თანამედროვე სამზარეულო ძნელი წარმოსადგენია ელექტროტექნიკის გარეშე და ამასთან, საკმაოდ რთულია სწორად ავარჩიოთ სამზარეულოს ტექნიკა, ისეთი მარტივი ნივთებიც კი, როგორებიც არის ტოსტერები ან სამზარეულოს სასწორები. ტოსტერი ისეთი ნივთია, რომელსაც, ერთი მხრივ, შეიძლება ძალიან მარტივი მოწყობილობა ვუწოდოთ, მაგრამ მის არჩევას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. ტოსტერი სამზარეულოს უნიკალური მოწყობილობაა, რომელიც არ არის განკუთვნილი საჭმლის მომზადებისთვის, მაგრამ მას შეუძლია ის უფრო გემრიელი გახადოს, უფრო სწორად, მისი ქერქი გახადოს გემრიელი და ხრაშუნა. მართალია, ამის გაკეთება მხოლოდ პურის ან მრგვალი ფუნთუშების შემთხვევაში შეუძლია, თუმცა, ეს საკმარისია იმისათვის, რომ შენი საუზმე ან სადილი უფრო მადისაღმძვრელი გახდეს. ბოლოსდაბოლოს, სწორედ ხრაშუნი, ეს იქნება ჩიფსების, ფუნთუშების თუ შებრაწული ხორცის, აძლევს განსაკუთრებულ სიგნალს ტვინს სასიამოვნო და რაც მთავარია, უსაფრთხო საკვების შესახებ. ეს რეფლექსი, ადამიანის ფსიქოლოგიაში, უძველეს დროს წარმოიშვა, როდესაც ყველა საკვები, მაგალითად, მამონტის ფილეს ნაწილი, დეზინფექციისთვის მუშავდებოდა ღია ცეცხლზე. სწორად, ასეთი ბუნებრივი პროცესის შედეგად გაგვიჩნდა ხრაშუნის სიყვარული და მისწრაფება კარგად დაბრაწული საკვებისკენ. რასაკვირველია, შეგიძლია პური უბრალო ტაფაზეც შეწვა, მაგრამ ის არც სწრაფად გაიხუხება, არც მოხერხებული იქნება და რაც მთავარია, თანაბრად არ შეიბრაწება. ტოსტერით ყველაფერი მარტივი და კომფორტულია. მაგრამ როგორ ავირჩიოთ ტოსტერი სახლისთვის, რომელიც თანაბრად შებრაწავს პურს და მარტივი გამოსაყენებელი იქნება.
როგორ შევარჩიოთ ტოსტერი
- ტოსტერის შეძენამდე შეათვალიერე სამზარეულოში ადგილი და რამდენადაც, ტოსტერი არც ისე რთული მოწყობილობაა, პირველ რიგში გადაწყვიტე სად დადგამ და რა ფერი მოუხდება ინტერიერს. ამრიგად, შენი მომავალი ტოსტერის ზომაზეც შეგექმნება წარმოდგენა.
- შემდეგი ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი ტოსტერის კორპუსის მასალა და კონტროლის ტიპია. პირველი, სასურველია ლითონის იყოს, პლასტმასის ელემენტებით, საერთოდ პლასტმასის გარეშე არ გამოვა. ხოლო, მეორე საშუალებას მოგცემს სწრაფად დააყენო სასურველი რეჟიმი. ხშირად, სწორედ კონტროლერის დიზაინზე ამახვილებენ მწარმოებლები ყურადღებას და ზოგჯერ ზედმეტიც მოსდით და უმჯობესია ყურადღება მის პრაქტიკულ გამოყენებას მიაქციო. ზოგიერთ ტოსტერს მოჰყვება ტაიმერი და გათბობის ტემპერატურის დასარეგულირებელი ღილაკები. ეს პარამეტრები საშუალებას მოგცემს დაარეგულირო გათბობის რეჟიმი, მაგრამ ისინი საერთოდ არ არის აუცილებელი, რადგან. ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეიძლება ამ წვრილმანებისთვის დრო არ გქონდეს.
- ბოლო პარამეტრი ტოსტერის სიმძლავრეა. ის დამოკიდებულია არამხოლოდ იმაზე, რამდენად სწრაფად გაცხელდება სპირალი ან ტოსტერის ზედაპირი, არამედ ისიც რამდენად კარგად დაიბრაწება ტოსტები და ისიც კი, რამდენად გამძლე მოწყობილობა გექნება. საუკეთესო ვარიანტია 900 W, მაგრამ თუ ისეთ ტოსტერს ირჩევ, რომელსაც ოთხი განყოფილება აქვს, მაშინ კიდევ უფრო მძლავრი მოწყობილობა დაგჭირდება.
