კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
სამაგიდო თამაშები
სამაგიდო თამაშები
დალაგება:

სამაგიდო თამაშები

სამაგიდო თამაში Gorgasali Battle Royale-5%
170.05179.00
სამაგიდო თამაში Gorgasali Battle Royale
HUCH!, სამაგიდო თამაში East India Companys-25%
112.49149.99
HUCH!, სამაგიდო თამაში East India Companys
HUCH!, სამაგიდო თამაში Tzaar-25%
HUCH!, სამაგიდო თამაში Witchstone-25%
119.99159.99
HUCH!, სამაგიდო თამაში Witchstone
სამაგიდო თამაში, Betrayal At House On The Hill-20%
119.20149.00
სამაგიდო თამაში, Betrayal At House On The Hill
სამაგიდო თამაში, Coup-30%
სამაგიდო თამაში, The Mind-30%
სამაგიდო თამაში, Pandemic-25%
დომინო, 28 ცალი-5%
სამაგიდო თამაში, Splendor-20%
სამაგიდო თამაში, Azul Summer Pavilion-25%
104.25139.00
სამაგიდო თამაში, Azul Summer Pavilion
20 პროდუქტის ჩვენება

პირველი სამაგიდო თამაში - სენეტი 4 000 წლის წინ ეგვიპტეში გაჩნდა. სენეტის არსებობა არტეფაქტებით არის დადასტურებული, თუმცა მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ სამაგიდო თამაშებს სინამდვილეში ბევრად უფრო დიდი ისტორია აქვთ და ისინი კაცობრიობამ თვით მაგიდების გამოგონებამდეც კი შეიყვარა. ის რომ სამაგიდო თამაშებს ასეთი ხანგრძლივი ისტორია აქვს, არც არის გასაკვირი, რადგან ადამიანი ბუნებრივად არის მიდრეკილი გართობისკენ. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ყველას სჭირდება დროის საინტერესოდ გატარება. 
 

სამაგიდო თამაშები ის გასართობია, რომელიც თანაბრად საინტერესოა ნებისმიერი ასაკის და ხასიათის მქონე ადამიანისთვის. მას თამაშობენ სერიოზული, საქმიანი ადამიანები, ახალგაზრდების ჯგუფები და ასევე მხიარულად ატარებენ დროს ბავშვიანი ოჯახები. მაგრამ როგორ ავირჩიოთ სამაგიდო თამაში, რომელიც მოეწონება ყველა მონაწილეს.
 

სამაგიდო თამაშის არასწორი არჩევა საღამოს გაფუჭების რისკს შეიცავს, რადგან მხიარულებით სავსე დასვენების ნაცვლად, მობეზრებული მზერა შეიძლება მიიღო, სადაც მონაწილეები უხალისოდ ატრიალებენ ხელში სათამაშო ბარათებსა და ფიგურებს. კიდევ უფრო იმედგაცრუებული იქნები, თუ უნებლიეთ 18+ თამაშს პატარა ბავშვთან ერთად სათამაშოდ წაიღებ. ან აღმოაჩენ, რომ შენ მიერ შეძენილი ნაკრები სულ მცირე ხუთი მოთამაშისთვის არის განკუთვნილი, ხოლო თქვენ მხოლოდ ორნი ხართ. 
 

როგორ შევარჩიოთ სამაგიდო თამაშები სხვადასხვა სიტუაციისთვის
 

პირველ რიგში უნდა გაითვალისწინო როდის და სად აპირებ თამაშს, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული ადგილზე. მგზავრობისას ან პიკნიკზე დიდ თამაშებს ვერ ითამაშებ; ამ შემთხვევებისთვის კომპაქტური ან კარტის თამაშები უფრო შესაფერისი იქნება, მაგალითად ყველასთვის საყვარელი უნო გამოგადგება, ასევე  Kikkerland-ის თამაშები მგზავრობისას, დროის საინტერესოდ გასატარებლად შესანიშნავი იქნება Kikkerland-ის თამაში, შეკითხვები კინოზე და სხვა. 
 

სწორი ჟანრისა და თამაშის ტიპის ასარჩევად, უნდა იფიქრო შენი კამპანიის განწყობაზე. მაგალითად, თუ ინტროვერტ და დინჯ მეგობრებთან ერთად აპირებ თამაშს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი მონოპოლია იქნება. ის მიზანშეწონილი იქნება ასევე ბავშვებისთვის, Hasbro-ს კლასიკური თამაშის – მონოპოლიის პორტატიული ვერსია ბავშვებს ბიზნესუნარების განვითარებაში დაეხმარება.
 

