უფასო მიწოდება
აღმოაჩინეთ მეგობრობისა და მოგზაურობის ჯადოსნური სამყარო My Little Pony-ს პერსონაჟებთან ერთად!
ზომა: 15.24 სმ
მასალა: პლასტმასა
ასაკი: 5+
არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
My Little Pony-ს პატარა გულშემატკივრებს ეს ნაკრები ნამდვილად მოეწონებათ. აღმოაჩინეთ სიურპრიზები My Little Pony-თან ერთად! გაიცანით Sunny Starscout – ის დედამიწელი პონია Maretime Bay-დან. Sunny Starscout-ის პონის სახეს დამახასიათებელი ვარსკვლავის გამოსახულება უმშვენებს. ფიგურას რბილი, გრძელი თმა აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ ის მრავალფეროვანი ვარცხნილობებით დაამშვენოთ. ნაკრებში შეხვდებით დასაწნავ აქსესუარს, რომლითაც პონის უმშვენიერეს ნაწნავს გაუკეთებთ და წარმოაჩენთ მის ცისარტყელისფრად შეღებილ თმას. გარდა ამისა, ფიგურას ასევე მოჰყვება სხვადასხვა აქსესუარები თმის სხვადასხვანაირად დეკორირებისთვის. გაალამაზეთ თმის სამაგრებით, სამაჯურით და ა.შ., მის ჩანთაში მოათავსეთ My Little Pony-ის ანიმაციით შთაგონებული ჟურნალი და გააფორმეთ ვარსკვლავების სტიკერებით ყველაფერი, რაც გსურთ!
Hasbro – ამერიკული წარმოშობის საერთაშორისო ლიდერი კომპანიაა, რომელიც სათამაშოებსა და გასართობ საშუალებებს აწარმოებს. Hasbro-ს სათამაშოები, სამაგიდო და ციფრული თამაშები – დაკავშირებულია ისეთ პოპულარულ და ყველასათვის საყვარელ ბრენდებთან, როგორიცაა: Nerf-ი, Transformers-ი, Marvel-ი, Disney Princess-ი, Star Wars-ი, Monopoly, Power Rangers-ი, My Little Pony, Play-Doh-ი, Baby Alive და სხვა. ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქცია მას ბავშვებისა და მშობლების საყვარელ ბრენდად აქცევს. პროდუქციის უსაფრთხოება Hasbro-სთვის, როგორც ბავშვებზე ორიენტირებული ბრენდისთვის, უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, მისი თითოეული პროდუქტი მკაცრად მოწმდება არამხოლოდ საკუთარი, არამედ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. Hasbro ზრუნავს არა მხოლოდ ბავშვების გართობაზე, არამედ მათთვის უკეთესი სამყაროს შექმნაზეც და ქველმოქმედებით, მოხალისეობრივი საქმიანობითა და შემოწირულობებით უკვე მილიონობით ბავშვის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ.