VELI.store-ზე ერთ-ერთი გამორჩეული და მრავალფეროვანი კატეგორიაა სახლი და ეზო, აქ შენი სივრცის მოწყობას პრაქტიკული და ორიგინალური ნივთებით შეძლებ. გადახედე მუდმივად განახლებად პროდუქტებს და აღმოაჩინე წამყვანი ბრენდები, რომლებიც გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეკატეგორიაში:
- სამზარეულო & სერვირება
- სამზარეულოს ტექნიკა
- ორგანაიზერები
- ხალიჩები & ფარდაგები
- მცენარის მოვლა
- მცირე ავეჯი
- განათება
- ტექსტილი
პროდუქტები სახლი & ეზოს კატეგორიიდან
იმისთვის რომ შენს საჭიროებებზე მორგებული სასურველი ნივთი სწრაფად და მარტივად იპოვო, ჩამოსქროლე კატეგორიის გვერდზე, სადაც პროდუქტის შერჩევას ოთახების მიხედვით, კარუსელიდან შეძლებ. იქნება ეს საძინებელი ოთახის, სამზარეულოს, მისაღების, აბაზანის, ბავშვის ოთახის, თუ ვერანდის მოსაწყობად.
მიუხედავად იმისა, თუ როგორი სტილის ინტერიერი გაქვს - თანამედროვე, ბოჰემური თუ კლასიკური, ველიზე წამყვანი და ექსკლუზიური ბრენდების, როგორებიცაა - Yamazaki, WOOOD, BePureHome, Kikkerland, Pylones, Mica Decorations პროდუქტებს შეხვდები. ამ ბრენდებთან ერთად, მაგალითად, Koopman, Vtwonen, მცირე ავეჯს, დამხმარე აქსესუარს, უჩვეულო დიზაინის ნივთებსა თუ დეკორის ფართო ასორტიმენტს შეარჩევ. ბრენდის პროდუქტების შეძენას საქართველოში მხოლოდ ველის ონლაინ პლატფორმაზე შეძლებ.
შეიძინე საუკეთესო ხარისხის ტექსტილი სრულყოფილი ძილისთვის სწრაფად და მარტივად, ხელმისაწვდომი ფასებით, სასურველი დიზაინისა და ზომის მიხედვით. შეარჩიე Madame Coco, Douceur d'intérieur, Karaca-ს ბამბის, აბრეშუმის თუ სატინის თეთრეული. დაამატე თბილი განათებისა და მრავალფეროვანი დიზაინის სანათები, რომელიც ძილის წინ სიმყუდროვის შექმნაში დაგეხმარება.
კატეგორიის რჩეული ბრენდები
სახლი და ეზოს კატეგორიაში პოპულარულ ბრენდებს აღმოაჩენ, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ავეჯით, ტექსტილითა თუ აქსესუარებით ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობაში დაგეხმარება. თუ შენი მისაღები ოთახი თანამედროვე, მინიმალისტური სტილით არის გაფორმებული, უმჯობესია უპირატესობა იაპონურ, სადა დიზაინის Yamazaki-ის ფეხსაცმლის თაროს მიანიჭო, ან WOOOD-ის ალუმინის, დახვეწილ სავარძელს, რომელსაც დაწნული დეტალები აქვს. აქ შეხვდები მომხმარებელთა რჩეულ ბრენდებსაც როგორიცაა:
- Koopman-ის კალათები, ნივთების ორგანიზებისთვის
- OXO, Tescoma, Zepter, Patisse სამზარეულოსთვის
- Marcato
- Karaca
- Tupperware
დეკორის არჩევანიდან კი, რომელიც თანამედროვე თუ კლასიკურ ვარიანტებს გთავაზობს, შეარჩიე მცირე ზომის ქანდაკება, რომელიც თან ყვავილის ქოთნის ფუნქციასაც ასრულებს. კიდევ ერთი პრაქტიკული აქსესუარი Koopman-ის კალათებია, რომელიც ნივთების ორგანიზებაში, სივრცის ეფექტურად გამოყენებასა და დეკორის ფუნქციის შესრულებაში დაგეხმარება. რაც შეეხება სამზარეულოს, გემრიელი საკვების მომზადების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი სამზარეულოს ტექნიკა და მოსამზადებელი აქსესუარები მოიმარაგო.
ეზოს მოწყობისთვის
ეზოს მოწყობა კომფორტულად და შენი გემოვნებით, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახლზე ზრუნვა. აქციე შენი გარე სივრცე მიმზიდველ და ფუნქციურ ზონად. გადახედე მაგიდებისა და სკამების კომპლექტის, დასაკეცი სკამისა და მაგიდების არჩევანს. ყველა ნივთი საშუალებას გაძლევს განიტვირთო, დაიწყო პროდუქტიული დილა კომფორტულ ვერანდაზე ან ისიამოვნო მყუდრო საღამოთი შენი გემოვნებით მოწყობილ ეზოში. ეზოსთვის კი, მსუბუქი ავეჯიდან დაწყებული, სხვადასხვა ზომისა და მასალისგან დამთავრებული, ბაღის მაგიდა, ეზოს სკამი, რბილი სავარძლები კატეგორიაში ეზოს ავეჯი იპოვი.
იშოპინგე ონლაინ სწრაფად და მარტივად
სახლი და ეზოს კატეგორიაში ფართო არჩევანთან ერთად საინტერესო შეთავაზებების, ქვეკატეგორია აქციები & შეთავაზებები შეგხვდება, სადაც ყველაფერს სახლისთვის ფასდაკლებითა და სხვადასხვა შეთავაზებით ნახავ. შეარჩიე ყველაფერი ერთ სივრცეში სახლიდან გაუსვლელად და გადაიხადე თანხა სასურველი ბანკის შენზე მორგებული პირობებით. შენაძენს ველი უფასო შეფუთვისა და უფასო მიტანის სერვისით, საქართველოს ნებისმიერ მისამართზე მოგაწვდის. თბილისში კი სასურველ 3 საათიან მონაკვეთში მიიღებ.












































