თბილისში მიწოდება 3 საათში
საგანმანათლებლო ხის სათამაშო "მოარგე ფიგურები"
ნივთის ზომა: 22.5 x 9.5 x 1.9 სმ
მასალა: ხე
რაოდენობა შეფუთვაში: 10
ასაკი: 1+
Djeco-ს ეს სათამაშო არის საგანმანათლებლო ხის სათამაშო, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის მოტორული და კოგნიტური უნარების განვითარებას. იგი მოიცავს სამი სხვადასხვა ფორმაის ჭრილს (სამკუთხედი, წრე, კვადრატი), თითოეულ ჭრილს აქვს 3 სხვადასხვა ზომის მოსათავსებელი, რაც საერთო ჯამში 9 სათამაშო ნაწილს ქმნის. თითოეული ცხოველის ფიგურა უნდა მოთავსდეს მისთვის შესაბამის ჭრილში. ეს პროცესი ავითარებს ასეევე ხელისა და თვალის კოორდინაციას, პრობლემის გადაჭრის უნარს და ფერებისა და ფორმების აღქმას. ეს ინტერაქტიული სათამაშო დამზადებულია FSC სერტიფიცირებული ხისგან, რომელიც არის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალა.
მოტორული და კოგნიტური განვითარება - აუმჯობესებს კოორდინაციას და პრობლემის გადაჭრის უნარებს.
ფერებისა და ფორმების გაცნობა - ამ ასაწყობი სათამაშოს დახმარებით, ბავშვი სწავლობს გეომეტრიულ ფიგურებსა და ფერებს.
ეკოლოგიურად სუფთა მასალა - FSC® სერთიფიცირებული ხე, რომელიც გარემოს დაცვის პრინციპებს აკმაყოფილებს და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ გამოყენებას.
Djeco არის ფრანგული ბრენდი, რომელიც 1954 წლიდან ბავშვებისთვის ქმნის ინოვაციურ, ესთეტიკურ და საგანმანათლებლო სათამაშოებს. ბრენდი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალებით, რაც უზრუნველყოფს ბავშვების განვითარების, შემოქმედებითი უნარებისა და წარმოსახვის გაძლიერებას.
Djeco-ს პროდუქცია მოიცავს ფაზლებს, სამაგიდო თამაშებს, კრეატიულ ნაკრებებს, ხის სათამაშოებსა და დეკორატიულ ნივთებს, რომლებიც ქმნილია ფსიქოლოგებისა და დიზაინერების თანამშრომლობით. ბრენდის სათამაშოები არა მხოლოდ გართობისთვის, არამედ ლოგიკური აზროვნების, მოტორული უნარებისა და შემოქმედებითი განვითარებისთვისაცაა განკუთვნილი.
Djeco-სთვის ხელოვნება და ფანტაზია მთავარი ფასეულობებია, რაც მის პროდუქტებში ყოველთვის იგრძნობა – დახვეწილი ილუსტრაციები, უნიკალური დიზაინი და მრავალფეროვანი თემატიკა ბავშვებს გამოკვლევისა და აღმოჩენის პროცესში ეხმარება. სწორედ ამიტომ, Djeco-ს სათამაშოები მშობლებისა და პედაგოგებისთვის სანდო და სასურველი არჩევანია მთელ მსოფლიოში.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.