კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბლენდერები
ფილტრაცია
დალაგება:

ბლენდერები

ბლენდერი Russell Hobbs 23180-56 Nutri Boost Blender Silver/Black
ხელის ბლენდერი Philips HR2543/90 Hand Blender Black-17%
249.00299.00
ხელის ბლენდერი Philips HR2543/90 Hand Blender Black
ხელის ბლენდერი Russell Hobbs 24700-56 Desire Hand Blender Red
ბლენდერი Russell Hobbs 23470-56 Mix & Go Blender Silver
მინი ბლენდერი Bosch MMBM7G2M Mini Blender Silver-30%
279.00399.00
მინი ბლენდერი Bosch MMBM7G2M Mini Blender Silver
ბლენდერი Bosch MMBV625M Vacuum Blender Silver
1699.00
ბლენდერი Bosch MMBV625M Vacuum Blender Silver
ხელის ბლენდერი Schafer Chef Mega Blender Set Cream
ბლენდერი Franko FBL-1037 Blender Black
169.00
ბლენდერი Franko FBL-1037 Blender Black
ბლენდერი Franko FBL-1012 Blender Silver
139.00
ბლენდერი Franko FBL-1012 Blender Silver
ბლენდერი Franko FBL-1127 Blender Silver
189.00
ბლენდერი Franko FBL-1127 Blender Silver
ხელის ბლენდერი Franko FHB-1183 Hand Blender Black/Silver
ბლენდერი Russell Hobbs 28241-56/RH Sensigence Inteligent Blender Black-20%
ხელის ბლენდერი Russell Hobbs 25232-56/RH Retro Hand Blender Cream-17%
ბლენდერი Russell Hobbs 25160-56/RH Explore Mix & Go Cool Blender & Smoothie Maker White/Green-20%
ბლენდერი Liebherr WMF Smoothie Maker Silver
350.00
ბლენდერი Liebherr WMF Smoothie Maker Silver
ბლენდერი Electrolux E4TB1-6ST Blender Silver
229.00
ბლენდერი Electrolux E4TB1-6ST Blender Silver
ბლენდერი Electrolux E6TB1-6ST Blender Black/Silver
ბლენდერი Philips HR3663/90 Avance Collection Blender Black/Gray
ხელის ბლენდერი Philips ProMix HR2531/00 Hand Blender White-32%
20 პროდუქტის ჩვენება

მილქშეიკების სეზონზე, როცა დასვენებისა და განტვირთვის აუცილებელი საჭიროება დგება, ყველაზე მეტ შრომას ბლენდერი გაწევს შენს სამზარეულოში.


ველი გთავაზობს საერთაშორისო ბრენდების ფართო არჩევანს, რომელთა პროდუქციაც მსოფლიო მასშტაბით უდიდეს პოპულარობას ინარჩუნებს და მომხმარებლისთვის დღემდე შეუცვლელია.


ბლენდერი ველიზე ისეთი გიგანტებისგან, როგორებიც არიან :


•          Kenwood
•          Bosh
•          Gorenje
•          Philips
•          Braun
•          Panasonic
•          Midea
და სხვ.


სამზარეულოს წვრილ ტექნიკაში ბლენდერი შექმნის დღიდან გამორჩეულ ადგილს იკავებს. არ აქვს მნიშვნელობა სახლში საუზმის მომზადება გსურს, თუ კაფე-რესტორანში მომხმარებლისთვის გამასპინძლება, ბლენდერი ველიზე შენს ყველა საჭიროებასა და მოთხოვნას მარტივად მოერგება.


ამ კომფორტის მიღება მინიმალური ძალისხმევით შეგიძლია. ბლენდერის ყიდვა ყველაზე მარტივი პროცედურით მოხერხდება და სულ რაღაც 3 საათში შერჩეული პროდუქტი შენი სახლის კართან გაჩნდება, ველის უფასო მიტანის სერვისისა და უსწრაფესი კურიერების დახმარებით. 
 


რატომ უნდა შეარჩიო ბლენდერი ველიზე?


თუ გიყვარს დღის გემრიელი და ჯანსაღი საუზმით დაწყება, თუმცა ამისთვის დრო ძალიან ცოტა გაქვს, ბლენდერი აუცილებელი მოწყობილობაა შენთვის. იგი შეძენისთანავე დაიკავებს საპატიო ადგილს ყავის აპარატის გვერდით და იზრუნებს, რომ დღე ბედნიერად დაიწყო.


მოამზადე საუზმის სმუზები, აურიე ერთმანეთს გემრიელი სასმელები, ბოსტნეული და ხილი ღილაკზე ერთი თითის დაჭერით.  გააცოცხლე ან გამოიგონე რეცეპტები, რომლებიც გაგიხალისებენ ყოველდღიურობას და დატვირთულ დღეებში პოზიტივს შემოიტანენ.
 ბლენდერის ყიდვა მოგცემს დროის დაზოგვის საშუალებას და რაც ასევე მნიშვნელოვანია, იგი ძალიან მცირე ადგილს დაიკავებს შენს სამზარეულოში. ველიზე მსგავსი ბლენდერების დიდი არჩევანი, სხვადასხვა დიზაინითა და ფუნქციითაა წარმოდგენილი. შეძლებ შეიძინო ბიუჯეტური, საჭიროებაზე სწორად გათვლილი და გამძლე ბლენდერები, რომელთა ხარისხის გარანტიას საერთაშორისო ბრენდები იძლევიან.
 


