თბილისში მიწოდება 3 საათში
Zapf Creation
მიიღეთ სუპერ სიურპრიზი Big Big Baby-თან ერთად. გახსენით შეფუთვა და გამოავლინეთ ბავშვის ვინაობა…
ნივთის ზომა: 45 სმ
მასალა: პოლიესტერი, ქსოვილი, პოლიეთირენი, პოლისტირენი, მაგნიტი, ქაღალდი
ასაკი: 3+
არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
მიიღეთ სუპერ სიურპრიზი Big Big Baby-თან ერთად. გახსენით შეფუთვა და გამოავლინეთ ბავშვის ვინაობა… შემდეგ უყურეთ თუ როგორ იზრდება ბავშვი 3-ჯერ მეტად თქვენს თვალწინ. ბავშვებს რბილი და ფუმფულა სხეული აქვთ! მას ლაპარაკი და თამაში უყვარს. 25-ზე მეტი ხმითა და რეაქციით, ეს 45 სმ ზომის სათამაშო რელური ბავშვის მსგავსად იცინის და ტირის. შეფუთვაში შედის მოსახსნელი საფენი და 3 ინტერაქტიული აქსესუარი - ბოთლი, საწოვარა და სათამაშო. მოჰყვება საბავშვო წიგნი და 4 სტიკერი შესაგროვებლად. ამ ბავშვებთან თამაშისას თქვენ გექნებათ უნიკალური გამოცდილება და შესანიშნავი სათამაშო დრო! სათამაშოს ესაჭიროება 3 x AAA ბატარეა (არ შედის).
Zapf Creation-ი სათამაშოების მწარმოებელი გერმანული ბრენდია, რომელიც მრავალფუნქციურ თოჯინებს ქმნის. 85 წელზე მეტია, Zapf Creation-ი ხარისხითა და ტექნიკური ცოდნით გამორჩეული ბრენდის სახელით ფიგურირებს სათამაშოების ბაზარზე. ბრენდი აწარმოებს ბავშვების ყველა დროის საყვარელ სათამაშოებს, მათ შორის ყველაზე პოპულარული და გამორჩეულია Baby Born-ი და Baby Annabell-ი. Baby Born-ი პირველი თოჯინა იყო სათამაშოების ბაზარზე რეალისტური ფუნქციებით (ტირილის, სიმღერის, თვალების დახუჭვის და სხვა ფუნქციები) და მალევე გახდა ყველაზე წარმატებული სათამაშო კონცეფცია. Zapf Creation-ის წარმატების ისტორია გააგრძელა Baby Anabelle-მა – ელექტრონულმა მრავალფუნქციურმა თოჯინამ. ბრენდის სათამაშოები განმავითარებელი ღირებულებებით გამოირჩევა და ეხმარება ბავშვს სოციალური უნარების განვითარებაში. უსაფრთხოება და ხარისხი – ბრენდის მთავარი პრიორიტეტებია. Zapf Creation-ის სათამაშოები არ შეიცავს ფტალატებს (პლასტმასის დამარბილებელი) და ყველა პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის უსაფრთხოების სტანდარტებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.