კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია

სამზარეულოს ტექნიკა

Swan ბრიტანული ბრენდი ექსკლუზიურად ველიზე

გემრიელი საუზმის მოსამზადებლად

ტოსტერი Sencor STS 6054RD Toaster Red-23%
169.00219.00
ტოსტერი Sencor STS 6054RD Toaster Red

სმუზების & შეიკების მოსამზადებლად

გურმანებისთვის

ეჭვგარეშეა, თანამედროვე სამზარეულო საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე სრულიად უსარგებლო ოთახი ხდება, ამიტომ სამზარეულოს ტექნიკა საკვანძო საკითხია. სამზარეულო უნდა იყოს ტექნიკურად აღჭურვილი და მოსახერხებელი, როგორც საჭმლის მომზადებისთვის, ასევე მყუდრო საუბრებისთვის. გარდა ამისა, ის ესთეტიკურად სასიამოვნოდ უნდა გამოიყურებოდეს და იყოს ერგონომიული. თანამედროვე სამზარეულოებში ეს ჩაშენებული ტექნიკის გამოყენებით მიიღწევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამზარეულოს ტექნიკა უნდა შეარჩიო, პირველ რიგში, შენი საჭიროებიდან გამომდინარე. იფიქრე იმაზე, სინამდვილეში რა ფუნქციები გჭირდება.
 

რა დაგვჭირდება ახალ სამზარეულოში
 

თუ ახალ სახლში გადახვედი საცხოვრებლად და ახლა იწყებ ფიქრს იმ აუცილებელ ნივთებზე, რომლებიც პირველ ეტაპზე დაგჭირდება, სამზარეულოს ტექნიკა უნდა გაიხსენო. რა ნივთები გჭირდება სამზარეულოში? 
 

  • სამზარეულოში მაცივარი იმ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა იყოს, თუ საკვების მომზადებას არ აპირებ. მზა საკვები ან გამოძახებული პროდუქტები სადმე უნდა შეინახო და უმჯობესია ეს მაცივარი იყო.
  • სამზარეულოში საჭირო ნივთებს შორის არის, ასევე ელექტრო ღუმელები და აეროგრილები. რაიმეს მარტივად გამოსაცხობად ან მომზადებული საკვების გასალღობად თუ სწრაფად გასაცხელებლად ღუმელი იდეალური საშუალებაა.
  • სამზარეულოში, საჭიროა ისეთი წვრილმანი ტექნიკა, როგორიც არის ტოსტერი, რათა გემრიელი ტოსტები შებრაწო. 
  • მათ, ვისაც სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსი და გემრიელი საჭმლის მომზადება უყვარს, სამზარეულოს სასწორები უნდა გაიხსენონ. სხვადასხვა ინგრედიენტებით ჟონგლიორობისთვის და გემოებით თამაშისთვის, რასაკვირველია, სამზარეულოს სასწორი შეუცვლელი ხელსაწყო იქნება. 
     

რომელი ბრენდის სამზარეულოს ტექნიკა არის უკეთესი 
 

როდესაც სამზარეულოს ტექნიკა უნდა შევარჩიოთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, პროდუქტზე ყურადღების გამახვილებისას ბრენდის მიმართ ნდობაა. ვინ აწარმოებს პროდუქტს და რა რეპუტაცია აქვს მას. 
 

Bosch-ის სამზარეულოს ტექნიკა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. Bosch არის გერმანული საერთაშორისო საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია, რომლის სათაო ოფისიც გერლინგენში მდებარეობს, შტუტგარტის მახლობლად. ბრენდი ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციით და მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე სანდო მწარმოებლად. VELI.store-ის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლია შეარჩიო Bosch-ის ელექტრო ჩაიდანი, წვენსაწური და სხვა ტექნიკა. 
 

მსოფლიოში წამყვანი ბრენდებიდან Philips არის კიდევ ერთი კომპანია, რომლის ტექნიკის შეძენაც შეგიძლია VELI.store-ზე. ნახე ონლაინ მაღაზია და შეარჩიე Philips-ის ორთქლსახარში ქვაბი, ან უგემრიელესი ყავის მოსამზადებლად ყავის აპარატი.  კომპანია Philips დაარსდა ჰოლანდიაში მე-19 საუკუნის 90-იან წლებში და ის ელექტრო ნათურებს აწარმოებდა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ იგი გადაიქცა საერთაშორისო კონცერნად, რომელიც პროდუქციის ხარისხით არის ცნობილი მთელ მსოფლიოში.
 

კიდევ ერთი სახელგანთქმული ბრენდი, რომლის პროდუქციის შეძენაც შეგიძლია VELI.store-ის ონლაინ მაღაზიაში არის Panasonic. ბრენდს ეკუთვნის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულოს ტექნიკა და ლიდერია ელექტრონიკის გლობალურ ბაზარზე. ნახე VELI.store-ზე Panasonic-ის საცხობი აპარატი უგემრიელესი ცომეულის მოსამზადებლად, ან მიკროტალღური ღუმელი, რომელიც ყველასთვის საჭირო ნივთია. Panasonic Corporation, 1918 წელს გამოჩნდა, როგორც Matsushita Electric Housewares Manufacturing Works. საწარმოს დამფუძნებელი იყო ელექტრონული საქონლის მაღაზიის გამყიდველი კონოსუკე მაცუშიტა, რომელმაც შექმნა რადიომიმღებების მცირე საწარმო, ხოლო მოგვიანებით გლობალური ელექტრონიკის ინდუსტრიის გიგანტი გახდა.
 

შეიძინე იაფად სამზარეულოს ტექნიკა VELI.store-ზე
 

ნახე VELI.store-ის ონლაინ მაღაზია და შეარჩიე საუკეთესო სამზარეულოს ტექნიკა შენი თანამედროვე და მყუდრო სამზარეულოსთვის. აქ შეგიძლია ნახო ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა Panasonic, Braun, Arshia, Midea, Maxwell, Sollex France, Kenwood, Sencor, Philips, Ninja, Bosch და სხვა წამყვანი კომპანიების ტექნიკა. შეიძინე სამზარეულოს ტექნიკა დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში სახლში ან აგარაკზე. გარდა ამისა, შეძენილ ნივთს რეგიონებშიც უფასო ადგილზე მიტანით მიიღებ და შეგიძლია VELI.store-ზე სხვადასხვა ტექნიკისა თუ აქსესუარების თიბისის 6 თვიანი 0%-იანი განვადებით შეძენისას თანხა ექვსად გაყო და ნაწილ-ნაწილ, დამატებითი გადასახადის გარეშე დაფარო.