ხშირად სამზარეულოში ცხობის დროს სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, განსაკუთრებით მაშინ თუ ელექტრო ღუმელში მაფინები ან კრუასანის ფენოვანი ცომი წუთი წუთზე გამოცხვება. ცხობის პროცესი სასიამოვნო, თუმცა ამავე დროს დამღლელია. იმისთვის, რომ შენი ენერგია დაზოგო, დიდი მნიშვნელობა აქვს ცხობისთვის როგორ ელექტრო ღუმელს შეარჩევ.
ხარისხიანი, უნივერსალური და მოქნილი ელექტრო ღუმელის ან აეროგრილის შერჩევაში კი VELI.store-ის ონლაინ მაღაზია დაგეხმარება, რომელიც სამზარეულოს წვრილი ტექნიკის დიდ არჩევანს აერთიანებს.
ელექტრო ღუმელების არჩევანი ველიზე
იმისთვის, რომ შენს საჭიროებებზე ზუსტად მორგებული ელექტრო ღუმელი შეარჩიო, უმჯობესია პირველ რიგში მისი გამოყენების სიხშირე განსაზღვრო. მაგალითად, თუ დიდი ოჯახი გაქვს და გემრიელობების ცხობა შენს გარდა, ოჯახის წევრების ინტერესებშიც შედის, ველის ელექტო ღუმელებისა და აეროგრილის კატეგორიიდან ჯობს არჩევანი იტალიური ბრენდის Ariete 0945 Bon Cuisine 560 ელექტრო ღუმელზე შეაჩერო. ღუმელი დაგეხმარება:
- 2200 W სიმძლავრის მეშვეობით მოამზადო კერძები ან დესერტები სწრაფად და მარტივად მოამზადო;
- აქვს გრილის რეჟიმი, რომელიც სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს განსხვავებული ტექნოლოგიით მოამზადებს - მაგალითად ქათამს და ბოსტნეულს გრილზე;
- აქვს მომზადების 6 სხვადასხვა რეჟიმი: მხოლოდ ზედა, ზედა და ქვედა ვენტილაციით და მის გარეშე, გრილი ვენტილაციით და მის გარეშე რაც სასურველის შერჩევას გაგიმარტივებს
- ღუმელი აღჭურვილია შიდა განათებით, უჟანგავი ფოლადის, მარტივად გაწმენდადი კორპუსით, ასე რომ ცხობის შემდეგ მისი გაწმენდა რთული საქმე ნამდვილად არ იქნება.
არ დაგავიწყდეს, რომ ველიზე რჩეული იტალიური ბრენდის ღუმელს ხელმისაწვდომ ფასად, სახლიდან გაუსვლელად შეიძენ, შენაძენი კი ზუსტად 3 საათში უკვე შენი სახლის კართან იქნება. აქვე შეხვდები შედარებით დაბალი და საშუალო სიმძლავრის ელექტრო ღუმელებს, რომელიც შენს სამზარეულოს იდეალურად მოერგება. მაგალითად თუ პიცას ხშირად იძახებ, ახლა უკვე მარტივად შეგიძლია სახლში მოამზადო Ariete 0909 Da Gennaro პიცის ღუმელის დახმარებით. მაღალი ხარისხის ცეცხლგამძლე ქვის ფირფიტა 32 სმ დიამეტრით, საშუალებას გაძლევს მოამზადო, ან გააცხელო პიცა, ღუმელის მაქსიმალური ტემპერატურა კი 400 გრადუსამდეა, რაც საკმარისია გემრიელი კერძის გამოსაცხობად.
წვრილი ტექნიკა რომელიც შენს სამზარეულოს სჭირდება
ალბათ უკვე იცი, რომ ცხობისას ინგრედიენტების თითოეულ გრამს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სამზარეულოს სასწორი დაგჭირდება, რომელიც ბისკვიტისთვის საჭირო ინგრედიენტების ზუსტი პორციების განაწილებაში დაგეხმარება. ველიზე სამზარეულოს კატეგორია მდიდარია როგორც მსხვილი, ასევე სამზარეულოში საჭირო წვრილი ტექნიკის არჩევანით. დამეთანხმები, რომ გემრიელ საუზმეს არაფერი უხდება ისე, როგორც სახლში დაწურული ნამდვილი, ნატურალური ფორთოხლის წვენი. თუ სამზარეულოში ჯერ კიდევ არ გაქვს წვენსაწური, ჯობს ველიდან რჩეული ბრენდის Midea MJ-JS2007AW1 წვენსაწური ახლავე შეუკვეთო, თანაც მის შეძენას -12%-იანი ფასდაკლებით შეძლებ.
დამღლელ სამუშაო კვირის პარალელურად შეიძლება სახლში სადილის მომზადება უბრალოდ დაგეზაროს. თუ გინდა რომ სიზარმაცე დაძლიო და სადილის მომზადების პროცესით უფრო ისიამოვნო, ამისთვის ელექტრო ქვაბები დაგჭირდება, რომელსაც ახლა უკვე ველიზე აღმოაჩენ. კატეგორიაში შეხვდები:
- ორთქლსახარშ ქვაბებს;
- მულტისახარში ქვაბების ასორტიმენტში კი მაღალ ტექნოლოგიურ, წამყვანი ბრენდების ქვაბებს შეხვდები, რომელიც დროისა და გრადუსების კონტროლის უმაღლესი მაჩვენებლებით ნებისმიერი კერძის ჯანსაღად მომზადებაში დაგეხმარება. მაგალითად კარგი ვარიანტია Ninja OL550EU მულტისახარში ქვაბი.
- ნელსახარში ქვაბების დიდ არჩევანს;
3 რამ, რაც ელექტრო ღუმელის შერჩევამდე უნდა იცოდე
- გაითვალისწინე ღუმელის ტევადობა - ბაზარზე წარმოდგენილი მოდელების მოცულობა 8-დან 30 ლიტრამდე მერყეობს. იმის გასარკვევად რა მოცულობა იქნება შენთვის ოპტიმალური, უნდა გაითვალისწინო რამდენი ადამიანისთვის მოამზადებს კერძებს და რა სიხშირით. ველიზე შენზე მორგებული ტევადობისა და მოცულობის მოდელებს მარტივად იპოვი.
- ყურადღება მიაქციე მასალას, სიმძლავრეს და ხარისხს - რაც უფრო მაღალია ელექტრო ღუმელის W მაჩვენებელი, მით უფრო მძლავრია იგი, ველიზე 3 000W მდე სიმძლავრის ელექტრო ღუმელებს აღმოაჩენ.
- არ გამოგრჩეს შიდა დამცავი საფარის შემოწმება - არსებობს შიდა დამცავი საფარის ადვილი წმენდის მინანქარის, კატალიზური მინანქრის, ბიოკერამიკული და თვითგამწმენდი მასალისგან დამზადებული მოდელები. მაგალითად, კატალიზური მინანქარი საკმაოდ საიმედოა და მისი გამძლეობის ვადა სულ მცირე 5 წელია.
შენი სამზარეულოსთვის შეიძლება დაგჭირდეს ასევე მიკროტალღური ღუმელის ან აეროგრილის შერჩევა. დაათვალიერე ველიზე სამზარეულოს წვრილი ტექნიკის კატეგორია, გააკეთე შენაძენი და მიიღე სასურველი ნივთი სულ რაღაც 3 საათში. Რამდენი ნივთიც არ უნდა შეიძინო მიტანის სერვისი უფასოა.