კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დალაგება:

ელექტრო ღუმელები და აეროგრილები

აეროგრილი Ariete 4618 XXL Air Fryer Black-10%
359.00399.00
აეროგრილი Ariete 4618 XXL Air Fryer Black
მიკროტალღური ღუმელი Franko FMO-1124 Microwave Black
მიკროტალღური ღუმელი Franko FMO-1116 Microwave White
მიკროტალღური ღუმელი Swan Retro SM22030 Digital Microwave Gray-11%
20 პროდუქტის ჩვენება

ყველასთვის ცნობილია, რომ გემრიელი და სასარგებლო საჭმლის მომზადება, დიდი ხელოვნებაა, რისთვისაც მხოლოდ ნიჭი და მარჯვე ხელები საკმარისი არ არის. როგორც ყველა საქმეს, მასაც სჭირდება აუცილებელი ინვენტარი, რათა არაფერმა შეგვიშალოს ხელი კულინარიული ჯადოქრობისთვის. ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია სწორად შევარჩიოთ ღუმელი. არც სხვა საოჯახო ინვენტარის შერჩევაა ადვილი საქმე, რამდენადაც უამრავი ასეთი ნივთი გვჭირდება, ეს იქნება - ბლენდერები, სახლის დინამიკები, უთოები, ჰაერის გამწმენდები თუ მტვერსარუტები და სხვა.
 

როგორ შევარჩიოთ ღუმელი ტევადობის მიხედვით
 

იმისთვის, რომ მოწყობილობის უპირატესობები შევაფასოთ  და გემრიელი საჭმელი მოვამზადოთ, უნდა გავარკვიოთ როგორ შევარჩიოთ საცხობი ღუმელი ისე, რომ არც ზედმეტი გადავიხადოთ და არც იმედები გაგვიცრუოს შენაძენმა. 
 

ბაზარზე წარმოდგენილი მოდელების მოცულობა 8-დან 30 ლიტრამდე მერყეობს. იმის გასარკვევად რა მოცულობა იქნება შენთვის ოპტიმალური, უნდა გაითვალისწინო რამდენი ადამიანის განებივრებას აპირებ დელიკატესებით და რამდენი საჭმელი უნდა მოამზადო. 
 

  • დიდი ოჯახისთვის, რომელსაც სუფრაზე ხანგრძლივად ჯდომა უყვარს, მაქსიმალური ტევადობის ღუმელი დაგჭირდება. 
  • 2-3 წევრისგან შემდგარი ოჯახისთვის 10-20 ლიტრი საკმარისი იქნება. ასეთი ღუმელები შედარებით მცირე ზომისაა და დიდ თავისუფალ ადგილს არ საჭიროებს. 
  • ვისაც იხვის ან ინდაურის მომზადება უყვარს, მინიმუმ 20 ლიტრიანი კამერა დასჭირდება. 
  • 1 ან 2 ადამიანისთვის 10 ლიტრიანი საცხობი ღუმელი სრულიად საკმარისი იქნება. 
     

რა სიმძლავრის ღუმელი გვჭირდება
 

ბაზარზე წარმოდგენილ ღუმელებს სიმძლავრე 650 ვტ-2.2 კვტ დიაპაზონში აქვს. რაც უფრო დიდია ელექტრო ღუმელის კამერის მოცულობა, მით უფრო ძლიერია იგი.
 

სიმძლავრეზე გავლენას დამატებითი ფუნქციების არსებობა ახდენს - კონვექტორი ან გრილი. თუ ღუმელს მარტივი კერძების მოსამზადებლად იყენებ, დაბალი სიმძლავრის მოდელიც საკმარისი იქნება. მთელი ოჯახისთვის მრავალფეროვანი კერძების მოსამზადებლად, ბიუჯეტის გაზრდა მოგიწევს.
 

ასევე, გაითვალისწინე, რომ მძლავრი ღუმელით უფრო სწრაფად მოამზადებ, მაგრამ მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარს.
 

როგორ შევარჩიოთ ღუმელი შიდა დამცავი საფარის მიხედვით
 

ელექტროღუმელის კამერა შეიძლება სხვადასხვა ტიპის მინანქრით იყოს დაფარული. აი, რა სახეობის შეიძლება იყოს ისინი:
 

ადვილი წმენდის მინანქარი. მისი მოვლა ადვილია, მაგრამ არსებობს მოდელები, რომლებიც უფრო მაღალი გამძლეობით გამოირჩევა.
 

კატალიზური მინანქარი საკმაოდ საიმედოა და ამ შემთხვევაში პირიქით, მისი გამძლეობის ვადა სულ მცირე 5 წელია.
 

ბიოკერამიკული საფარი. მოსახერხებელია და ასევე, ადვილად შეინარჩუნებ სისუფთავეს. მისი მოხმარების რესურსი 10 წელზე მეტია.


