კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მიქსერები
ფილტრაცია
დალაგება:

მიქსერები

ხელის მიქსერი Russell Hobbs 25200-56/RH Retro Hand Mixer Red
ხელის მიქსერი Russell Hobbs 25893-56 Swirl Hand Mixer Sapphire
მიქსერი Smeg SMF02PBEU Stand Mixer Pastel Blue
2199.00
მიქსერი Smeg SMF02PBEU Stand Mixer Pastel Blue
მიქსერი Moulinex HM211A11 Hand Mixer Beige-29%
199.00279.00
მიქსერი Moulinex HM211A11 Hand Mixer Beige
ხელის მიქსერი Bosch MFQ40304 Styline Colour Hand Mixer Red-40%
მიქსერი Schafer Prochef Stand XL Mixer Gray
410.00
მიქსერი Schafer Prochef Stand XL Mixer Gray
მიქსერი Schafer Prochef Stand XL Mixer Silver
410.00
მიქსერი Schafer Prochef Stand XL Mixer Silver
მიქსერი Tesla MX501WRB Mixer White/Red
119.00
მიქსერი Tesla MX501WRB Mixer White/Red
მიქსერი Franko FMX-1059 Mixer Black
429.00
მიქსერი Franko FMX-1059 Mixer Black
მიქსერი Franko FMX-1009 Mixer Black
209.00
მიქსერი Franko FMX-1009 Mixer Black
მიქსერი Franko FMX-1006 Mixer White-21%
125.00159.00
მიქსერი Franko FMX-1006 Mixer White
ხელის მიქსერი Franko FMX-1084 Hand Mixer Black
ხელის მიქსერი Franko FHM-1118 Hand Mixer Black
ხელის მიქსერი Russell Hobbs 25891-56 Swirl Hand Mixer Turquoise
ხელის მიქსერი Russell Hobbs 24670-56 Desire Hand Mixer Red
ხელის მიქსერი Russell Hobbs 24672-56/RH Hand Mixer Black
20 პროდუქტის ჩვენება

თანამედროვე მიქსერები მრავალფუნქციური მოწყობილობებია, რომლითაც შეგიძლია უგემრიელესი კრემები შექმნა, მოზილო თხელი ცომი, ათქვიფო კვერცხი, გააკეთო პიურე და მრავალი სხვა საკვები. ახლა მიქსერები იმდენად მრავალფუნქციურია, რომ თავისუფლად შეუძლიათ სამზარეულოს კომბაინებსაც გაუწიონ კონკურენცია. 
 

მიქსერი პროდუქტის სწრაფად და მარტივად მომზადებაში დაგეხმარება, მაგრამ როგორი მიქსერი უნდა აირჩიო - ხელის მიქსერი თუ სტაციონარული, რა სიმძლავრეა ოპტიმალური და რამდენი რეჟიმი უნდა ჰქონდეს? მიქსერები არ უნდა აგვერიოს ბლენდერში, რომელიც დანებით არის აღჭურვილი და მისი დანიშნულებაა, მიქსერზე გაცილებით მაღალი სიჩქარით ბრუნვის გზით პროდუქტები ერთგვაროვან მასად გადააქციოს. თუმცა, ზოგიერთი დავალების შესრულება ამ მოწყობილობის ნაცვლადაც შეუძლია.
 

როგორ შევარჩიოთ საკონდიტრო მიქსერი
 

ისევე როგორ სხვა გაჯეტების შემთხვევაში, სხვადასხვა სახეობის მიქსერები არსებობს. ძირითადად გვხვდება ორი ტიპის: ხელის მიქსერი და სტაციონარული. განვიხილოთ ორივე მათგანი. 
 

ხელის მიქსერი 
 

ხელის მიქსერი მომზადების დროს ხელში უნდა გეჭიროს, ამიტომ ისინი ყოველთვის საკმაოდ მსუბუქი მასალისგან მზადდება. ასეთი მიქსერები მობილურია: შენ თავად წყვეტ, რომელ ჭურჭელში იქნება მომზადება უფრო მოსახერხებელი და ასეთი მიქსერი მარტივად შეგიძლია სამზარეულოში ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეში გადააადგილო.


