კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Le Caucase, ქართული ბრენდი, 3-წლიანი, 500 მლ.Le Caucase, ქართული ბრენდი, 3-წლიანი, 500 მლ.
Le Caucase, ქართული ბრენდი, 3-წლიანი, 500 მლ.

უფასო მიწოდება

24.50
Le Caucase, ქართული ბრენდი, 3-წლიანი, 500 მლ.  le caucase, qartuli brendi, 3-tsliani, 500 ml. - ვარიაცია 1 Le Caucase, ქართული ბრენდი, 3-წლიანი, 500 მლ.  le caucase, qartuli brendi, 3-tsliani, 500 ml. - ვარიაცია 1

Le Caucase, ქართული ბრენდი, 3-წლიანი, 500 მლ.

ID: 4860065014789

•ბრენდი.

•ყურძნის ჯიშები: გორული მწვანე, რქაწითელი, ჩინური.

•ტექნოლოგია: მუხის კასრი.

•ალკოჰოლის შემცველობა: 40%.

•ქვეყანა: საქართველო.

•რეგიონი: კახეთი.

•არომატი: ყვავილოვანი, ვანილი.

•გემო: ნაზი, ბარხატოვანი.

•ბოთლის ტიპი: შუშა.

•დაძველება: 3-წლიანი.

•ფერი: მუქი ჩალისფერი.

•მოცულობა: 500 მლ.

24.50

უფასო მიწოდება3 სთ-ში

დახასიათება

Le Caucase-ს ბრენდი კლასიკური ტექნოლოგიებითაა დამზადებული საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა ზონაში ნაწარმოები, არანაკლებ 5-წლიანი დაძველების სპირტებისგან. გამოყენებული 3 ყურძნის ჯიში: გორული მწვანე, რქაწითელი და ჩინური. დამზადების შემდეგ მიღებული სასმელი 3 წლის მანძილზე ძველდება მუხის კასრში. სასმელს მუქი ჩალისფერი შეფერილობა, ნაზი, ბარხატოვანი გემო და ყვავილოვანი არომატი აქვს ვანილის ნოტებით. ძალიან უხდება ყველს, ხილსა და ტკბილეულს, 18-22 გრადუსი იდეალური ტემპერადურაა ბრენდის დასაგემოვნებლად.

ბრენდის ისტორია

თელიანი ველის ისტორია მე-19 საუკუნეში დაიწყო, როცა ძველი მარნისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე იმპერატორის ძმის, მიხეილ რომანოვის განკარგულებით ღვინის მოცულობითი სარდაფი აშენდა. 1880-იან წლებში ღვინის სარდაფში ბორდოელი მეღვინე, ანტუან მოსანო მოიწვიეს. მოსანო საქართველოში 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და პირველი იყო, ვინც ქართული და ევროპული ყურძნის ჯიშების და ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შერწყმაზე დაიწყო მუშაობა. მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოიტანეს და გააშენეს ფრანგული ყურძნის მრავალნაირი ჯიში. ახალი ჯიშებიდან განსაკუთრებით თელიანის ველზე გაშენებულმა კაბერნე-სოვინიონმა ივარგა, რომლისგანაც მოსანომ ღვინო “თელიანი” დაამზადა და პირველი ბოთლი პეტერბურგში, იმპერატორის კარზე გაგზავნა. ბოთლზე ეწერა: “კაბერნე-სოვინიონი თელიანის ველიდან, 1893, ანტუან მოსანო”. ღვინომ იმპერატორის უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ამგვარად, კახეთის ნოყიერ მიწაზე მდებარე ამ პატარა ველს სწორედ მოსანომ და “თელიანმა "გაუთქვეს სახელი. წინანდლის ძველ მარანში დღესაც შეხვდებით სხვადასხვა მოსავლის “თელიანს” და მოსანოს შექმნილ სხვა ქართულ-ფრანგულ ღვინოებსა თუ კონიაკებს. ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულებში „თელიანი ველის“ ვენახებია გაშენებული. თელიანი ველი აგრძელებს ტრადიციას და მომხმარებელს ყურძნის უძველესი ჯიშებისაგან დაწურულ, ტრადიციული და ქართულ-ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებულ ღვინოებს სთავაზობს.

დამატებითი მახასიათებლები

სპეციფიკაციები

  • კატეგორიაბრენდი და კონიაკი
  • სახეობაქართული ბრენდი
  • მოცულობა500 მლ
  • ქვეყანა-რეგიონისაქართველო, საქართველო-კახეთი
  • ბრენდითელიანი ველი
  • ალკოჰოლის პროცენტი40%
  • ფერიჩალისფერი
  • არომატიყვავილოვანი, ვანილი
  • დაძველება3 წელი


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.