფუნქცია. Ხმაურიან ადგილებში, საერთო სამუშაო სივრცეებში, ტრანსპორტსა თუ მეტროში შეგვიძლი ყურსასმენები დავაყენოთ ხმის ჩახშობის რეჟიმზე და მარტივად შევაჩეროთ გარედან შემოსული ხმა ისე, რომ ამისთვის მუსიკის ბოლო ხმაზე ჩართვა აღარ არის საჭირო.
ყურსასმენები veli.store-ზე
Ძირითადად ყურსასმენები 2 კატეგორიად იყოფა, Სადენიანი და უსადენო. Ჩვენ საიტზე ორივე ტიპის ყურსასმენების დიდ არჩევანს შეხვდებით. თუმცა არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ადა ფუქნციის ყურსასმენები, რომლებიც სხვადასხვა გემოვნებასა და ფუნქციონალს აკმაყოფილებს. Ჩვენ საიტზე შეგიძლიათ აარჩიოთ: ღია და დახურული ტიპის, სპორტული, ყოველდღიური, ყურში მოთავსებადი (in ear), ღია და გეიმერული ყურსასმენები. ასევე, ნამდვილ მელომანებს, ან პროფესიონალ მუსიკოსებს რომელთათვისაც ხმის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთან ყველაზე დიდი არჩევანი დახვდებათ.
ყურსასმენები და მათი Ბრენდები veli.store-ზე
Ჩვენ საიტზე წარმოდგენილია მსოფლიოში საუკეთესო ბრენდების წარმოებული ყურსასმენები.
- Bose;
- House of Marley;
- Sony;
- Apple;
- Marshall;
- Audio Technica;
- JBL;
- Anker;
და კიდევ 15 გამორჩეული ბრენდი.
ყურსასმენები და მათი მუშაობის პრინციპი
Სადენიანი ყურსასმენები
სადენიანი ყურსასმენები დღეს ძალიან პოპულარულია მელომანებში, მუსიკოსებსა და ასევე უბრალოდ ამ სტილის მოყვარულებში. როგორც წესი, ასეთი ყურსასმენები გამოირჩევა მყარი დიზაინით და სხვა ტიპის ყურსასმენებთან შედარებით ტრადიციული დიზაინი აქვს. Ასევე, რადგან სადენიანი ყურსასმენები ანალოგურ(სადენით მიწოდებულ) სიგნალს იღებენ, მათ შეუძლიათ მეტი მონაცემის დამუშავება, რაც ხმის უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს. Სადენიანი ყურსასმენების კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ, მათი დროდადრო დატენვა არაა საჭირო.
ბლუთუზ ყურსასმენები
ტრადიციული სადენიანი ყურსასმენებისგან განსხვავებით, ბლუთუზიანი ყურსასმენები კომპიუტერის პატარა ჩიპით მუშაობს. Ასეთი ყურსასმენები უსადენო კავშირს სხვადასხვა მოწყობილობებთან რადიო გადამცემი ტექნოლოგიის საშუალებით ამყარებენ. ბლუთუზ ყურსასმენები საუკეთესოა აქტიური ცხოვრების რეჟიმში მყოფი ადამიანებისთვის. მაგალითად, იდეალურია მათი ვარჯიშის, სირბილის და სხვა ფიზიკური დატვირთვის დროს.
სრულად უსადენო ყურსასმენები TWS
სრულად უსადენო ყურსასმენები (TWS) სწრაფად გახდა პოპულარული ფართო მასებში. ყურსასმენები განთავსებულია პორტატულ დამტენ ყუთში, რომელიც ბატარეის დროის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. Ვინაიდან ამ ტიპის ყურსასმენები მთლიანად ფარავენ ყურებს ისინი, შესანიშნავად უზრუნველყოფენ ხმის იზოლაციას. ამას ემატება მისი დახვეწილი და თანამედროვე დიზაინი რაც გასაგებს ხდის მათ პოპულარობას.
ველიზე მელომანებისთვის ფართო არჩევანია, ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ: დინამიკები, ფირსაკრავები და ვინილის ფირფიტები.