ოთახის ინტერიერის დაგეგმვისას, ავეჯს ფუნქციურთან ერთად დეკორაციული მნიშვნელობაც აქვს. ავეჯის შერჩევისას, დიზაინთან ერთად სასურველია ზომები და მასალაც გაითვალისწინო. ველიზე შეგიძლია შენი გემოვნების შესაბამისად და საჭიროებებიდან გამომდინარე რბილი ავეჯი ონლაინ შეარჩიო, შენაძენს კი უფასო მიწოდებით, საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიღებ.
შეარჩიე ავეჯი შენი საჭიროებების მიხედვით
ველიზე წარმოდგენილი ფართო არჩევანიდან მაგიდის და სკამების შერჩევას იოლად მოახერხებ. თუკი დახვეწილი დიზაინის ჟურნალების მაგიდას ეძებ მისაღები ოთახისათვის, Bofigo, ყავის მაგიდა ფიჭვის ფაქტურით შესაძლოა შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. მაგიდა უჟანგავი ლითონის მყარი კორპუსით და ხის ზედაპირით, პრატიკულია გამოსაყენებლად და იდეალურად ერწყმის სადა ინტერიერს.
ყავის მაგიდის გარდა, ველიზე მისაღები და საძინებელი ოთახებისათვის ტელევიზორის მაგიდა & კონსოლი შეგიძლია აღმოაჩინო. იმ შემთხვევაში, თუ მულტიფუნქციურ ტელევიზორის სადგამს ეძებ, შესაძლოა Atmosphera-ს შავი ბუფეტი მოგეწონოს. სადგამი რეტრო დიზაინით, ტევადი და მოსახერხებელია. აქვს უჯრები და შიდა ორდანაყოფიანი თაროები. გამოსადეგია როგორც მისაღები ოთახისათვის, ასევე სამზარეულოსთვის და სურვილის შემთხვევაში, საძინებლისთვისაც. ველიზე შენი გემოვნებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, სხვადასხვა კომოდი & ტუმბო შეგიძლია აღმოაჩინო, შოპინგის დრო კი ონლაინ შეძენით დაზოგო.
საოფისე ავეჯი
სახლის მცირე ავეჯის გარდა, ველიზე საოფისე ავეჯის აღმოჩენაც შეგიძლია, რომ კომფორტული სამუშაო გარემო შეიქმნა. კარგი არჩევანია საოფისე მაგიდა ორმხრივი თაროებით და პრაქტიკული დიზაინით. იმ შემთხვევაში, თუ მაგიდის ზომებთან დაკავშირებით კონკრეტული პრეფერენცია გაქვს, შესაძლოა თეთრი მაგიდა, რეგულირებადი სიმაღლით შენთვის უფრო ოპტიმალური ვარიანტი აღმოჩნდეს. მაგიდა მეტალისგანაა დამზადებული და სპეციალური მექანიზმი გააჩნია სიმაღლის კონტროლისათვის, რაც მისი სურვილისამებრ მორგების საშუალებას მოგცემს.
მაგისთან ერთად, შესაძლოა სკამიც დაგჭირდეს. მოსახერხებელი ვარიანტია საოფისე სკამი ბადისებრი საზურგით, გორგოლაჭებზე, ნეილონის კარკასით. სკამი შექმნილია სპეციალურად საოფისე სამუშაოს კომფორტულად შესასრულებლად, დრეკადი აგებულება კი უზრუნველყოფს, რომ მუშაობის პროცესში მუდმივად სტატიკურ მდგომარეობაში არ დარჩე. ოფისისათვის პოზიტიურ ატრიბუტად ითვლება ოთახის ყვავილები. ველიზე შეგიძლია ყვავილების სადგამი აღმოაჩინო, შენი კაბინეტის დიზაინისა და ფერების შესაბამისად.
აბაზანის ავეჯი
ველიზე მისაღები ოთახისა და ოფისის ავეჯთან ერთად, ასევე სააბაზანოს ავეჯი დაგხვდება. სააბაზანოში სათავსოების ქონა მნიშვნელოვანია, რომ ნივთების გადანაწილება სწორად შეძლო და მუდმივი სისუფთავე შეინარჩუნო. შეიძლება
Koopman-ის აბაზანის პირსახოცების თარო გამოადგეს, ფოლადის ჩარჩოთი და ხის სათავსოებით. თარო პრაქტიკული დანამატია შენი სააბაზანოსთვის და ნივთების მარტივად ორგანიზებაში დაგეხმარება. VELI.store-ზე ფეხსაცმლის თაროებსაც შეხვდები, როგორც სააბაზანოსთვის, ისე კორიდორისთვის. შენ მიერ შერჩეულ ნივთს კი 3 საათში, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.
დაათვალიერე ყველაფერი სახლის მოსაწყობად ველიზე
თუკი შენი ინტერიერისათვის განსაკუთრებული დეტალების დამატება გსურს, დაათვალიერე და შეარჩიე ხალიჩები & ფარდაგები VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად. შენთვის სასურველი ფარდაგების შერჩევის შემდეგ კი, თუკი ტექსტილი დაგაინტერესებს, ველიზე მაღალი ხარისხის ტექსტილის დიდ არჩევანს აღმოაჩენ.
შიდა ავეჯის გარდა, სახლის მოსაწყობად სხვა ნივთები და აქსესუარები დაგჭირდება. ველიზე, კატეგორიაში ეზოს ავეჯი განსხვავებული დიზაინისა და ფუნქციის ავეჯს აღმოაჩენ. VELI.store-ზე შეძენილ ნებისმიერ ნივთს, თბილისსა და მის შემოგარენში, უფასო მიწოდებით, შენთვის სასურველ 3 საათიან შუალედში მიიღებ.