კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია

სათამაშოები

შეარჩიე ასაკით

Lego,  კონსტრუქტორი Magical Acrobatics, 223 ნაწილი
Lego, Disney Frozen, კონსტრუქტორი, 300 ნაწილი
Lego, კონსტრუქტორი Thwomp Drop Expansion Set, 393 ნაწილი-15%
Lego, კონსტრუქტორი The Beatles, 2933 ნაწილი-15%
524.45617.00
Lego, კონსტრუქტორი The Beatles, 2933 ნაწილი
Lego, კონსტრუქტორი The Pirate Ship Adventure, 386 ნაწილი-15%
Lego, კონსტრუქტორი Heartlake City Airplane, 574 ნაწილი-15%
banner-bgbanner-bg

რჩეული ბრენდები

banner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bg

შეარჩიე ბიუჯეტით

banner-bgbanner-bg
banner-bgbanner-bg
Llorens, თოჯინა Crying Lea-20%
166.40208.00
Llorens, თოჯინა Crying Lea
Giochi Preziosi, თოჯინა Cicciobello bua-30%
220.46314.95
Giochi Preziosi, თოჯინა Cicciobello bua
Zapf Creation, ინტერაქტიული თოჯინა, 36 სმ
IMC Toys, თოჯინა Cry Babies Fancy, 30 სმ
119.00
IMC Toys, თოჯინა Cry Babies Fancy, 30 სმ

შეარჩიე ინტერესების მიხედვით

banner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bg
სამაგიდო თამაში, Risk: Game of Thrones
სამაგიდო თამაში, Wingspan
199.00
სამაგიდო თამაში, Wingspan
Lisciani, გადაარჩინე პლანეტა
124.95
Lisciani, გადაარჩინე პლანეტა
Clementoni, ქიმიური ნაკრები
129.00
Clementoni, ქიმიური ნაკრები
Educational Insights, ჩემი პირველი ტელესკოპი
Learning Resources, ხელის ციფრული მიკროსკოპი
Hape, სათბური
Clementoni, ბიო კოსმეტიკური ლაბორატორია

banner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bg

სათამაშოები მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. იგი ბავშვებისთვის თამაშის დასაწყებად შესანიშნავი გზაა, რითიც სამყაროს შეიცნობენ. თამაში მათთვის თავად ცხოვრებაა. ამ დროს ბავშვებს წარმოსახვითი სამყარო რეალურში გადმოაქვთ, უფროსები კი - ბავშვობის ნოსტალგიებს აცოცხლებენ და მასში მოგზაურობენ.

სათამაშოები ბავშვებისა და მშობლების დამაკავშირებელ, იდეალურ სივრცეს ქმნის, სადაც თამაშით ერთმანეთთან მეტ დროს გაატარებენ.


გარდა გართობისა, სათამაშოები ასევე შეიძლება იყოს საგანმანათლებლო და დაეხმაროს ბავშვის გონების სტიმულირებას.  სწორედ ისეთი სათამაშოებია საუკეთესო, რომლებსაც ბავშვი სხვადასხვა გზით გამოიყენებს. მაგალითად, შემოქმედებით უნარებს შეიძენს, განივითარებს მოტორულ და სოციალურ უნარებს და პრობლემებსაც გადაჭრის. ბავშვები თამაშით ფანტაზიის მორევში გადაეშვებიან, სადაც წარმოსახვა უკიდეგანოა. 


როგორ შევარჩიო ბავშვისთვის სათამაშო?


რა უნდა გაითვალისწინო ბავშვის სათამაშოს არჩევისას? ერთი შეხედვით შეიძლება მარტივი ჩანდეს, მაგრამ ამისთვის მრავალი ფაქტორი არსებობს. მნიშვნელოვანია ვიფიქროთ გამძლეობაზე, ფასზე, უსაფრთხოებაზე, საგანმანათლებლო ღირებულებაზე და, რა თქმა უნდა, გართობაზე!

