კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Mamako
დალაგება:

Mamako

20 პროდუქტის ჩვენება

Mamako ესპანური პრემიუმ ბრენდია საბავშვო საკვები პროდუქტებისა და მოვლის საშუალებების ინდუსტრიაში. იგი სპეციალიზებულია ჯანსაღ, ორგანული ინგრედიენტებით სავსე ფაფებსა და რძის ფორმულებში, რომელთა მრავალფეროვან არჩევანსაც უკვე VELI.store-ის ციფრულ დახლებზე იხილავ. 

 

Mamako-ს მთავარი უპირატესობა საკვების ინოვაციური, დაბალანსებული ფორმულებია, რომელთა უმეტესობაც არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, სახამებელს, მცენარეულ ზეთებს, კონსერვანტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს. ამავდროულად, კი მდიდარია ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული ნივთიერებებითა და ვიტამინებით.

 

იმ მშობლებისთვის, რომელთა მთავარი პრიორიტეტი ბავშვის ჯანსაღი, დაბალანსებული კვებაა, Mamako, უკვე წლებია, ყველაზე სანდო და ამავდროულად ხელმისაწვდომი ბრენდების ჩამონათვალში მოწინავე ადგილს იკავებს. 


შეიძინე Mamako-ს ფაფები VEL.store-ზე ონლაინ

 

ჯანსაღი საკვები საშუალებების სწორად შერჩევა განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როცა ჩვილი ზრდისა და განვითარების საწყის ეტაპებს გადის. 0-6 თვემდე, Mamako Premium - თხის რძის ერთადერთი ფორმულაა, რომელიც შეიცავს IQ-კომპლექსს ლუთეინით ბავშვის ტვინისა და მხედველობის განვითარებისთვის. თხის რძის შემადგენელი ნივთიერებები ჩვილს კომფორტულ მონელებაში ეხმარება, ამავდროულად კი აძლიერებს მის იმუნურ სისტემას, რაც შენს პატარას ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან დაიცავს. 

 

6 თვიდან ბავშვებისთვის, ჯანსაღი მარცვლოვანი ფაფების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. Mamako-ს ფაფები მზადდება საღი თხის რძის (32%), ბიო ბურღულისა და ნატურალური ხილისგან. VELI.store-ის კურირებულ ასორტიმენტში შეარჩევ უგლუტენო, უშაქრო, მთელმარცვლოვანი, ბოსტნეულით და ხილით გამდიდრებული ფაფებს. იქნება ეს შვრიის ფაფა, ბრინჯის ფაფა თუ თხის რძეზე დამზადებული გოგრის კრემ-სუპის ფორმულა (8 თვიდან), მათსავე აღწერაში დეტალურ ინფორმაცია შეხვდები მთავარი მახასიათებლებისა და შემადგენლობის შესახებ. 

 

ამ და სხვა ჯანსაღი პროდუქტების ონლაინ შესაძენად, ესტუმრე VELI.store-ის კატეგორიას მშობელი & ბავშვი, ამოარჩიე ფავორიტი ბრენდების საუკეთესო ნაწარმი და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით ნებისმიერ შენაძენზე. 

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.