კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დალაგება:

თოჯინები

Simba Toys, თოჯინა კევინი
Lori, თოჯინის მანქანა, 15 სმ
124.00
Lori, თოჯინის მანქანა, 15 სმ
Winx, თოჯინა urban style
129.00
Winx, თოჯინა urban style
Giochi Preziosi, თოჯინა Cicciobello bua
315.00
Giochi Preziosi, თოჯინა Cicciobello bua
Simba Toys, თოჯინა კევინი
Mattel, Flynn, 32 სმ
Zapf Creation, თოჯინის ბოდე
20 პროდუქტის ჩვენება

პატარების განვითარებისთვის, სათამაშოებით თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუკი სახლიდან გაუსვლელად შოპინგი შენთვის მოსახერხებელია,  დაათვალიერე სათამაშოები ველიზე, ონლაინ და შეარჩიე შენთვის საინტერესო პროდუქტები მარტივად.


აღმოაჩინე თოჯინების მრავალფეროვანი ასორტიმენტი

 

ბავშვებში თოჯინები ყველაზე პოპულარული სათამაშოა. ველიზე ანიმაციური პერსონაჟებისა და სხვადასხვა პროფესიის თოჯინების დიდი არჩევანი დაგხვდება. ველიზე ცნობილი პერსონაჟის, Wednesday Addams-ის თოჯინას შეხვდები, მუსიკალური ფუნქციით. ბავშვებში Wednesday დიდი პოპულარობით სარგებლობს, ადამსების ოჯახზე შექმნილი მრავალი ფილმისა და ანიმაციის გამო. 

 

თუკი ჩვილ თოჯინას ეძებ, შესაძლოა Giochi Preziosi, თოჯინა Cicciobello bua მოგეწონოს, ინტერაქციული აქსესუარებით. როცა ჩიჩობელო ავად ხდება, მას ლოყები უწითლდება, პატარას კი შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ უმკურნალებს. თოჯინას თერმომეტრი, სტეტოსკოპი, სიროფის 3 ბოთლი, ნემსი და საწოვარა მოჰყვება. 


Mattel-ის თოჯინები ველიზე

 

ველიზე სათამაშოების მწარმოებელი წამყვანი ამერიკული ბრენდის Mattel-ის სათამაშოებს აღმოაჩენ. ბრენდს ინდუსტრიაში მუშაობის 80 წლიანი გამოცდილება აქვს და განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის სათამაშოების წარმოებაზეა ორიენტირებული. 

 

თოჯინების შერჩევისას, საინტერესო ვარიანტია Mattel-ის My Garden Baby, თოჯინა პეპლის ფრთებით და მოსავლელი ნაკრებით. ფრთებზე შეხებისას თოჯინა იწყებს ხოხვას და ჩვილის სხვადასხვაგვარ ხმას გამოსცემს, რაც პატარებისთვის კარგი გასართობი შეიძლება აღმოჩნდეს. 

 

თუკი ანიმაციური პერსონაჟების თოჯინებით დაინტერესდები, შესაძლოა ფიფქია მოგეწონოს. თოჯინა პატარას ფანტაზიის განვითარებაში დაეხმარება და მისცემს შესაძლებლობას, საყვარელი პერსონაჟი ტელეეკრანებიდან სათამაშოებში გააცოცხლოს. 


Mattel-ის Barbie

 

მსოფლიოში ცნობილი ბარბის თოჯინები, Mattel-ის მიერაა გამოშვებული. ველიზე Barbie-ს მრავალფეროვანი ვარიანტი დაგხვდება. მაგალითად, ბავშვებისათვის საინტერესო შეიძლება იყოს ექიმი ბარბი, ლურჯი თმებით. თოჯინას ჩვეულებრივ ტანსაცმელთან ერთად, თეთრი ხალათიც მოჰყვება. 

 

პროფესიების გარდა, ბარბის თოჯინები ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესსაც ახალისებს. მაგალითისთვის, Barbie - ჯანსაღი ცხოვრების ნაკრები სწორედ ამ მიზნითაა შექმნილი. თოჯინას სხვადასხვა სპორტული აქსესუარი მოჰყვება, რომ ბავშვების ცოდნა და ინტერესი სპორტთან დაკავშირებით გააღრმაოს.ველიზე ასევე თოჯინა კენი შეგხვდება, რომელიც მამრობითი სქესის ყველაზე ცნობილი თოჯინაა. ხშირად კენი ბარბისთან წყვილშია წარმოდგენილი. 

 

ბარბისა და სხვა თოჯინებს, აქსესუარებთან ერთად, ხშირად მოჰყვება სახლიც განსხვავებული ინტერიერით. დაათვალიერე და შეარჩიე თოჯინას სახლები & აქსესუარები ველიზე შენი პატარასთვის მიიღე შენაძენი თბილისის მასშტაბით იმავე დღეს, შენთვის სასურველ დროს. 


 
შეარჩიე სათამაშოები პატარებისათვის 

 

თოჯინებთან ერთად, ველიზე სათამაშო ტრანსპორტი შეგიძლია აღმოაჩინო. კარგი ვარიანტია Bburago, მანქანა FERRARI როგორც საკოლექციო, ისე გასართობი ფუნქციით. მანქანა წითელი ფერისაა და აქვს გასახსნელი კარი, სახურავი და ფუნქციური საჭე.

 

თუკი ბავშვისთვის შემეცნებით სათამაშოებს ეძებ, შესაძლოა Jabadabado, ასაწყობი კუბიკები ცხოველების გამოსახულებით შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. ნაკრები შედგება 5 განსხვავებული ზომის და ფერის, დანომრილი კუბიკისგან შედგება. სათამაშო დაეხმარება ბავშვს ცხოველების სახელებისა და ციფრების შესწავლაში. დაათვალიერე და აღმოაჩინე შემეცნებითი სათამაშოები ბავშვებისთვის ველიზე, რომ პატარას ფანტაზიის განვითარებაში დაეხმარო. 


VELI.store-ზე კატეგორიაში საჩუქრები ბავშვებისთვის თოჯინებთან და სხვა სათამაშოებთან ერთად, უამრავ საჩუქარს აღმოაჩენ, რომ საახალწლოდ თუ დაბადების დღისათვის პატარები გაამხიარულო. შეარჩიე და აღმოაჩინე ორიგინალური საჩუქრები ველიზე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შენი საჩუქრის ადრესატის ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად. ველიზე შეძენილ ნივთებს, საქართველოში ნებისმიერ წერტილში, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ. 

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.