Როგორი ბლენდერები არსებობს?


 
Ბლენდერის მრავალი ტიპი გვხვდება, თუმცა მისი ყველა სახეობა მორგებულია მომხმარებლის საჭიროებასა და კომფორტს. რა საკვირველია, ველიზე ყველა ტიპის ბლენდერი ბრენდების დიდი მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი.


 
•          სტაციონარული ბლენდერი


ბლენდერი, რომელიც კოქტეილებისა და საზაფხულო შეიკების დასამზადებლად გჭირდება, სწორედ ამ კატეგორია.
დასადგამი/სტაციონარული ბლენდერი საოჯახო სამზარეულოების განუყოფელ წევრად ითვლება, რადგან თანამედროვე კულინარიაში მან მნიშვნელოვანი დამხმარეს როლი შეითავსა.


შეძენისას ბლენდერებს საკუთარი სადღვები მოჰყვება სითხეების ასარევად, ყინულის სამსხვრევად ან სხვა მსგავსი საჭიროებისთვის.  ისინი წარმოადგენენ არაჩვეულებრივ საშუალებას სმუზების და მილქშეიკების მოსამზადებლად. აღსანიშნავია რომ მსგავსი ტიპის ბლენდერები მეგობრობენ სითხეებთან, მათ, უსაფრთხო მოხმარებისთვის, რეზინის სადგამები თან ახლავთ, რომ სამზარეულოს პატარა ინციდენტები მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან.


სტაციონარული ბლენდერის ყიდვა მოგცემს რძის ნაწარმის სხვადასხვა ინგრედიენტებისა და ხილის კოქტეილების, ასევე ფრაპესა და მისტის უმარტივესად მომზადების საშუალებას. ამასთან, მინის სადღვებები 1 ლიტრიანი მოცულობით, ეკონომიურობითა და მარტივი მოხმარებით გამოირჩევიან.


ზოგიერთ მოდელს ნიგვზისა და მსგავსი პროდუქციისთვის მინი საფქვავიც აქვს. ყინულის სამსხვრევად და მყარი პროდუქციის დასაქუცმაცებლად სპეციალური დანებია, რომლებიც უმაღლესი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან მზადდება. 
 


•          ჩასატვირთი ბლენდერი 


მსგავსი ტიპის ბლენდერი კომპაქტურობით და ამავდროულად, დიდი სიმძლავრითა და 2-5 სიჩქარის გადამრთველით ხასიათდება. მას მრავალი ტიპის საცვვამი მოჰყვება, რომლებიც სახელწოდების მიხედვით კონკრეტული მიზნისთვის გამოიყენება.


საცმების ტიპებია :
o          სახეხელა
o          დასაქუცმაცებელი
o          სადღვები
და სხვ...
 
ჩასატვირთი ბლენდერი ძირითადად პროდუქტის ინგრედიენტების ასარევად, სალათებისა და პიურეს მოსამზადებლად, ბოსტნეულის დასაკებად და პროდუქტის დასანაწევრებლად გამოიყენება.
 


 
ყველაზე კომპაქტური ბლენდერი


როცა სიტყვა კომპაქტურს ვიყენებთ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ ხელის ბლენდერები, რომლებიც ამ დიდი ოჯახის ნაბოლარა, თუმცა გამორჩეულად მოსახერხებელი წევრები არიან. მათი დახმარებით შეძლებ სოუსებისა და სუპების მომზადებას.
განსაკუთრებით კომფორტული ის ფაქტია, რომ საკვების ან სასმლის მოსამზადებლად მასის სპეციალურ ჭურჭელში მოთავსება არ გჭირდება, რადგან თავად საბლენდ მოწყობილობას ათავსებ საკვებ მასაში. ანუ, შეგიძლია ქვაბში მოთავსებული წვნიანი ან ჭიქაში მოთავსებული ხილი ადგილზევე დააბლენდერო. ხელის ბლენდერი მოხმარების დიდ კომფორტთან ერთად, შენახვისა და წმენდის სიმარტივითაც ხასიათდება. პირები უჟანგავი მეტალისგან მზადდება და მექანიზმიც სიმარტივით, თუმცა ხანგრძლივი გამტანობით ხასიათდება.


