თუკი სახლში მცენარეების და ყვავილების გახარება გადაწყვიტე, ამისთვის ქოთანი დაგჭირდება. ქოთანი ასევე შესანიშნავი საშუალებაა ინტერიერის კიდევ უფრო ელეგანტური გამოსახვისთვის.
ველიზე კატეგორია მცენარეების მოვლა სხვადასხვა ზომისა და დიზაინის ქოთნებს აერთიანებს. ქოთნით შეგიძლია მცენარეებისთვის საცხოვრებლად მშვენიერი სახლი შექმნა. სახლისა და ბაღისთვის კი ქოთნებისა და პლანტაციების არჩევანი დაამატო. ჩვენს ასორტიმენტში ყველაზე გავრცელებული მასალის: კერამიკის, პლასტამისას და მეტალის ნივთებს იპოვი. მათ შორისაა:
- სადა და ტექსტურირებული დიზაინის ყვავილის ქოთნები;
- ეზოს ქოთნები;
- მეტალის დიდი პლანტერი;
- დეკორატიული საყვავილეები
გარდა ამისა, შენი საყვარელი მცენარეებისთვის, ყვავილის მიწა და მოვლისთვის საჭირო ინსტრუმენტებია წარმოდგენილი, მათ შორის სეკატორი.
როგორ შევარჩიო ქოთანი?
სწორად შერჩეულ ქოთანს შეუძლია გააუმჯობესოს მცენარეების ვიზუალი და გაამრავალფეროვნოს ბაღი. მათი სხვადასხვა ფორმის, ზომისა და სტილის გამო, შეიძლება რთული იყოს საუკეთესოს არჩევა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს თუ როგორი ქოთანი დაეხმარება შენს მცენარეს ზრდასა და ჯანმრთელობაში. თანაც, გადაწყვვიტო რომელ მცენარეს დარგავ.
თუკი მცენარის დასარგავად ახალი ქოთანი გჭირდება ან განახლება გადაწყვიტე, მის შერჩევაში, რამდენიმე ფაქტორის ცოდნა დაგეხმარება. მათ შორისაა: ზომა და ფორმა, მასალა, დიზაინი და სადრენაჟო ხვრელები (ქოთნის ან პლანტერის ფსკერზე ნახვრეტები, რომლებიც ნიადაგიდან ზედმეტი წყლის გადინების საშუალებას იძლევა).
მცენარის სრული ზრდისთვის მნიშვნელოვანია მასზე დიდი ქოთანი ჰქონდეს. პატარა ქოთნებმა შეიძლება ფესვები დაამტვრიონ და შეზღუდონ, რითიც მცენარის ზედა ნაწილის ზრდა შეფერხდება ან სრულად არ აყვავდება. თუმცა, ძალიან დიდი ქოთანიც არ არის სასურველი. ამით ნიადაგი შეინარჩუნებს წყალს და ფესვების ლპობას გამოიწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ პლანტატორები შეიძლება ყველა სახის მასალისგან დამზადდეს, ყველაზე გავრცელებულია: პლასტმასის, ტერაკოტასა და კერამიკის ქოთნები. პლასტმასის პლანტატორები, როგორც წესი, ბიუჯეტურია და იდეალურია თუკი ყვავილების დარგვა სულ ახლახანს დაიწყე. ტერაკოტა კარგი არჩევანია სუკულენტებისთვის, კაქტუსებისთვის და სხვა მცენარეებისთვის, რომლებსაც უყვართ მშრალი ნიადაგი. ხოლო, კერამიკული ქოთნები, უფრო ძვირადღირებული, თუმცა დეკორაციისთვის შესანიშნავია.
ქოთნები ასევე მოსახერხებელია დღის ან სეზონის სხვადასხვა დროს გადაასადგილებლად. თუ ბევრ ყვავილთან ერთად, ბოსტნეულის თუ მწვანილის მოყვანა გსურს, ამისთვის გრძელი ქოთნები შესანიშნავია. უბრალოდ დარწმუნდი, რა სახის თესლი შეიძლება გაიზარდოს ერთად და რა მანძილზე უნდა დაირგას ერთმანეთისგან.
იშოპინგე ველის ონლაინ სივრცეში. შეიტანე სახლში ენერგიულობა, ჰარმონია და განწყობა მრავალფეროვანი ქოთნებით.
ველიდან მიწოდება ყველგან უფასოა. შეკვეთას თბილისში იმავე დღეს სასურველ სამსაათიან მონაკვეთში, ღამის 01:00 საათამდე, მიიღებ.