კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Thames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილიThames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილი
Thames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილი

უფასო მიწოდება

99.04123.80-20%
Thames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილი  thames & kosmos, sainzhinro nakrebi, 70 natsili - ვარიაცია 1 Thames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილი  thames & kosmos, sainzhinro nakrebi, 70 natsili - ვარიაცია 1
Thames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილი  thames & kosmos, sainzhinro nakrebi, 70 natsili - ვარიაცია 2 Thames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილი  thames & kosmos, sainzhinro nakrebi, 70 natsili - ვარიაცია 2
Thames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილი  thames & kosmos, sainzhinro nakrebi, 70 natsili - ვარიაცია 3 Thames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილი  thames & kosmos, sainzhinro nakrebi, 70 natsili - ვარიაცია 3

Thames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილი

ID: 814743011342

Thames & Kosmos

 

ნაკრებით შესაძლებელია 21 რეალური ექსპერიმენტის ჩატარება. პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვით, ბავშვები გაეცნობიან, თუ როგორ იყენებენ ინჟინრები თავიანთ სამეცნიერო და ტექნიკურ ცოდნას მანქანებისა და მოწყობილობების შესაქმნელად. დაიწყეთ საბაზისო საინჟინრო საფუძვლების შესწავლით ბერკეტებსა და ბორბლებზე ექსპერიმენტებით. 

 

ნივთის ზომა: 29 x 37 x 8 სმ

 

მასალა: პლასტმასა

 

ასაკი: 5+

99.04123.80-20%

უფასო მიწოდება3 სთ-ში

Thames & Kosmos, საინჟინრო ნაკრები, 70 ნაწილი

Thames & Kosmos-ს საინჟინრო ნაკრები ბავშვებს ინჟინერიის დარგში 21 ექსპერიმენტით ხუთ სხვადასხვა დარგს გააცნობს.პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვით, ბავშვები გაეცნობიან, თუ როგორ იყენებენ ინჟინრები თავიანთ სამეცნიერო და ტექნიკურ ცოდნას მანქანებისა და მოწყობილობების შესაქმნელად.

დაიწყეთ საბაზისო საინჟინრო საფუძვლების შესწავლით ბერკეტებსა და ბორბლებზე ექსპერიმენტებით. შექმენით მარტივი მოწყობილობები ამ ძირითადი კომპონენტების გამოყენებით. გადადით სახმელეთო ინჟინერიის შესწავლაზე ბორბლებიანი მანქანების შექმნით: სარბოლო მანქანა, ქარის მანქანა. შემდეგ, გამოიკვლიეთ ინჟინერია ჰაერში ვერტმფრენის, პარაშუტის, პლანერის, ჰაერზე მომუშავე კარუსელის აგებით. ააგეთ მყვინთავის ზარი, იალქნიანი ნავი წყლის ინჟინერიის ექსპერიმენტებისთვის. ბოლოს კი, საინჟინრო საქმეები საკუთარ სახლშივე ჩაატარეთ ტელეფონისა და ტელევიზიის მოდელირების ექსპერიმენტებით.

ნაკრებს მოჰყვება 48 გვერდიანი ინსტრუქცია, რომელიც ბავშვებს ინჟინერიის საფუძვლებს ასწავლის პრაქტიკული ექსპერიმენტებით.

Thames & Kosmos

Thames & Kosmos დაარსდა 2001 წელს მეცნიერების მუზეუმის დირექტორისა და მისი ვაჟის მიერ, რომლებმაც დაინახეს ისეთი სამეცნიერო საგანმანათლებლო მასალების მოთხოვნა და საჭიროება, რომლებიც უფრო საინტერესო, ეფექტური, რელევანტური და სახალისო იქნებოდა.

ბრენდის მიზანია გააუმჯობესოს არაფორმალური სამეცნიერო განათლება ყველა ასაკის ბავშვებისთვის. მისცეს წვდომა რეალურ, ფიზიკურ აქტივობებსა და პროექტებზე, რომლებიც ასწავლის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. მათ მტკიცედ სწამთ, რომ ბავშვები, რომლებიც თეორიას აკავშირებენ ირგვლივ სამყაროსთან, იზრდებიან ცნობისმოყვარე, კრეატიულ, რეალიზებულ და თავდაჯერებულ მოქალაქეებად, შეიარაღებულები მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ცოდნით.

დღეს ბრენდის პროდუქცია 13 სამეცნიერო კატეგორიას მოიცავს: ქიმია, ფიზიკა, ალტერნატიული ენერგია, ელექტროტექნიკა, ბიოლოგია, დედამიწის მეცნიერებები, ასტრონომია, კოსმოსი, ისტორიული მეცნიერება, ინჟინერია, რობოტიკა, კრისტალები, ხელოვნება.

დამატებითი მახასიათებლები

ზოგადი ინფორმაცია

  • ასაკობრივი ჯგუფი5 - 8
  • ბრენდიThames & Kosmos
  • ბრენდის წარმომავლობაამერიკის შეერთებული შტატები
  • ზომა29 x 37 x 8 სმ
  • რაოდენობა შეფუთვაში70 ცალი
  • მასალაპლასტმასა


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.