კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბრენდი & კონიაკი
ფილტრაცია
დალაგება:

ბრენდი & კონიაკი

Baron G. Legrand, ბას-არმანიაკი, 30-წლიანი, 700 მლ.-35%
Baron G. Legrand, ბას-არმანიაკი, 43-წლიანი, 700 მლ.-30%
სარაჯიშვილი, ქართული ბრენდი, X.O, 700 მლ.-25%
ასკანელი, ქართული ბრენდი X.O, 700 მლ.-21%
Hennessy, კონიაკი, V.S, 1 ლ.
185.40
Hennessy, კონიაკი, V.S, 1 ლ.
Baron G. Legrand, ბას-არმანიაკი, 26-წლიანი, 700 მლ.
Remy Martin, კონიაკი, V.S.O.P, 700 მლ.-8%
224.00244.20
Remy Martin, კონიაკი, V.S.O.P, 700 მლ.
Lheraud, კონიაკი, V.S.O.P, 700 მლ.
166.90
Lheraud, კონიაკი, V.S.O.P, 700 მლ.
Georgian Legend, ბრენდი, V.S, 500 მლ.-12%
Ararat 3 Star, 3-წლიანი, 700 მლ.-3%
Remy Martin, კონიაკი, X.O, 700 მლ.
806.60
Remy Martin, კონიაკი, X.O, 700 მლ.
Hennessy, კონიაკი, X.O, 700 მლ.-12%
748.20850.20
Hennessy, კონიაკი, X.O, 700 მლ.
Baron G. Legrand, ბას-არმანიაკი, V.S.O.P, 700 მლ.
St-Remy Autenthic X.O, ბრენდი, 500 მლ.-10%
Hennessy, კონიაკი, V.S, 500 მლ.-12%
Shabo, ბრენდი X.O, 15-წლიანი, 500 მლ.
20 პროდუქტის ჩვენება

კონიაკი ბრენდის ნაირსახეობაა, რომელსაც სახელი დამზადების ადგილის მიხედვით ეწოდება. მართალია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ფართოდაა ცნობილი სომხური კონიაკი, თუმცა ევროკავშირი კრძალავს ტერმინ „კონიაკის“ გამოყენებას იმ სასმელებისათვის, რომლებიც კონიაკის რეგიონში არ იწარმოება. ერევანში დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხური სასმლის მწარმოებლებმა დასახელებაში სიტყვა „კონიაკი“ 2032 წლიდან აღარ უნდა გამოიყენონ. ამრიგად, ყველა დანარჩენი სასმელი, რომელიც საფრანგეთის ამ რეგიონში არ იწარმოება კონიაკი არ არის და შეიძლება იყოს ჩინებული ბრენდი, მათ შორის რასაკვირველია ქართულიც. მითუმეტეს რომ ბრენდის წარმოების შესანიშნავი ტრადიცია აქვს საქართველოს. ქართული ბრენდი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ფართოდ იყო ცნობილი ევროპაშიც კი და დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით.
 

როგორ შევარჩიოთ კონიაკი 
 

კონიაკი არის ყურძნის ბრენდი, რომელიც შარანტის დეპარტამენტში (საფრანგეთი) მზადდება, ახასიათებს ქარვისფერ-ოქროსფერი შეფერილობა, მუხის, ვანილისა და ჩირის არომატით. 1 ლიტრი კონიაკის ან ყურძნის ბრენდის დასამზადებლად დაახლოებით 10 ლიტრი ახალგაზრდა ღვინოა საჭირო და მინიმუმ 3 წელი დრო. ასეთი ალკოჰოლი ვერ იქნება იაფი. ამიტომ, უმჯობესია კონიაკი ან ბრენდი მხოლოდ ფასით არ შეარჩიო, არამედ ხარისხიც გაითვალისწინო. 
 

