ციფრული საყიდლების ველი მხატვრული ლიტერატურის, მსოფლიო კლასიკისა და საბავშვო წიგნების მრავალფეროვან არჩევანს აერთიანებს. კატეგორიაში ინგლისურენოვან ლიტერატურას, ქართველი მწერლების ნაწარმოებებს და სხვა საკითხავ წიგნებს ერთ სივრცეში იპოვი.
კოლექციებში სპეციალურად ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი წიგნები დაგხვდება, რომელიც 0-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის არის რეკომენდებული. უკვე იცი, რომ კითხვა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია ადამიანის გონებრივი განვითარებისა და კრიტიკული უნარების ჩამოყალიბებისთვის. ასე, რომ თუ შენი პატარასთვის ახალი წიგნის შერჩევა გადაწყვიტე, დროა ველიზე საბავშვო წიგნების კატეგორია დაათვალიერო.
საბავშვო წიგნები ველიზე
ცნობილია, რომ რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებს ბავშვი წიგნთან ურთიერთობას, მით უფრო მიეჩვევა კითხვის მოსმენას და თავადაც შეიყვარებს კითხვის პროცესს. პირველი ნაბიჯი კი მშობლის მიერ წიგნის სწორად შერჩევაა. მაგალითად, თუ შენი პატარას ასაკი 0-2 წლამდეა, უმჯობესია ველიზე ნახატებითა და ფერადი ილუსტრაციებით მდიდარი წიგნი შეარჩიო, რომელსაც ბავშვთან ერთად ჯერ დაათვალიერებ, ხოლო შემდეგ ნაწყვეტებს წაუკითხავ.
ამ ასაკობრივი ჯგუფის პატარებისთვის კარგი ვარიანტი შეიძლება იყოს წიგნი ‘’მხიარული ამბები’’. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერია ‘’ვიკითხოთ ერთად’’ილუსტრირებული, 35 გვერდიანი წიგნია, რომელშიც წინადადებებში, ზოგიერთი სიტყვის ამსახველად ილუსტრაციას იხილავ. „ვიკითხოთ ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 2 წლის ბავშვსაც შეუძლია მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. ბავშვი ილუსტრაციებს იმახსოვრებს და აღიქვამს. სერიის მიზანი ბავშვისთვის დაკვირვებისა და აღქმის უნარის განვითარება და დეტალებზე კონცენტრაციის მოკრებაა. წიგნის შეძენა ველიზე ხელმისაწვდომ ფასად სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. შენაძენი კი ზუსტად 3 საათში უკვე შენი სახლის კართან იქნება.
საბავშვო წიგნებს ველიზე სხვადასხვა ჟანრში უცხოელი ავტორებისგანაც აღმოაჩენ. მაგალითად ამერიკელი მწერლისა და ავტორის, მორის სენდაკის წიგნი ‘’საძაგელი არსებების ქვეყანაში’’ სათავგადასავლო და იდუმალებით მოცული სიუჟეტია ასახული. წიგნს გამოცემის დღიდან მთელი მსოფლიოს მილიონობით ბავშვი კითხულობს. მისი ავტორი და ილუსტრატორი, მორის სენდაკი, არაერთი პრემიის ლაურეატია, მათ შორის საბავშვო ლიტერატურის დარგში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების, ჰანს ქრისტიან ანდერსენის და ასტრიდ ლინდგრენის პრემიებისა. ასევე 10 წლამდე ბავშვისთვის ველიზე ამერიკელი მწერლის, არნოლდ ლობელის მხიარული, იუმორით აღსავსე მოთხრობებს აღმოაჩენ სათაურით ‘’ბაყაყუნას და გომბეშიკოს თავგადასავალი’’. წიგნი მეგობრობაზე, სიკეთესა და ერთგულებაზეა. მოთხრობების პირველი ციკლი 1970 წელს გამოიცა და მას შემდეგ არც აქტუალობა არ დაუკარგავს.
წიგნები თინეიჯერებისთვის ველიზე
მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ეპოქაში წიგნების ელექტრონული ვერსიები არსებობს, ქაღალდზე კითხვა ყოველთვის სხვა ემოციას, შეგრძნებებსა და გამოცდილებას იწვევს. იმისთვის, რომ მოზარდებს კითხვა შეაყვარო, უმჯობესია მშობელმა ბავშვს წიგნთან ურთიერთობა ადრეული ასაკიდანვე დააწყებინოს.
თინეიჯერული ჟინი ზუსტად ის ენერგიაა, რომელსაც ხშირად საყვარელი ავტორების ნაწარმოებებში კითხულობენ. მაგალითად ველიზე ქართველი მწერლის მარიამ ჭანჭალეიშვილისა და თამთა მელაშვილის წიგნს აღმოაჩენ, რომელშიც საქართველოში მოღვაწე მებრძოლი და ყოჩაღი გოგოების ამბებია თავმოყრილი. ისინი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ, სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთი რამ აერთიანებდათ: სიმამაცე და საკუთარი თავის რწმენა. ასე რომ თუ გინდა თინეიჯერ შვილს საუკეთესო საჩუქარი გაუკეთო, აჩუქე წიგნი, რომელიც ნამდვილად დააინტერესებს და ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავს.
ველიზე საუკეთესო წიგნები თინეიჯერებისთვის და ბავშვებისთვის ერთ სივრცეში დაგხვდება, სასურველი წიგნის შერჩევა მარტივად, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიიდან შეგიძლია. დაათვალიერე და აღმოაჩინე საბავშვო, მხატვრული და საკითხავი ლიტერატურა ველიზე და ისარგებლე უფასო მიტანით 3 საათში.