ველიზე არამხატვრული ლიტერატურის ჟანრში რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ, სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურულ ნაწარმოებებს შეხვდები.მიზანი რეალური მოვლენებისა და ინფორმაციის მაქსიმალურად ზუსტად წარმოჩენაა. არამხატვრული ლიტერატურა ლიტერატურის ყველაზე ფართო კატეგორიაა.
თუკი სახლის ბიბლიოთეკის შევსება მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად არამხატვრულით გადაწყვიტე, ან სიახლის ძიებაში ხარ - VELI.store-ზე წიგნების მრავალფეროვანი არჩევანია. აქ არამხატვრული ლიტერატურის ფართო არჩევანს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იპოვი. ველიზე სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი წიგნები არამხატვრული ლიტერატურის მთავარ ჟანრებს აერთიანებს.
აღმოაჩინე არამხატვრული ლიტერატურა ველიზე
ველის ციფრულ თაროებზე წამყვანი გამომცემლებისგან არამხატვრული ლიტერატურის ფართო არჩევანი დაგხვდება. შეარჩიე შენთვის საინტერესო წიგნი შემდეგი მიმართულებებიდან:
- ბიზნესლიტერატურა
- ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია
- საგანმანათლებლო
- ხელოვნება, ალბომები
- კულინარია
- ესეები, კრიტიკა, წერილები, ბიოგრაფია
არამხატვრული ნაწარმოები ფოკუსირებულია რეალობაზე და განურჩევლად საგნისა, მარტივი მიზანი აქვს: ინფორმაციის მიწოდება. იგი უნდა ეფუძნებოდეს ავტორის კვლევის ან ექსპერტიზის ფაქტებსა და დასკვნებს. რა თქმა უნდა, არამხატვრული ნაწარმოების წერისას საჭიროა თხრობითი უნარები, თუმცა შინაარსი რეკომენდებულია რეალობას მოწყვეტილი არ იყოს. მხატვრული ლიტერატურისგან განსხვავებით, სადაც სათქმელი გადმოცემულია მეტაფორულად, არამხატვრულ ტექსტში (პუბლიცისტიკა, მაგ: ჯემალ ქარჩხაძის პირადი წერილები, მანიფესტი, მაგალითად, თომას მანისა და ჰერმან ჰესეს პირადი მიმოწერა და სხვ.) ავტორი პირდაპირ გამოხატავს შეხედულებებს.
როგორ შევარჩიო არამხატვრული ლიტერატურა სწორად
დღესდღეობით საზოგადოების მოთხოვნა ლიტერატურის არამხატვრულ ჟანრებზე უფრო მეტად იზრდება. ავტობიოგრაფია, ბიოგრაფია, დღიური, ენციკლოპედია , დოკუმენტური პროზა (‘’დრო და მარადისობა’’), მიმოწერა, მემუარები (მაგ.: პატი სმიტის ‘’უბრალოდ ბავშვები’’) და სხვ. - დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ველიზე არამხატვრული ლიტერატურის კრებული სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს. ქვეკატეგორია ‘’ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია’’ კი წიგნების კატეგორიიდან ერთ-ერთი მრალამხრივია. შენ შეძლებ ერთ სივრცეში აღმოაჩინო სამეცნიერო, საგანმანათლებლო ლიტერატურა, სააზროვნო, ფსიქოლოგიური (მაგ.: ჰარვარდ ბიზნეს რევიუ საქართველო-ს გამოცემა - ,,საკუთარი თავის მართვა’’), ფილოსოფიური, (‘’სიკეთისა და ბოროტების მიღმა’’, ‘’ადამიანის ბუნების შეცნობისათვის“), პოლიტიკური, კულინარიული და სხვა.
არამხატვრული ლიტერატურა ველიზე
აქ შეგიძლია ბიზნესლიტერატურა იკითხო (მაგალითად, ჰარვარდის ბიზნეს რევიუ, ქართულად. ერთ-ერთი პოპულარული სერიიდან კი „ლურჯი ოკეანის“ რჩეული ბიზნესლიტერატურა დაგხვდებამ რომელიც განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებთათვის. სერიაში გაერთიანებულია ყველა საკითხავი ლიტერატურა, მათ შორის ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნები „იისფერი ძროხა’’. ველიზე თხრობითი არამხატვრული ლიტერატურაც დაგხვდება, რომელიც მკითხველის ინფორმირებას ეძღვნება. მათ შორის არის წიგნები, როგორებიცაა ანა ფრანკის „ანა ფრანკის დღიური“ . ველის პლატფორმაზე წარმოდგენილი კატეგორიიდან შეგიძლია წიგნები მოტივაციისთვის ან ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის.
ველიზე შენთვის საჭირო დამხმარე სახელმძღვანელოებსაც აღმოაჩენ. თუ ცდილობ გააუმჯობესო შენი კულინარიული უნარები, მოირგო დამწყები კულინარის როლი, ან გსურს მეგობარს საჩუქარი გაუკეთო, შენთვის გამოსავალი ჩვენთან მოიძებნება, წიგნი სახელწოდებით ‘’კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში.’’ . არქიტექტურით დაინტერესებულებისთვის კი, - სულაკაურს გამომცემლობიდან ‘’თბილისი’’, არქიტექტურული სტილებისა და ხელოვნების მიმდინარეობების ცოცხალი ენციკლოპედიას იპოვი. მაგრამ, თუ ფოტოგრაფი მეგობრისთვის საჩუქარს ეძებ - შეარჩიე შენი ქვეყნის უახლოესი ისტორიიდან, გურამ წიბახაშვილის კრებული ‘’100 ფოტოამბავი 80-იან წლებზე’’.