როგორ შევარჩიოთ სამაგიდო თამაშები ბავშვებისთვის 
 

თანამედროვე სამყაროს ბავშვები დიდ დროს სმარტფონებთან და პლანშეტებთან ატარებენ. ეს გაჯეტები მათ ახალ ინფორმაციას აწვდიან, ართობენ, ეხმარებიან უცხო ენების სწავლაში, ისინი ასევე ავითარებენ ლოგიკას და ეხმარებიან მეხსიერების გავარჯიშებაში. მაგრამ ვერც ერთი ელექტრონული გაჯეტი ვერ შეცვლის მშობლებთან ან მეგობრებთან ცოცხალ კომუნიკაციას. ასეთი სათამაშოებით შეიძლება უამრავი ახალი რამ ისწავლო და ბევრად მხიარულად გაერთო. გარდა ამისა, თვალსაწიერის გაფართოებისთვის, ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემეცნებითი თამაშები.
 

სამაგიდო თამაშების უპირატესობები
 

  • ისინი ავითარებენ ნებისყოფას, ყურადღებას, წარმოსახვას, მეხსიერებას, აფართოებენ ჰორიზონტს, ასწავლიან კომპრომისების პოვნას, არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას;
  • არ გიწევს მუდმივი ფინანსური ხარჯები - თამაშს ყიდულობ ერთხელ და დიდი ხნით;
  • განუვითარდება სოციალური და ემოციური უნარები;
  • უსაფრთხოა ნერვული სისტემისთვის (კომპიუტერული ვიდეო თამაშებისგან განსხვავებით);
  • ისინი ეხმარებიან ბავშვებს გაერთიანებასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში;
  • სიუჟეტების სხვადასხვა ვარიაციების ფართო სპექტრი;
  • სამაგიდო თამაში წარმოადგენს განვითარებას და გართობას ერთ ყუთში.


ბავშვებთან და არამხოლოდ მათთან დროის მხიარულად გასატარებლად შესანიშნავი არჩევანი იქნება ტვისტერი. დაატრიალე და ეცადე ხალიჩის შესაბამის ფიგურას დააბიჯო ან ხელი მოათავსო. თუ დაეცემი - წააგებ. 
 

ბავშვებთან ერთად, ასევე შეგიძლია ბინგო ითამაშო ძაღლების თემატიკით და ერთად გაიგოთ მეტი ძაღლების შესახებ. აგრეთვე გამოგადგება ფერების შერევის თამაში, სადაც შეგიძლია მობილურის ფანარი გამოიყენო და ფერები შექმნა ძირითადი ფერების შერევით. მშვენიერი არჩევანი იქნება იწრიპინე და მოძებნე - ის არის სუპერ სახალისო, ინტერაქციული თამაში პატარების გასართობად. 
 

ბავშვებს ძალიან გაახარებ Spin Master-ის ნაკრებითაც, რომელიც წარმოდგენილია LOL-ის თოჯინების თემატიკაზე. სათამაშო გამოირჩევა იმით, რომ წარმოდგენილია სამი სხვადასხვა სახის თამაში. შეგიძლიათ ითამაშო დომინო, ბანქო ან ააწყო ფაზლი და ყველაფერი ეს LOL- ის თოჯინების გამოსახულებებით იქნება წარმოდგენილი. 
 

პატარა კოსმონავტებისთვის სამაგიდო თამაში გალაქტიკა გამოგადგება. თამაშის მიზანია სხვებზე უფრო სწრაფად გაიარო მზის სისტემის ყველა დაბრკოლება და პირველმა გადაკვეთო გალაქტიკის საზღვარი. ბავშვებს მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება მეხსიერების თამაში, რომელიც არის TETHYS – ის და ბურატინოს კოლაბორაციის შედეგად შექმნილი ფუნქციური მეხსიერების თამაში ბარათებით. 
 

18+ სამაგიდო თამაშები
 

უფროსებისთვის შესანიშნავი გასართობი იქნება დასალევი თამაშები, როგორებიც არის დასალევი რულეტი, ბოთლის ტრიალი და დასალევი სპინერი, ასევე ბრწყინვალე გასართობი შეიძლება აღმოჩნდეს დამპლური თამაშები, რომელიც ქართველი ავტორების მიერ შექმნილი თამაშია. ყოველ ჯერზე თითს იშვერ იმ ადამიანისკენ, ვინც შენი აზრით, ყველაზე მეტად ჰგავს აღწერილ „დამპლურ“ ტიპაჟს. სვამს ეს ადამიანი და ისინიც, ვინც არავისკენ გაიშვერენ თითებს. ასევე, შეგიძლია შეარჩიო დასალევი დარტსი და დასალევი თამაში 69სექსთინაინ, რომელიც არის დასალევი სამაგიდო თამაში ყოფილი, ახლანდელი ან მომავალი წყვილებისათვის.
 

როგორ შევიძინოთ სამაგიდო თამაშები ონლაინ
 

იმისთვის, რომ სამაგიდო თამაშები შეარჩიო უფროსებისთვის და ბავშვებისთვის, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ ყველაზე პოპულარულ და სახალისო სამაგიდო თამაშებს. შეიძინე სამაგიდო თამაშები დღესვე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისში ან აგარაკზე, ადგილზე უფასო მიტანით.

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.