თბილისში მიწოდება 3 საათში
სამაგიდო თამაში, UNO ჰარი პოტერი
მოთამაშეების რაოდენობა: 2 - 10
ბარათების რაოდენობა: 112
ასაკი: 7+
არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
Mattel-ის მიერ შექმნილი პოპულარული სამაგიდო თამაში UNO ჰარი პოტერი თემატიკით ინარჩუნებს კლასიკური UNO-ს წესებს, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს სპეციალური უნიკალური ბარათი - Sorting Hat, რომელიც მოთამაშეს საშუალებას აძლევს სხვა მოთამაშეს ააღებინოს ბარათები მანამ, სანამ რიფინდორის ბარათი არ ამოუვა. ბარათებზე გამოსახულია ჰარი, ჰერმიონა, რონი, დამბლდორი და სხვა საყვარელი ჰოგვარდსის პერსონაჟები, რაც თამაშს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.
თამაში მდგომარეობს შემდეგში:
- თამაშში მოთამშეებს ურიგდება 7-7 ბარათი და თამაში მიდის საათის ისრის მიმართულებით.
- მას შემდეგ, რაც პირველი მოთამაშე ჩამოვა ბარათს, ყოველ მომდევნო მოთამაშეს შეიძლება ფერის ფერზე ჩამოსვლა, ან რიცხვის რიცხვზე. თუ შესაბამისი ბარათი არ გაქვთ, შეგიძლიათ დასტიდან ახალი ბარათის აღება.
- ბარათები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომლებიც შინაარსიდან გამომდინარე სხვადასხვა დაბრკოლებას უქმნიან თქვენს მოწინააღმდეგეებს.
- მოსაგებად თქვენი მიზანია მალევე დაცალოთ თქვენს ხელთ არსებული ბარათები, ოღონდ არ დაგავიწყდეთ დაიძახოთ UNO, როცა ხელში მხოლოდ ერთი ბარათი გექნებათ.
- ის ვინც პირველი მოიშორებს ყველა ბარათს იმარჯვებს!
კომპანია Mattel 1945 წელს დაარსდა კალიფორნიაში რუთ და ელიოტ ჰენდლერისა და ჰაროლდ მეტ მატსონის თანამშრომლობით. ათწლეულების განმავლობაში Mattel გადაიქცა წამყვან გლობალურ სათამაშო კომპანიად და დღესდღეობით მოიცავს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: Barbie, Fisher-Price, Hot Wheels, American Girl, Thomas & Friends, UNO და MEGA. მათი მთავარი მისიაა შექმნან ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც შთააგონებენ, გაახალისებენ და განავითარებენ ბავშვებს თამაშის საშუალებით. კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს სათამაშოების დიზაინს, მათ ფუნქციონირებას და მასალის ხარისხს. Mattel-ის გუნდს დიდი გამოცდილება აქვს სათამაშოების ინდუსტრიაში და პოტენციალი ბრწყინვალებისკენ.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.