ყურძენი, რომლითაც მზადდება კონიაკი
 

კონიაკის დასამზადებლად გამოიყენება ყურძენი უნი ბლან (Ugni Blanc), ასევე ფოლ ბლანში (Folle Blanche) და კოლომბარი (Colombard). Ugni Blanc, რომელსაც იტალიაში Trebbiano Toscano-ს უწოდებენ კონიაკის რეგიონის მთავარი ჯიშია: აქ ის 80 000 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული, რაც ვენახის მთლიანი ფართობის 98%-ს შეადგენს. მისაღები ჯიშები ასევე მოიცავს Folignan, Montil, Semillon. Rémy Martin-ის კონიაკი V.S.O.P სწორედ, ამ სამი ძირითადი სახეობის ყურძნისგან მზადდება. გამოხდილია ორჯერ, რის შემდეგაც ფრანგული მუხის კასრში 2-დან 4 წლამდეა დაძველებული. სასმელს ვარდის, ხილის, გარგარის, ატმისა და ვანილის არომატი ამშვენებს. გემო დაბალანსებული და გამყოლი აქვს. შეგიძლია მიირთვა ყინულის კუბებთან ერთად, ასევე ძალიან უხდება კლასიკურ კოქტეილებსა და ციტრუსს. 18-20 გრადუსი სასმლის დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა. კონიაკი Martell V.S.O.P ასევე საფრანგეთში, კონკრეტულად კი კონიაკში იწარმოება. V.S.O.P კლასი მინიმუმ 4 წლის დაძველებისაა. სასმელი უნი ბლანისგან დაყენებული თეთრი ღვინისგან ორჯერაა გამოხდილი და ფრანგულ მუხის კასრშია დაძველებული. უნდა მიირთვათ ნელა, ისევე როგორც ღვინო და ისიამოვნოთ მისი ძლიერი და უცხო გემოთი. კონიაკი, ქარვისფერია და სასიამოვნო, ყურძნის, ვანილისა და დამწვარი მუხის არომატი აქვს. მისი გემო მსუყე, გლუვია, ამშვენებს გამხმარი ხილის მოტკბო ელემენტები. შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყინულის კუბიკთან ერთად. 18-20 გრადუსი კონიაკის დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა.
 

რა ტექნოლოგიით მზადდება კონიაკი
 

წარმოშობის მიუხედავად, ყველა კონიაკი გადის წარმოების სამ ძირითად ეტაპს:

  • საბაზისო ღვინის წარმოება;
  • დისტილაცია;
  • მუხის კასრში დაძველებულა.


საწყის ეტაპზე მზადდება ძირითადი თეთრი ღვინო - რომელიც, გრილი კლიმატის გამო ძალიან მჟავე გამოდის, შაქრისა და ალკოჰოლის დაბალი შემცველობით (დაახლოებით 7-9%).
 

აღსანიშნავია, რომ შარანტის დეპარტამენტში კანონის მიხედვით, საბაზისო ღვინოში შაქრის ან სულფიტების დამატება აკრძალულია - ნებადართულია სუფთა ღვინის დისტილაცია, ყოველგვარი მინარევებისა და დანამატების გარეშე. ღვინის გემოს დარბილება შესაძლებელია მხოლოდ მალოლაქტური დუღილით, რომლის დროსაც ვაშლის მჟავები რძემჟავად გარდაიქმნება და რბილდება. შესანიშნავი არჩევანი იქნება, Courvoisier VSOP, რომელიც არის ოსტატურად დამუშავებული კონიაკი, ის რამდენიმე ჯიშის ნაზავს წარმოადგენს, Fins Bois, Grande და Petite-ს შესანიშნავი ბალანსით. შედეგად, კონიაკს აქვს ინტენსიური ქარვისფერი შეფერილობა, დაბალანსებული, მოტკბო გემო და ყვავილების, თაფლის, ციტრუსისა და ჩირის არომატი. სასმელი ძალიან უხდება ყველს. ასევე, ჩინებული არჩევანი იქნება კონიაკი Lheraud V.S Emotion რომელიც, ყველა სხვა ნამდვილი კონიაკის მსგავსად საფრანგეთში, კონკრეტულად კი კონიაკში იწარმოება. V.S კლასი მინიმუმ 2 წლის დაძველებისაა. იყენებენ ყურძნის სამ სახეობას: კოლომბარი, ფოლ ბლანში და უნი ბლანი. სასმელი ღვინისგან ორჯერაა გამოხდილი და შემდეგ ფრანგულ მუხის კასრშია დაძველებული. უნდა მიირთვათ ნელა, ისევე როგორც ღვინო და ისიამოვნოთ მისი ძლიერი და უცხო გემოთი. კონიაკი სასიამოვნო კარამელისფერია და დელიკატური, იდეალურად დაბალანსებული ხილის არომატი აქვს, გემო კი ბარხატოვანი და მდიდრული. ძალიან უხდება ყავასა და სიგარას. 20 გრადუსი კონიაკის დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა. კონიაკი Martell V.S საფრანგეთში, კონკრეტულად კი კონიაკში იწარმოება. V.S კლასი მინიმუმ 2 წლის დაძველებისაა. სასმელი უნი ბლანისგან დაყენებული თეთრი ღვინისგან ორჯერაა გამოხდილი და ფრანგულ მუხის კასრშია დაძველებული. უნდა მიირთვა ნელა, ისევე როგორც ღვინო და ისიამოვნო მისი ძლიერი და უცხო გემოთი. კონიაკი სასიამოვნო, ღია ოქროსფერია და ცეცხლოვანი არომატი აქვს, რომელსაც ციტრუსის, მსხლისა და ზაფრანის ელემენტები ამშვენებს, გემო კი ხავერდოვანი და მდიდრულია. შეგიძლია დააგემოვნო ყინულის კუბებთან ერთად. 18-20 გრადუსი ამ კონიაკის დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა.
 

როგორ იხდება კონიაკი
 

კონიაკის სპირტი იხდება სპეციალურ სპილენძის Charente alambicas კუბებზე. მას სჭირდება უწყვეტი დისტილაცია, ისევე როგორც არყის, ჯინის და ზოგიერთი ირლანდიური ვისკის და სკოჩის  შემთხვევაში ხდება.
 

ორმაგი დისტილაციის შედეგად მიიღება გამჭვირვალე სპირტი, რომელსაც საფრანგეთში უწოდებენ eu-de-vie - სიცოცხლის წყალი.
 

ასეთი სპირტების მაქსიმალური სიძლიერეა 72,4%. ისინი ხასიათდება ხილის მდიდარი არომატით, რომელიც მეტწილად მოიცავს ატამს და ბაღის ხილეულობას.
 

შარანტის დეპარტამენტში  გამოხდის ვადები მკაცრად არის განსაზღვრული: ის იწყება არა უადრეს 1 ნოემბრისა და მთავრდება არაუგვიანეს 31 მარტისა. როგორც წესი, კონიაკის დაძველება ხდება დისტილაციისთანავე - მოსავლის აღების წლის 1 აპრილიდან. სწორედ ამ მომენტიდან ითვლიან კონიაკის ასაკს. გამონაკლისია ვინტაჟური ჯიშები, რომლებზეც ეტიკეტზე მითითებულია მოსავლის წელი. Hennessy-ს კონიაკი V.S.O.P 4-დან 6 წლამდე დაძველებისაა. იყენებენ ყურძენ უნი ბლანშს. სასმელი ღვინისგან ორჯერაა გამოხდილი და შემდეგ ფრანგულ მუხის კასრში 6 წლის განმავლობაშია დაძველებული. უნდა მიირთვათ ნელა, ისევე როგორც ღვინო და ისიამოვნოთ მისი დაბალანსებული, გლუვი, გამყოლი გემოთი. სასმელი მბზინვარე ქარვისფერია და აქვს მუხის, დარიჩინის, სანელებლების, მიხაკისა და მოხალული ნუშის არომატი. ძალიან უხდება სიგარას, ასევე ხშირად იყენებენ კოქტეილებში. 20 გრადუსი კონიაკის დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა. ერთ-ერთი გამორჩეული სასმელია Rémy Martin 1738, რომელსაც 1738 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ ბრწყინვალე ჯილდო მიანიჭა. სასმელში სამი სახეობის ყურძენი, კოლომბარი, ფოლ ბლანში და უნი ბლანია გამოყენებული. გამოხდილია ორჯერ, რის შემდეგაც ფრანგული მუხის კასრში 22 წლის მანძილზეა დაძველებული. სასმელს ქლიავის, მარმელადის, მუხის, ტოფუსა და პურის საოცარი არომატი ამშვენებს, დაგემოვნებისას კი სანელებლების, შავი შოკოლადის, ბრიოშის პურისა და შებოლილი მუხის ძლიერ, წვნიან, მდიდარ გემოს შეიგრძნობთ. შეგიძლიათ მიირთვათ ყინულის კუბიკთან ერთად, ასევე ძალიან უხდება კლასიკურ კოქტეილებსა და ციტრუსს. 18-20 გრადუსი სასმლის დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა.
 

როგორ შევიძინოთ კონიაკი ონლაინ
 

იმისთვის, რომ შეარჩიო კონიაკი, ქართული ბრენდი ან ღვინო  სასაჩუქრედ, აგარაკზე თუ ქალაქგარეთ ბუნებაში დროის გასატარებლად, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. VELI.store-ზე ნახავ საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების კონიაკს საფრანგეთიდან და შეგიძლია უგემრიელესი საღამო მოიწყო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დროის.  შეიძინე კონიაკი ახლავე და გაატარე სასიამოვნო დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად, შენაძენი 3 საათში, თბილისში ან აგარაკზე შენს კართან იქნება, ადგილზე უფასო მიწოდებით.