კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია

არამხატვრული ლიტერატურა

banner-bgbanner-bg
Dark and Dystopian Post­Mortem Fairy Tales
140.90
Dark and Dystopian Post­Mortem Fairy Tales
Concrete Playground, In memory of Betoncentrale Ghent: street art over the years
Deserted, In Pursuit of Dry Land
126.90
Deserted, In Pursuit of Dry Land
Elements, In pursuit of the wild
126.90
Elements, In pursuit of the wild
banner-bgbanner-bg
bannerbanner
bannerbanner

არამხატვრული ლიტერატურა არის ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე. მიზანი რეალური მოვლენებისა და ინფორმაციის მაქსიმალურად ზუსტად წარმოჩენაა. არამხატვრული ლიტერატურა ლიტერატურის ყველაზე ფართო კატეგორიაა. 

თუკი სახლის ბიბლიოთეკის შევსება მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად არამხატვრულით გადაწყვიტე, ან სიახლის ძიებაში ხარ - VELI-ზე ასეთი წიგნების მრავალფეროვანი არჩევანია. არამხატვრული ლიტერატურის ფართო არჩევანს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ველის ციფრულ თაროებზე აღმოაჩენ. აქ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი წიგნები დაგხვდება, რომლებიც არამხატვრული ლიტერატურის მთავარ ჟანრებს აერთიანებს. 

რით განსხვავდება არამხატვრული ლიტერატურა მხატვრულისგან?

არსებობს მრავალი სხვადასხვა სახის არამხატვრული ლიტერატურა, მაგრამ ისინი ამ კატეგორიებს მიეკუთვნებიან: განსახილველი არამხატვრული ლიტერატურა, ნარატიული, დამაჯერებელი და აღწერითი.

არამხატვრულ ლიტერატურას კიდევ უფრო მეტი ძალა აქვს ინფორმაციის  მიმზიდველი გზით წარმოსაჩენად. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ფაქტები გადმოსცეს, იგი ფაქტებს ემოციაზე ფოკუსირებით წარმოადგენს. ინფორმაციის წარმოდგენისას, ხშირად სანდოობა და ლოგიკა უფრო მეტ გავლენას ახდენს, თუმცა ზოგჯერ ემოციურობა კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური გზაა. ამისთვის არამხატვრული ლიტერატურა კრეატიულ ტექნიკასა და პათოსს იყენებს, რომლითაც მკითხველი სწრაფად ინტერესდება.

მეორეს მხრივ, მხატვრული ლიტერატურა გულისხმობს წარმოსხვით ნარატივებს. აქ ინფორმაცია, მოვლენები ან პერსონაჟები ნაწილობრივ ან დიდწილად წარმოსახვითია. არამხატვრული ნაწარმოები კი პირიქით, ფოკუსირებულია რეალობაზე და განურჩევლად საგნისა, მარტივი მიზანი აქვს: ინფორმაციის მიწოდება. იგი უნდა ეფუძნებოდეს ავტორის კვლევის ან ექსპერტიზის ფაქტებსა და დასკვნებს, ავტორის ფანტაზიის შემოქმედებისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა, არამხატვრული ნაწარმოების წერისას საჭიროა თხრობის უნარები, მაგრამ შინაარსი მაინც ზუსტი იქნება. მხატვრული ლიტერატურისგან განსხვავებით, სადაც სათქმელი გადმოცემულია მეტაფორულად, არამხატვრულ ტექსტში (პუბლიცისტიკა, მაგ: ჯემალ ქარჩხაძის პირადი წერილები, მანიფესტი, პირადი მიმოწერა მაგალითად, თომას მანისა და ჰერმან ჰესეს ‘’პირადი მიმოწერა’’ და სხვ.) ავტორი პირდაპირ გამოხატავს შეხედულებებს.
 

როგორ შევარჩიო არამხატვრული ლიტერატურა ველიზე?