არ აქვს მნიშვნელობა შოპინგისთვის ფიზიკური სათამაშოების მაღაზია შეარჩიე თუ სათამაშოების მაღაზია ონლაინ სივრცეში - შენთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი განვიხილეთ. ამით გაგიმარტივდება სათამაშოს შეძენა როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე დაბადების დღის საჩუქრისთვის.

 

უსაფრთხოება უპირველესად


ბავშვებს შეუძლიათ თავიანთი სათამაშოებით თამაშით გაერთონ. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს უსაფრთხოება. სათამაშოები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის განვითარების დონეს და ასაკს. სათამაშოები უნდა იყოს სუფთა და არ ჰქონდეს მკვეთრი კუთხეები ან პატარა, მოსახსნელი ნაწილები, რისი გადაყლაპვაც მარტივია. პროდუქტები ასევე არ უნდა შეიცავდეს სახიფათო, ტოქსიკურ ან აალებად ნივთიერებებს.
 

გრძელვადიანი გამოყენება


იმისათვის, რომ ბავშვმა კონკრეტული სათამაშო მრავალჯერ გამოიყენოს,  იგი დამზადებული უნდა იყოს გამძლე და მყარი მასალისგან.
 
 

მარტივი გამოყენება


მარტივი აგებულებისა და წესების სათამაშოები ბავშვებისთვის უფრო ადვილი გამოსაყენებელია, ნაკლები მეთვალყურეობა სჭირდებათ და შეიძლება უფრო დიდხანს გაძლოს კიდეც. ბავშვმა უნდა შეძლოს სათამაშოს დამოუკიდებლად გამოყენება რომ ისიამოვნოს.  

 

გასართობი ღირებულება


ბავშვმა უნდა იპოვოს სათამაშო, რითიც მისი ასაკის შესაბამისად გაერთობა. ამასთანავე, მოძებნე სათამაშოები, რომლებითაც ბავშვს შეუძლია მრავალი გზით თამაში და სახალისო დროის გატარება.
 
 

საგანმანათლებლო ღირებულება


თამაში ბავშვს აზროვნებას, შექმნას და წარმოსახვას ასწავლის. შეარჩიე სათამაშოები, რომლებიც საშუალებას მისცემს ბავშვებს უნარები განივითარონ, როლური თამაში ისწავლონ, პრობლემების გადაჭრა და პრაქტიკული უნარები შეიძინონ.
 

სოციალური ღირებულება


ბავშვები სწავლობენ მნიშვნელოვან სოციალურ უნარებს სხვა ბავშვებთან თამაშით. სოციალურად თამაშით ისინი ეცნობიან თანამშრომლობას, მოლაპარაკებას და კომპრომისს. მოზრდილი ბავშვებისთვის, რომლებიც უფრო ხშირად იზიარებენ სათამაშოებს სხვებთან, აირჩიეთ ისეთი მათგანი რომლებსაც სხვებთან ერთად გამოიყენებენ. უმცროსი ბავშვებისთვის კი, სასურველია საკმარისი სათამაშოები შეარჩიო ისე, რომ გაზიარება არ დასჭირდეთ. 


ყველა ზემოთხსნებულ ფაქტორთან ერთად, ხშირად დიდი გავლენა სათამაშოების არჩევისას ბავშვის სქესს ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები და გოგოები განსხვავებულად ვითარდებიან, არჩევანისას მეტად გასათვალისწინებელია, ბავშვის ინტერესი, და განვითარების ტემპი. მიეცით მრავალფეროვნება თავად აირჩიონ სათამაშოები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებთ. მათთვის თავად სათამაშოს ვიზუალის გარდა, შესაძლოა, მისი მექანიზმები და შესაძლელობები იყოს საინტერესო. გამომდინარე აქედან, სათამაშოების შემდეგნარი დაყოფა: გოგოების სათამაშოები და ბიჭების სათამაშოები ფსიქოლოგების მიერ ნაკლებადაა გამართლებული. ამასთანავე, განვითარების ტემპი შეიძლება არ იყოს იგივე ყველა ბავშვისთვის, მათ შორის ერთი სქესისთვის. ამიტომაც, სათამაშოები, რომლებითაც ისინი თამაშობენ, არ უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ სქესზე და სასურველია როგორც ბიჭს, ასევე გოგონას სხვადასხვა სახეობის სათამაშოები ჰქონდეთ. 