კიდევ ერთი შესამჩნევი უპირატესობა მისი კომპაქტურობა და შენახვის სიმარტივეა, განსაკუთრებით თუ მას ყოველდღიურად არ იყენებ. ფასების დიაპაზონს თუ შევადარებთ, ხელის მიქსერები ჩვეულებრივ უფრო იაფი ღირს, ვიდრე სტაციონარული ანალოგები. 
 

შესანიშნავი არჩევანი იქნება ხელის მიქსერი Philips HR3705/00 Hand Mixer White. Philips HR3700/00. ამ მულტიფუნქციურ ხელის მიქსერს აქვს ძლიერი 300 ვატიანი ძრავა, რომლის წყალობითაც უმოკლეს დროში შეუძლია მოამზადოს ნებისმიერი ტიპის კრემი, სმუზი, შეიკი, პიურე და სასმელი. აქვს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კაუჭები და სიჩქარის 3 რეგულირებადი დონე, რომელიც შეგიძლია  საჭიროებისამებრ თავად აკონტროლო.

 

Philips HR3700/00 მიქსერი იდეალურად აზავებს ინგრედიენტებს და შეგიძლია მაიონეზის, იოგურტისა და კრემების მოსამზადებლად გამოიყენო. ის მრავალფუნქციური და ადვილად სამართავია. მოწყობილობა, ასევე, აღჭურვილია სპეციალური კაუჭებით ცომის მოსაზელად. ის კომპაქტური და მარტივად შესანახია. მოხსნადი ნაწილების გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაშია შესაძლებელი.
 

სტაციონარული მიქსერები
 

სტაციონარული მიქსერი უფრო მრავალმხრივი და ძლიერი მოწყობილობაა. მას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეუძლია მოამზადოს დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტები, შენ უბრალოდ ღილაკს თითი უნდა დააჭირო. ის ჩოფერის მსგავსად თასით არის აღჭურვილი.


როგორც წესი, ასეთი გაჯეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ხელის მიქსერი. ამის გამო, მას შეუძლია გადახურების გარეშე უფრო დიდხანს იმუშაოს. ის ინგრედიენტებს უფრო თანაბრად ურევს და ასევე არ დასვრის სამზარეულოს. გარდა ამისა, სტაციონარულ მიქსერებს დიდი კაუჭები და მოცულობითი თასები აქვთ, რაც ერთდროულად უფრო დიდი რაოდენობის ინგრედიენტების მომზადების საშუალებას მოგცემს. 

 

თუ გსურს მძლავრი სტაციონარული მიქსერი შეიძინო, შეგიძლია Schafer Prochef Stand Mixer Black აირჩიო. Schafer Prochef მულტიფუნქციურ მიქსერს აქვს ძლიერი ძრავა, რომლის წყალობითაც უმოკლეს დროში შეუძლია ინგრედიენტების შერევა და ცომის მოზელა-დამუშავება. მისი საშუალებით შეგიძლია მოზილო ცომი და მოამზადო ნებისმიერი ტიპის კრემი, სოუსი, პიურე და სხვა საკვები. 
 

Schafer Prochef მიქსერს სიჩქარის 6 რეგულირებადი დონე აქვს, რომელიც საჭიროებისამებრ თავად შეგიძლია აკონტროლო. მეექვსე სიჩქარის დონის არჩევისას, მიქსერი მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს და მყარ მასას დაამუშავებს. 
 

მიქსერის კომპლექტაციაშია: 2 სათქვეფი და ცომის მოსაზელი კაუჭი. ხოლო, საცმები დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან.
 

როგორ შევიძინოთ მიქსერები ონლაინ
 

იმისთვის, რომ მიქსერები, ან თუნდაც ხორცსაკეპი მანქანები შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების მიქსერები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით.

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.