კარგ კულინარს, თანამედროვე სამყაროში ნამდვილად შეიძლება ხელოვანი ეწოდოს. ბოლო ნახევარი ათწლეულის განმავლობაში ადამიანების უზომო სიყვარულმა და ინტერესმა საჭმლის მიმართ, ჩამოაყალიბა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჟანრი მწერლობაში - კულინარია (კულინარიული წიგნები).
არა, ადამიანების უმეტესობა წიგნების მაღაზიაში არ მიდის იმისათვის, რომ კულინარიული წიგნები შეარჩიოს, მაგრამ ალბათ ჩვენ ყველას გამოგვიყენებია ერთი ან ორი შესანიშნავი რეცეპტი. მსგავსი სახელმძღვანელოს მნიშვნელობას კარგად გავიაზრებთ, როცა სამზარეულოს კედლებში ამოვყოფთ თავს.
მაცივრის წინ სრულიად მარტო დარჩენილს, როცა დედა აღარ გკარნახობს ინგრედიენტებს, ისღა დაგრჩენია ამ სახელმძღვანელოების საჭიროება საბოლოოდ აღიარო. ველიზე წარმოდგენილია კულინარიული წიგნები საოცარი რეცეპტებით, რომლებიც შექმნილია ბრწყინვალე მზარეულებისა და გურუების მიერ მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან.
თუ შენ ცდილობ გააუმჯობესო შენი კულინარიული უნარები, მოირგო დამწყები კულინარის როლი, ან უბრალოდ გსურს საბოლოოდ შთაბეჭდილება მოახდინო შენი მეუღლის ნათესავებზე, შენთვის გამოსავალი ჩვენთან მოიძებნება. ახლა უკვე, გაქვს შანსი გქონდეთ საუკეთესო კულინარიული წიგნები, რომლებიც ყველა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან.
კულინარიული წიგნები ველიზე
აქ შეძლებ მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი და მდიდარი სამზარეულოების შემეცნებას. თუ აქამდე არ იცოდი, რომ პიცის 50-ზე მეტი სახეობა არსებობდა, და შენ თითოეული მათგანის მომზადებას შეძლებდი, გილოცავ, შენი ეს ინტერესი აუცილებლად დაკმაყოფილდება. ველიზე წარმოდგენილი კულინარიული წიგნები გამოირჩევიან, როგორც მრავალფეროვნებით, ისე კრეატიულობითა და დაბალი ფასებით.
აქ შეძლებ შეიძინო:
• კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში
წიგნი ქართული სამზარეულო და სანადიმო ტრადიციების მსოფლიო კულინარიული კულტურის ფონზე განხილვის პირველი ცდაა. საქართველო, როგორც წინა აზიის განუყოფელი ნაწილი, მრავალი კულტურის გავლენას განიცდიდა. "წიგნის მიზანია გავყვეთ ამ გავლენათა კვალს, რათა უკეთ გამოჩნდეს ის, რაც საკუთრივ ეს კულინარიული წიგნი დროსა და სივრცეში გვამოგზაურებს, რადგან საქართველოში გამოყენებული ძირითადი საკვები პროდუქტებისა და სანელებლების გავრცელებასთან დაკავშირებული ამბები სხვადასხვა კონტინენტებსა და კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებს მოიცავს.
• სიყვარულით სამზარეულოში
რას ფიქრობ, მიიღებდი სამზარეულოს რჩევებს სოფი ლორენისგან? სიყვარულით სამზარეულოში – ეს არის ორი ოსკარის მფლობელისა და მსოფლიო კინოს ლეგენდის მნიშვნელოვანი რჩევები, რომლებიც სუფრასთან გამოგადგებათ, 200-ზე მეტი რეცეპტი, პირადი კურიოზები, ლეგენდარული შეხვედრებისა და საოცნებო მოგზაურობის ამბები.
• აზიური სამზარეულო
გაამარტივებს. აზიური სამზარეულო გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამ განსხვავებულობისა და ეგზოტიკურობის დამსახურებაა, რომ ის მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჰოდა, თუ გინდა ამ ეგზოტიკის საიდუმლო ინგრედიენტებს მიაკვლიო, მსგავსი კულინარიული წიგნები იდეალური არჩევანია. წიგნში წარმოდგენილია მდიდარი და თვითმყოფადი აზიური სამზარეულოს ცნობილი და პოპულარული კულინარია . ეს წიგნი სრულად ილუსტრირებულია, ყველა კერძს ახლავს მომზადების ტექნოლოგიის ამსახველი დეტალური ფოტოები და სასარგებლო რჩევები, რაც მომზადების პროცესს ორმაგად სასიამოვნოს და მარტივს ხდის.
• პიცა 100 %-ით იტალიური
ამ წიგნში იხილავ პიცის 50 – ზე მეტ იოლად მოსამზადებელ, ეკონომიურ, და, რაც მთავარია, უგემრიელეს რეცეპტებს, სადაც დეტალურად არის განხილული პიცის მომზადების ყველა ეტაპი. ეს ორიგინალური ფორმის წიგნი, პიცის თვალსაჩინო ილუსტრაციებით, საუკეთესო საჩუქარია ყველა დიასახლისისათვის!
პირველი ქართული კულინარიული წიგნი
ქართული კულინარია ყველა ჩვენგანისთვის ახლობელი და კარგად ცნობილია, თუმცა რამდენადაც გამორჩეულია ქართული გემოები, იმდენად რთულია მათი მომზადება. ძვირფასი ცოდნის გასავრცელებლად, 1818 წელს გამოიცა პირველი წართული წიგნი „ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულო“. ეს სახელმძღვანელო ნამდვილად გამორჩეულია, რადგან, როგორც სხვა კულინარიული წიგნები, ისიც ატარებს შემეცნებით დანიშნულებას და ამასთან, ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობასაც.
კულინარიული წიგნები ფასდაკლებით
შეიძინე გამორჩეულად მრავალფეროვანი, თანამედროვე კულინარიული წიგნი : „ქეთოს და აჩოს ფორმულა 51“, 35%-იანი ფასდაკლებით, სულ რაღაც 20,77 ლარად, მხოლოდ ველიზე. ესაა რეცეპტების კრებული, რომელიც ტელევიზიის დილის ეთერში ერთგული ტელემაყურებლისთვის იქმნებოდა. თუ მაშინ ვერ შეძელი ჩაგეწერა, ახლა მზადაა შენთვის 51 განსხვავებული, არაჩვეულებრივი კერძის რეცეპტი, იხელმძღვანელე და ისიამოვნე მომზადების ყოველი წამით!
შეიძინე კულინარიული წიგნები ველიზე და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში.