თბილისში მიწოდება 3 საათში
სათამაშო მატარებელი
ვაგონის ზომა: 10 х 5.5 х 5 სმ
მასალა: პლასტმასა
ასაკი: 3+
არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
სათამაშო მატარებელი იდეალური არჩევანია თქვენი კრეატიული და ცნობისმოყვარე პატარებისთვის. სათამაშო დამზადებულია მაღალი ხარისხის, ბავშვებისთვის უსაფრთხო პლასტმასისგან. ნაკრები მოიცავს 5 ვაგონს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება. ეხმარება პატარებს ფერების სწავლასა და მოტორიკის განვითარებაში. ასევე შესანიშნავია ფანტაზიის, წარმოსახვის და ლოგიკური უნარ-ჩვევებისთვის. ერთად თამაშისას ბავშვები ავითარებენ სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს. მისი გამოყენება შესაძლებელია: რაოდენობრივი, რიგითი და შებრუნებული თვლისთვის, ობიექტების სიგრძის გასაზომად.
გამძლე მასალა: მაღალი ხარისხის პლასტმასა გამძლე და უსაფრთხოა ბავშვებისთვის.
კონსტრუქცია: შესაძლებელია ვაგონების ერთმანეთთან დამაგრება, რაც სახალისო და საინტერესო სათამაშო პროცესს განაპირობებს.
ფანტაზიისა და მოტორიკის განვითარება: ხელს უწყობს შემოქმედებით და ლოგიკურ სათამაშო პროცესს. დადებითად ზემოქმედებს ხელისა და თვალის კოორდინაციისა და წვრილი მოტორიკის განვითარებაზე.
TechnoK უკრაინაში ბავშვებისთვის განკუთვნილი პლასტმასის სათამაშოების წარმოების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ბრენდი სხვადასხვა სათამაშოებს ქმნის, დაწყებული მაგიდის თამაშებიდან, დამთავრებული საბავშვო მანქანებამდე. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყოს პროდუქციის საუკეთესო და ფართო ასორტიმენტი. TechnoK წარმოებისას მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და ახალ ტექნოლოგიებს იყენებს, რათა მომხმარებლის ინტერესსა და დღევანდელ ტენდენციებს მიჰყვეს. ბრენდის მისიაა ბავშვებისთვის უსაფრთხო, საინტერესო და განმავითარებელი სათამაშოები შექმნას.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.