დღესდღეობით საზოგადოების მოთხოვნა ლიტერატურის არამხატვრულ ჟანრებზე უფრო მეტად იზრდება. ავტობიოგრაფია, ბიოგრაფია, დღიური, ენციკლოპედია , დოკუმენტური პროზა (‘’დრო და მარადისობა’’), მიმოწერა, მემუარები (მაგ.: პატი სმიტის ‘’უბრალოდ ბავშვები’’) და სხვ. - დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 

ველიზე არამხატვრული ლიტერატურის კრებული  სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს. სექცია ‘’ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია’ კი წიგნების კატეგორიიდან ერთ-ერთი მრალამხრივია. შენ შეძლებ ერთ სივრცეში აღმოაჩინო სამეცნიერო, საგანმანათლებლო ლიტერატურა, სააზროვნო, ფსიქოლოგიური (მაგ.: ნულიდან ერთამდე (როგორ შევქმნათ საკუთარი მომავალი), ფილოსოფიური, (‘’სიკეთისა და ბოროტების მიღმა’’, ‘’სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა“), პოლიტიკური, კულინარიული, არტისტული, კრიტიკული შინაარსისა (მაგ.: მიხეილ ჯავახიშვილის ‘’უბის წიგნაკებიდან’’) და ესეისტური საკითხავები.


აქ შეგიძლია ბიზნესლიტერატურა  იკითხო (მაგალითად, ჰარვარდის ბიზნეს რევიუ, ქართულად; ასევე თხრობითი არამხატვრული ლიტერატურა, რომელიც მკითხველის ინფორმირებას ეძღვნება. მათ შორის არის წიგნები, როგორებიცაა ანა ფრანკის „ანა ფრანკის დღიური“ , მიშელ ობამას „როგორ გავხდი ის ვინც ვარ“.

ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილი  კატეგორიიდან შეგიძლია წიგნები მოტივაციისთვის (მაგ.: მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება'“, ‘’როგორ ვიყოთ თავდაჯერებული’’, კარიერული წინსვლისთვის თუ ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის, სხვა მრავალ საინტერესო საკითხავთან ერთად შეარჩიო, როგორიცაა მაგალითად, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლო - ‘იკიგაი’’. 

ველიზე შენთვის საჭირო დამხმარე სახელმძღვანელოებსაც აღმოაჩენ. თუ მაგალითად ცდილობ გააუმჯობესო შენი კულინარიული უნარები, მოირგო დამწყები კულინარის როლი, ან გსურს მეგობარს საჩუქარი გაუკეთო, შენთვის გამოსავალი ჩვენთან მოიძებნება, წიგნი სახელწოდებით ‘’კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში.’’თუ მაგალითად სასაჩუქრე წიგნს ისეთი მეგობრისთვის ეძებ, ვისაც კულინარიაზე მეტად ღვინის კულტურა იზიდავს, ელციკლოპედიიდან სახელმძღვანელო ‘’ღვინო’ აირჩიე. სახელმძღვანელოში შეკრებილია 14 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ყველა პუბლიკაცია ღვინის სხვადასხვა ტექნიკასთან დაკავშირებით.
არქიტექტურით დაინტერესებულებისთვის კი, -  სულაკაურს გამომცემლობიდან ‘’თბილისი’’, არქიტექტურული სტილებისა და ხელოვნების მიმდინარეობების ცოცხალი ენციკლოპედიას იპოვი. მაგრამ თუკი ფოტოთი გადმოცემული ამბავი გაინტერესებს, ან ფოტოგრაფი მეგობრისთვის საჩუქარს ეძებ - შეარჩიე შენი ქვეყნის უახლოესი ისტორიიდან, გურამ წიბახაშვილის კრებული ‘’100 ფოტოამბავი 2000-იან წლებზე’’.


გახსოვდეს, რომ შენი ფავორიტი არამხატვრული ლიტერატურის შეძენა პირდაპირ ველის საიტიდან შეგიძლია. ნებისმიერი წიგნის შერჩევისა და შეძენის შემდეგ კი, კურიერი მას 3 საათში, თბილისში სრულიად უფასოდ მოგიტანს.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.