ტელევიზორი, დიდი ხანია აღარ არის ინფორმაციის მიღების უალტერნატივო წყარო, მაგრამ ის მაინც, თითქმის ყველა ოჯახშია. ეს მნიშვნელოვანი მოწყობილობაა, რომლის ირგვლივაც ოჯახი იკრიბება. გარდა ამისა, პირვანდელი ფუნქციის დაკარგვის შემდეგ, რაც სანდო და უტყუარი ინფორმაციის მიღებას გულისხმობდა, ამ ელექტრონულმა მედიუმმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ტელევიზორები, ახლა მეტწილად გამოიყენება როგორც მონიტორი Youtube-ის და Netflix-ის ტრანსლაციისთვის. ამრიგად, ის იქცა ფილმების ნახვის, მუსიკალური ვიდეოებისა და სხვა გასართობი სანახაობების გასაშვებ მოწყობილობად. ახალი საჭიროებებიდან გამომდინარე, დღეს ტელევიზორები სხვა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. აღნიშნულის გამო, ტელევიზორის შერჩევისას, მეტწილად იმას ვაქცევთ ყურადღებას, რამდენად გამომსახველობითი, ნატურალისტური და ფერებით მდიდარია ეკრანი, ასევე რამდენად მარტივად შეიძლება მისი დაკავშირება სხვა ციფრულ მოწყობილობებთან.
როგორ მოვიქცეთ ტელევიზორის შეძენამდე
თანამედროვე ცხოვრებაში, სხვა ციფრულ მოწყობილობებთან კომბინაციაში საჭიროა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება. წინასწარ დააპროექტე და სათანადოდ მოამზადე ტელევიზორის მდებარეობა და მისთვის შესაბამისი ჩამრთველები. რაც აუცილებლად დაგჭირდება, არის 3 ჩვეულებრივი ჩამრთველი მონიტორის უკან და 1 ტელევიზიისთვის. მათში დააკავშირებ თავად პლაზმურ მონიტორს, ტიუნერს და/ან Wi-Fi ადაპტერს. ყველა ეს ჩამრთველი შეიძლება უსაფრთხოდ დაიმალოს თავად პლაზმური მონიტორის მიღმა ჩამრთველების განთავსებით უშუალოდ მონიტორის ზედა ან ქვედა კიდიდან 8-10 სმ მანძილზე.
იატაკიდან 30 სმ სიმაღლეზე მოათავსე ბლოკი 4-5 ჩამრთველისთვის - მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს შეიძლება ჯერ არ გჭირდებოდეს. სჯობს, ახლა ცოტა მეტი დახარჯო, ვიდრე შემდგომში მოგიწიოს მავთულების და სადენების თავიდან გაყვანა.
როგორ შევარჩიოთ ტელევიზორები
იმისთვის, რომ ყველაზე ფუნქციონალური მოდელი შეიძინო ზუსტად შენი კრიტერიუმების გათვალისწინებით, უნდა გაითვალისწინო მთელი რიგი პარამეტრები. ყურადღება უნდა მიაქციო იმ ფუნქციებს, რითაც აღჭურვილია თანამედროვე ტელევიზორები და თავად გადაწყვიტო რომელი ტექნიკური პარამეტრებია შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
- ტელევიზორის ეკრანის ზომა;
- მატრიცის ტიპი და განათება;
- ეკრანის გარჩევადობა;
- კონტრასტი;
- ხმის ხარისხი.
თუ სმარტ ტელევიზორია, მაშინ რა ოპერაციული სისტემაა დაყენებული. არის თუ არა მოდელი აღჭურვილი დამატებითი ფუნქციებითა და ინტერფეისით. ეკრანის დიაგონალი. ზოგიერთი მომხმარებლისთვის ტელევიზორის მოდელის არჩევისას მნიშვნელოვანია მწარმოებელი, ზოგისთვის კი ეკრანის ზომა. ტელევიზორის ზომები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათზეა დამოკიდებული სურათის მთლიანობაში აღქმა და რამდენად კომფორტული იქნება ყურებისას. არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო დიდია ტელევიზორის დიაგონალი, მით უკეთესია. სინამდვილეში, დიდი დიაგონალის ეკრანის არჩევა ყოველთვის არ არის კარგი. ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, ამან შეიძლება მხედველობის დარღვევა გამოიწვიოს.
ტელევიზორის დიაგონალის ზომის არჩევისას გასათვალისწინებელია შემდეგი პუნქტები:
- სად უნდა დამონტაჟდეს მოწყობილობა;
- რა მანძილია ტელევიზორიდან მაყურებლამდე;
- ოთახის ფართობი.
გარდა ამისა, გაითვალისწინე რომ სრული კომფორტისთვის, მხოლოდ კარგი მონიტორი საკმარისი არ იქნება, თუ სხვა ტექნიკა გაუმართავი გექნება, მაგალითად ლეპტოპი, რომლის მეშვეობითაც უნდა დაუკავშირდე სმარტ ტელევიზორს ფილმების გასაშვებად. ასევე, ტელევიზორის კედელზე განთავსებისთვის საჭიროა წინასწარ შეარჩიო ტელევიზორის საკიდები.
ფილმების ნახვის გარდა, თუ ტელევიზორის გამოყენებას აპირებ მუსიკალური ვიდეოების ჩასართავადაც, არ უნდა დაგავიწყდეს ხმის ხარისხიც. ამისთვის, უსადენო დინამიკები გამოგადგება. ყურადღებით შეარჩიე დინამიკები, ხარისხიანი მოწყობილობა შენს სახლს ნამდვილ საკონცერტო დარბაზად აქცევს.
სად შევარჩიოთ ტელევიზორი
ბაზარზე ტელევიზორების დიდი არჩევანია, შეგიძლია მოიძიო ტელევიზორები საწყობიდან და შეიძინო. ტელევიზორების მაღაზია ახლა უმჯობესია ციფრულ სივრცეში იყოს განთავსებული, სადაც დისტანციურად უამრავი ნაირსახეობის ტელევიზორები შეგიძლია დაათვალიერო.
როგორ შევიძინოთ ტელევიზორები ონლაინ
იმისთვის, რომ შეარჩიო თანამედროვე ტელევიზორები, ან სულაც ისეთი რეტრო მოწყობილობები, როგორიც არის ფირსაკრავები, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების ტელევიზორები და აავსე სახლი თვალისმომჭრელი ფერებით. ნახე საუკეთესო ტელევიზორები ახლავე, შენაძენი 3 საათში, თბილისში შენს კართან იქნება, ადგილზე უფასო მიწოდებით.