თბილისში მიწოდება 3 საათში
Kindi Kids - თოჯინა დონატინა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქინდის სამეფოში - მხიარული ტკბილეულის თოჯინები, კინდი – სამყარო, სადაც მეგობრებთან ერთად არასდროს მოიწყენთ. მე დონატინა ვარ! ლამაზი, ვარდისფერკაბიანი და ძალიან ტკბილი! მიყვარს ახალი მეგობრების შეძენა, სინამდვილეშიც ისეთივე საყვარელი ვარ, როგორიც გარეგნულად! დიდი, მბრწყინავი თვალებით, მოძრავი თავითა და ორი ულამაზესი კაბით. როდესაც პრინცესას სამოსი მომბეზრდება, შემიძლია ჩემი მსუბუქი, დონატის კაბა ჩავიცვა! ეს კოსტიუმები მარტივი და სწრაფი გამოსაცვლელია, მთავარია აირჩიო, რომელი კაბით მორთულ დონატინასთან გინდა თამაში.
Kindi Kids თოჯინებისა და აქსესუარების ხაზია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. ეს პერსონაჟები პოპულარული ანიმაციური სერიების გმირები არიან. ახლო მეგობრობა, საერთო ინტერესები, თავგადასავლებისა და ტკბილეულის სიყვარული – ისაა, რაც Kindi kids-ის თოჯინებს აერთიანებს. მასწავლებელ ვარსკვლავთან ერთად ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა საბავშვო თამაშს, აღნიშნავენ ჰელოუინს, გეგმავენ კოსმოსში გაფრენას, აწყობენ საინტერესო წვეულებებს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.