თუ მოწყობილობის ინსტრუქციაში არის ნიშანი "Durastone", ეს საფარის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. ის იტანს საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით გაწმენდას, მდგრადია ტემპერატურის უკიდურესი ცვლილების მიმართ და დაცულია მექანიკური დაზიანებისგან.


თვითგამწმენდი ტიპის მოდელების მოვლა ადვილია და სრულიად უვნებელია: ის ხორციელდება პიროლიზის ტექნოლოგიის მეშვეობით, როდესაც საკვები და ჭუჭყის ნარჩენები უბრალოდ იწვება.


როგორ შევარჩიოთ ღუმელი მომზადების რეჟიმის მიხედვით


კონვექცია არის ყველაზე გავრცელებული რეჟიმი, რომლითაც აღჭურვილია ელექტრო ღუმელების უმეტესობა. ის უზრუნველყოფს კამერის თანაბარ გათბობას ვენტილატორის მეშვეობით. ამ რეჟიმით შეგიძლია მოამზადო ერთდროულად ორ დონეზე, რაც დროს დაზოგავს. კონვექცია აჩქარებს მომზადების პროცესს. ქვედა წვა უზრუნველყოფს კამერის ქვედა ნაწილის სითბოს ამოფრქვევას, რაც საშუალებას მოგცემს ცხობისას კარგად დაბრაწო ქერქი და ის ხრაშუნა გახადო. ხოლო, წვის ზედა წყარო, უზრუნველყოფს რომ საკვები თანაბრად იყოს მომზადებული და შიგნით უმი არ დარჩეს.


გრილის რეჟიმი შეწვისა და შებრაწვისთვის არის განკუთვნილი და მისი რამდენიმე სახეობა არსებობს, კერძოდ:
 

  • მცირე გრილი, რომელიც გემრიელი ტოსტების მოსამზადებლად გამოგადგება.
  • დიდი გრილი, რომელიც შესანიშნავად ამზადებს ფაქიზ საკვებს დიდი რაოდენობით.
  • ტურბო-გრილი, რომელიც ქათმის და სხვა მსგავსი პროდუქტების შემთხვევაში უზრუნველყოფს ხორცის კარგად შეწვას და კანის გემრიელ დაბრაწვას.
  • გრილი კონვექციით. გრილისა და კონვექციის რეჟიმების მონაცვლეობითი ჩართვა საშუალებას გაძლევს თანაბრად შეწვა ხორცის და თევზის დიდი ნაჭრები.
  • სწრაფი გათბობის რეჟიმი დროსა და ენერგიას დაგიზოგავს, თუმცა ის განკუთვნილი არ არის საჭმლის მოსამზადებლად და მხოლოდ შესათბობად გამოიყენება.
     

ღუმელის შერჩევა მართვის ტიპის მიხედვით
 

სამზარეულოსთვის ღუმელის შერჩევისას, ესეც მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რომელიც უზრუნველყოფს გამოყენების სიმარტივეს. შეიძლება არსებობდეს მართვის რამდენიმე მეთოდი:
 

  • მექანიკური;
  • სენსორული;
  • ელექტრონული.
     

მექანიკური ნიშნავს რეჟიმების არჩევას მბრუნავი ბერკეტის მეშვეობით. ყველაზე ხშირად, ამ ტიპის მართვა გამოიყენება ღუმელების მარტივ მოდელებში.
 

თანამედროვე მოწყობილობები, ხშირად აღჭურვილია, სენსორული მართვის პანელით. ამ შემთხვევაში საჭირო რეჟიმის ასარჩევად ეკრანზე თითების მარტივი შეხება საკმარისი იქნება.
 

მართვის ელექტრონული მეთოდი ღილაკების გამოყენებას გულისხმობს. ხშირად მწარმოებლები კონტროლის ორ ან მეტ მეთოდს აერთიანებენ. ეს, შეიძლება იყოს მოდელები, რომლებშიც სენსორული პანელთან ერთად დამატებულია ღილაკები.
 
მოდელები ელექტრონული და სენსორული კონტროლით მეტ შესაძლებლობებს გაძლევს: მათთან ერთად შეგიძლია შექმნა კერძების შენი რეცეპტები და შეინახო ღუმელის მეხსიერებაში.
 

შეიძინე ღუმელი იაფად
 

VELI.store-ზე წამყვანი ბრენდების საუკეთესო ხარისხის პროდუქციას იპოვი, როგორიც არის Panasonic, Ninja, Bosch, Arshia და სხვა პროდუქცია, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მოყვარული თუ პროფესიონალი მზარეული საუკეთესოდ ასახელებს. შეარჩიე საუკეთესო საცხობი ღუმელი იაფად, მიიღე შეკვეთა 3 საათში უფასო მიწოდებით შენს კართან და დღესვე შექმენი კულინარიული შედევრები.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით.

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.