თბილისში მიწოდება 3 საათში
ყვავილის დასაკიდი ქოთანი, ვარდისფერი
ნივთის ზომა: 3.2 x 9.5 სმ
მასალა: კერამიკა
სერია: Blooming Season
ყვავილის დასაკიდი ქოთანი Blooming Season-ს სერიიდან, რომელიც გაალამაზებს თქვენს ინტერიერსა თუ ექსტერიერს. ქოთანი დამზადებულია მაღალი ხარისხის კერამიკისგან,რაც უზრუნველყოფს მის გამძლეობას. აქვს ყვავილის ფორმა და გამოირჩევა დახვეწილი და საუცხოო დიზაინით, რომელიც ნებისმიერ მცენარეს დაამშვენებს. ქოთანს აქვს 30 სმ-იანი დასაკიდი თოკი, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად დაკიდოთ ის ნებისმიერ ადგილას.
მახასიათებლები:
მასალა: დამზადებულია უსაფრთხო და გამძლე მასალისგან, რაც ხანგრძლივი მოხმარების გარანტიას იძლევა.
დახვეწილი დიზაინი: ყვავილის ფორმა, რომელიც დამატებით ხიბლს ანიჭებს ნებისმიერ მცენარეს და ავსებს ინტერიერსა თუ ექსტერიერს.
დეკორი: დახვეწილი და განსხვავებული სტილი, რომელიც იდეალურად ერწყმის ნებისმიერ გარემოს და მომენტალურად ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს.

Decoris - ნიდერლანდებში დაარსებული ბრენდია, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციას სახლისა და ეზოსთვის. ბრენდის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ინტერიერისა და ექსტერიერის აქსესუარებთან ერთად მოიცავს ისეთ საშობაო აქსესუარებს, როგორიცაა ნაძვის ხის სათამაშოები და ორნამენტები. ბრენდი ასევე გვთავაზობს პროდუქციას საგაზაფხულო კოლექციიდან.
Decoris-ის პროდუქცია იდეალურად შეეფერება როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ სტილს, რაც მომხმარებელს უმარტივებს სახლისა თუ ეზოს აქსესუარის შერჩევის პროცესს. ბრენდი მოიცავს მრავალფეროვან პროდუქციას, მათ შორის ხელოვნურ ყვავილებს, ბალიშებს, პლედებს. მათთვის, ვინც ეძებს აქსესუარს სახლისა თუ ეზოსთვის არა მხოლოდ ესთეტიური, ასევე ფუნქციური დატვირთვით - Decoris იდეალური არჩევანია. მაღალი ხარისხის პროდუქცია კი ხანგრძლივი გამოყენების გარანტიას გაძლევთ.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.