ტოსტერი და მისი მსგავსი მოწყობილობები
ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლოა ტოსტერთან ერთად სხვა ასეთივე მარტივი, მაგრამ საკვების დასაბრაწად ასეთივე შეუცვლელი სხვა მოწყობილობა გვჭირდებოდეს.
- სენდვიჩის აპარატები, ანუ იგივე სენდვიჩის ტოსტერი კლასიკური - მხოლოდ პურის გასახუხი მოწყობილობისგან განსხვავდება. მას, როგორც წესი ასახდელი თავი აქვს, სადაც ბუტერბროდი უნდა მოათავსო. იცი რატომ არის ფასთფუდ რესტორნებში უფრო გემრიელი სენდვიჩები? სწორედ ამიტომ, რომ იქ სენდვიჩებს მთლიანად ხუხავენ და არა მხოლოდ პურს. სედვიჩის ტოსტერს აქვს მყარად დამაგრებული შიდა პანელი, მართკუთხა ან სამკუთხედი ჩაღრმავებით. მათი მეშვეობით სენდვიჩების გახუხვა შეგიძლია, თუმცა არსებობს უფრო მრავალფუნქციური მოწყობილობებიც.
- სახლის გრილები არის ის მოწყობილობები, რომლებიც სამზარეულოში შენი შეუცველი მეგობარი გახდება. მისი დახმარებით, შეგიძლია შეწვა ხორცი, თევზი და ბოსტნეული, მოამზადო რამდენიმე სახის ვაფლი და ფუნთუშები, ასევე გახუხო დახვეული ან დაკეცილი თონის პურის.
- ვაფლის აპარატები ტკბილეულობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საყვარელი ნივთია. იმისთვის, რათა სწორად შეარჩიო ვაფლის აპარატი, პირველ რიგში ყურადღება მიაქციე გამაცხელებელი პანელების ხარისხს, რომელიც უშუალოდ უნდა ეხებოდეს ცომს. ასევე, მნიშვნელოვანია სამუშაო სივრცის ზომა და ის, თუ რა ტიპის ვაფლების გამოცხობას აპირებ.
რომელი ბრენდის ტოსტერი ჯობს
ტოსტერის ყიდვისთვის, ონლაინ მაღაზია ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია. მითუმეტეს რომ VELI.store-ზე საუკეთესო ბრენდების დიდი მრავალფეროვნება დაგხვდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაზოგავ დროს ტოსტერის ასარჩევად მაღაზიებში სიარულზე და შეძენილ ნივთს დღესვე, პირდაპირ სახლში ან აგარაკზე მიიღებ.
ერთ-ერთი სახელგანთქმული ბრენდი, რომლის პროდუქციის შეძენაც შეგიძლია VELI.store-ის ონლაინ მაღაზიაში არის Bosch. ბრენდს ეკუთვნის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულოს ტექნიკა, მათ შორის, აწარმოებს საუკეთესო ტოსტერებს.
მსოფლიოში წამყვანი ბრენდებიდან Philips არის კიდევ ერთი კომპანია, რომლის სამზარეულოს ტექნიკა და ტოსტერები შეგიძლია შეიძინო VELI.store-ზე. ჰოლანდიური კომპანია Philips მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან აწარმოებს ტექნიკას და ერთ-ერთ ყველაზე სანდრო ბრენდად, ხოლო მისი პროდუქცია ყველაზე გამძლედ ითვლება მსოფლიოში. ასევე, VELI.store-ზე ნახავ ისეთი წარმატებული ბრენდების პროდუქციას, სამზარეულოს ტექნიკის წარმოების სფეროში, როგორებიცაა Arshia, Cuisinart, Midea, Ilitek, Vitek და Sencor. შეიძინე ტოსტერი დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში სახლში ან აგარაკზე. გარდა ამისა, შეძენილ ნივთს რეგიონებშიც უფასო ადგილზე მიტანით მიიღებ და შეგიძლია VELI.store-ზე სხვადასხვა ტექნიკისა თუ აქსესუარების თიბისის 6 თვიანი 0%-იანი განვადებით შეძენისას თანხა ექვსად გაყო და ნაწილ-ნაწილ, დამატებითი გადასახადის გარეშე დაფარო.