Სათამაშოები Veli.Store-ზე


ველის სათამაშოების ზღაპრული სივრცე შექმნილია საუკეთესო, რჩეული ასორტიმენტით. 

ველის საყიდლების ონლაინ პლატფორმა სათამაშოების ვირტუალური დახლებითა და თაროებითაა სავსე. 

აქ სათამაშოები სხვადასხვა კატეგორიაში ერთიანდება, როგორებიცაა:
     

  • შემეცნებითი სათამაშოები
  • საკოლექციო ფიგურები & თოჯინები
  • იმიტაციის თამაშები და სათამაშო იარაღები
  • სათამაშო ტრანსპორტი
  • ეზოს სათამაშოები
  • სამაგიდო თამაშები


იპოვე შენთვის საინტერესო პროდუქტი. არჩევანი კი - უსაზღვროა. გაფილტრე ასაკის მიხედვით, შეარჩიე სათამაშოს ბრენდი, აირჩიე სათამაშოები საყვარელი სერიებიდან, მაგალითად ‘Disney’,’Marvel’; ნაცნობი პერსონაჟები ‘დისნეის’ სათამაშოებიდან, ‘ელზა’, ‘ანა’, ‘რკინის კაცი’, ‘ადამიანი ობობა’, ‘მტირალა ბავშვები’ და სხვა მრავალი. ამასთან ერთად, შეგიძლია თვალი გადაავლო როგორც სეზონურ ასევე, სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელ პროდუქტებს, როგორებიცაა: საახალწლო სათამაშოები და ნაძვის ხის სათამაშოები. 


Veli.Store-დან ბავშვები შეძლებენ სამაგიდო თამაშებითა და ფაზლებით გონება გაივარჯიშონ. შეიმეცნონ, დააკვირდნენ, აღმოაჩინონ სამყარო. დახელოვნდნენ აწყობა-მშენებლობაში, მოირგონ სხვადასხვა პროფესიული როლები, სპორტული აქტივობებით დაკავდნენ, საყვარელი რბილი სათამაშოები დაიმეგობრონ და იზრუნონ მათზე. 


რაც მთავარია, აქ სათამაშოები  არამარტო ბავშვებისთვის, არამედ თინეიჯერებისთვისაც დაგხვდება. არც უფროსები დაგვიწყებია. სამაგიდო თამაშები და ფაზლები თავის შესაქცევად და მეგობრებთან დროის სახალისოდ გასატარელად კარგი საშუალებაა. ასევე ხის სათამაშოების პროდუქტები, რომლებიც მაღალი ხარისხით, გამძლეობითა და ეკო-მეგობრულობით გამოირჩევა (მაგ. Kikkerland-ის სათამაშოებიდან, ‘Hape-სა და  ‘კოდალას’).  ამიტომაც, დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ისინი სასაჩუქრედ კარგი არჩევანია, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. 


მაშინ როცა ფიზიკური სათამაშოების მაღაზია ყველგანაა, სათამაშოების მაღაზია ონლაინ, შენი სრული კომფორტისთვისაა შექმნილი. 


მოძებნე, იშოპინგე Veli.Store-ზე დამოუკიდებლად ან შენს პატარასთან ერთად. სასურველი სათამაშო ვებგვერდზე, ერთ სივრცეში დაგხვდება, რაც გაგიმარტივებს არჩევანს. პროდუქტის მიღებას, უფასო ტრანსპორტირებით, სულ რაღაც 3 საათში შეძლებ.