კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ენციკლოპედია
ფილტრაცია
დალაგება:

ენციკლოპედია

20 პროდუქტის ჩვენება

შეიძინე ენციკლოპედია საუკეთესო ფასად. უდიდესი არჩევანი და წიგნები, რომლებიც საოჯახო ბიბლიოთეკაში აუცილებლად დაგჭირდება.


აქ თავს იყრის მრავალი ტიპისა და შინაარსის ენციკლოპედია, სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებისთვის. ასევე ველიზე შეძლებ შეარჩიო საბავშვო ენციკლოპედია, რომელიც შვილისთვის ძალიან საჭირო და გამოსადეგი საჩუქარი იქნება. ასე რომ, თუ გინდა გაახარო შენი ოჯახის პატარა წევრი, შეუკვეთე საბავშვო ენციკლოპედია ჩვენთან და მიიღე უფასო მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.


ველიზე ენციკლოპედია მოიძებნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც შემეცნება უნდა, ვისაც აქვს სხვადასხვა კულტურის, სამზარეულოს, გეოგრაფიისა და ისტორიის ან სხვა, მსგავსი ინტერესი. 


არჩევანს სანამ გააკეთებ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო სხვადასხვა მახასიათებლები:
 
•             ღირებულება
•             გამძლეობა
•             ზომა
•             ინფორმაციულობა
•             ილუსტრაციები
•             სიზუსტე
 


საბავშვო ენციკლოპედია


 
შეარჩიე ველიზე ბავშვებისთვის გასაგები ენით გადმოცემული და თემატურად გამართული სახელმძღვანელო, რომელიც გაფორმებული იქნება კრეატიული და საინტერესო ილუსტრაციებით. საბავშვო ენციკლოპედია, რომელიც მიიპყრობს ბავშვების ყურადღებას და გააცნობს მათ ინფორმაციას სამყაროს შესახებ.


თუ შვილს გინდა მიაწოდო ყველა საჭირო ინფორმაცია სამყაროს შესახებ, ისე, რომ შემეცნების პროცესი მაქსიმალურად სასიამოვნო და მარტივი იყოს მისთვის, საბავშვო ენციკლოპედია, რომელსაც აქ შეიძენ იდეალური გზა იქნება შენი მიზნის მისაღწევად. 
 


შეარჩიე ენციკლოპედია ველიზე


ღვინო


სახელმძღვანელო, რომელშიც შეკრებილია 14 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ყველა პუბლიკაცია ღვინის სხვადასხვა ტექნიკასთან დაკავშირებით. აქ იპოვი ბევრ გამოუქვეყნებელ რეცეპტსაც, რომელთა შესახებ ნამდვილად არ იცის ფართო საზოგადოებამ,“ ამოიცანი, შეარჩიე, შეინახე და დააგემოვნე მსოფლიოს ცნობილი ღვინოები“, ამ პროცესში გზამკვლევობას ველიზე შერჩეული ენციკლოპედია გაგიწევს.
 

 

ქართული ანბანი 33 ემოცია


ქართული ანბანი - 33 ემოცია მწერალ ეკატერინე ტოგონიძესთან და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა. ეს არის ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგიური უფროსთა და საბავშვო ენციკლოპედია, 33 ავტორის დამოკიდებულება. გამოცემისთვის საზედაო ასოები რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შეიქმნა. ამ ასონიშნების მეშვეობით თავიდან დაინახავთ ქართული დამწერლობის მაგიას, თავიდან შეიყვარებთ ჩვენს უნიკალურ ანბანს!


 
ჰარვარდის სამედიცინო წიგნი


„ჰარვარდის სამედიცინო წიგნი“ ჰარვარდის მედიცინის სკოლის მიერ შემუშავებული ენციკლოპედია - კრებულია, რომელიც გვთავაზობს, როგორც კვალიფიციური სამეცნიერო კვლევებსა და რეკომენდაციებს, ისე სასარგებლო რჩევებსა და სამედიცინო პრობლემის მართვის თავისებურებებს. ამდენად, ის პრაქტიკული სახელმძღვანელო და გზამკვლევია მთელი ოჯახისთვის. ყველაფერი, რაც გულისა თუ წნევის პრობლემებზე; შაქრიან დიაბეტზე; დეპრესიაზე, შფოთვასა და სტრესის მართვაზე; წონის პრობლემებსა თუ კვებით ალერგიაზე გაინტერესებთ, ამ წიგნში გელოდებათ. ამ გამოცემის მიზანია კი ასეთია: მკითხველს რთულ სამედიცინო პრობლემებზე მარტივ და გასაგებ ენაზე მოუთხროს და იქვე ამა თუ იმ დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზებიც შესთავაზოს.
 


მებაღეობის დიდი ენციკლოპედია


 "მებაღეობის დიდი ენციკლოპედია" დამწყებ მებაღეებსა და ჰარმონიული ბაღის საკუთარი ხელით შექმნის ყველა მსურველს პრაქტიკული ჩვევისა და მცენარის მოვლის ათასზე მეტ წესს სთავაზობს. ფერადი ილუსტრაციები და ფოტოსურათები ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ავტორის თხრობას. წიგნში თანმიმდევრულად და დეტალურად არის განხილული ყველა ეტაპი: ნიადაგის შემოწმება, მოვლა, ხეები, ბუჩქების დარგვა, ბოსტნისა და ვარდების ბაღის მოშენება, ხეების გასხვლა, მზადება მომავალი წლისთვის.

 


სიბრძნის ენციკლოპედია


სიბრძნის ენციკლოპედია არის სახელმძღვანელო, რომელშიც თავმოყრილია მსოფლიო მნიშვნელობის მოაზროვნეთა გამონათქვამები, აზრები, რომელთაგან ნებისმიერმა შეიძლება ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. წიგნში ის უდიდესი სიბრძნეა თავმოყრილი, რომელიც სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა თუ ასაკის ადამიანებს აერთიანებს.

 


თუ საბავშვო ენციკლოპედია ან უბრალოდ შემეცნებითი სახელმძღვანელო გჭირდება, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას ატარებს სამყაროზე, ველი ნამდვილად სწორი ადგილია შოპინგისთვის.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.