აღნიშნული მახასიათებლების გარდა ხელის ბლენდერები გამოირჩევიან :

 

  •         სიმსუბუქით - მათი უმეტესობა 2 კილოგრამზე მეტს არ იწონის, შესაბამისად გამოყენებისას მსუბუქი და მოსახერხებელია.
  •           კომპაქტურობით - შეგიძლიათ წაიღოთ და მოათავსოთ ნებისმიერ ადგილას, რადგან წონასთან ერთად მოცულობაც პატარაა. ამ ნივთის კომპაქტურობა საშუალებას მოგცემთ ჩაიდოთ იგი ხელჩანთაში სოფელში ან აგარაკზე წასვლისას, თუმცა ხელჩანთაში მაინც რატომ უნდა ჩაიდოთ ბლენდერი..
  •       მრავალფუნქციურობით - ხელის ბლენდერი მოგცემს ყველა პაწუკა  სამზარეულოს ფანტაზიის რეალობად ქცევის საშუალებას. მას შეუძლია სხვადასხვა კონსისტენციის სითხის მარტივად და სწრაფად მომზადება.
  •        გამოყენების განსაკუთრებული სიმარტივით - ჩასართავად, და სასურველი საკვების მოსამზადებლად მხოლოდ ON ღილაკზე დაწოლაა საჭირო.

 


ბლენდერის ყიდვა ველიზე


აქ  შეხვდები ყველაზე მსუყე ფასდაკლებებს სამზარეულოს წვრილ ტექნიკაზე, მათ შორის კი ბლენდერი გამორჩეულად მისაღებ ფასებში შეგხვდება. აქციები და სპეციალური შეთავაზებები ძალიან ხშირია მსგავს, მოთხოვნად და პოპულარულ პროდუქტებზე, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვს ველის მომხმარებლის კეთილდღეობაში. 


სტაციონარული ბლენდერების საფასო სეგმენტი  99 ლარიდან, 699 ლარამდე მერყეობს, ხარისხის, სიმძლავრისა და მოცულობის მიხედვით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ყურადღება მონაცემებს მივაქციოთ, რადგან შესაძლოა პატარა სამზარეულოსთვის სულაც არ გჭირდება 699 ლარიანი ბლენდერი.


ხელის ბლენდერის საშუალო ღირებულება კი 69 ლარიდან იწყება და 400 -  მდე მერყეობს. სხვაობა ფასებს შორის პროდუქტის მრავალფეროვნებასა და მრავალფუნქციურობაზე მიუთითებს, ხოლო ღირებულების ზრდას ხარისხი და ბრენდის სანდოობის გარანტია განაპირობებს.


ბლენდერის ყიდვა ველიზე მშვენიერი იდეაა ადამიანებისთვის, რომლებსაც დროის ან ენერგიის ნაკლებობის გამო შოპინგისთვის მარტივი და მოსახერხებელი სივრცე და ხარისხიანი სამზარეულოს ტექნიკა სჭირდებათ.
 


თუ შენც გეზარება სამზარეულოში ტრიალი ეს მოკლე აბზაცი შენთვისაა..


ბლენდერი ნამდვილად აგარიდებს სამზარეულოში „ტრიალის“ და „ფუსფუსის“ საჭიროებას. შეგიძლია მშვიდად ჩამოჯდე, ყურსასმენებში მუსიკას მოუსმინო, ცალი ხელით ტელეფონი სქროლო და ცალი ხელით ბლენდერში საოცარი გემოები შექმნა. ამასთან, ბლენდერი არაჩვეულებრივი საშუალებაა არასასურველი დიალოგის თავიდან ასაცილებლად. როგორც კი შენს გვერდით მყოფი საუბარს დაიწყებს, შეგიძლია თითის ერთი მოძრაობით გადაფარო მისი ხმა და მარტო დარჩენის შემდეგ მშვიდად დატკბე შენი მომზადებული მარწყვის მილქშეიკით. ასეა.. ნებით თუ უნებლიედ ბლენდერების მწარმოებლებმა შენს სიმშვიდეზეც იზრუნეს.
 


უმაღლესი ხარისხის ბლენდერები ველიზე ყველა კულინარიული საქმიანობისთვის


თუ გსურს შენს სუფრაზე ახალი გემოებისა და ტექსტურების შემოტანა ისე, რომ დრო და ენერგია მაქსიმალურად დაზოგო, შეარჩიე სასურველი ბლენდერი ველიზე და გაიმარტივე შენი კულინარიული თავგადასავალი.


ბლენდერის შეძენის განსაკუთრებული საჭიროება, უმეტესად დღესასწაულების დროს დგება, ან მაშინ, როცა არ გაქვს ჩვილისთვის ფაფის ხელით მომზადების დრო. სამზარეულოს ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც, მაგალითად, როცა შენი შვილის დაბადების დღეზე ბევრმა ბაშვმა თავი მოიყარა, ამ დროს ქაოსის მისაწყნარებლად მათ ხილის შეიკები, შენ კი მარტივი კოქტეილი გჭირდება, ბევრი ალკოჰოლით.


თუ ხშირად ამზადებ, შენ უკვე კარგად გაქვს გააზრებული ბლენდერის საჭიროება სამზარეულოში და შესაბამისად მის ყველაზე ხარისხიან ვარიანტს ეძებ. ამ შემთხვევაშიც ველის შენთვის უამრავი შეთავაზება აქვს მაღალი ხარისხით, ფასდაკლებითა და 1 წლიანი გარანტიით.


შეიძინე ბლენდერი ველიზე და გაიხალისე შენი კულინარიული თავგადასავალი.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით.

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.