კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Decoris
დალაგება:

Decoris

Decoris, დათოვლილი სახლი
224.90
Decoris, დათოვლილი სახლი
Decoris, დათოვლილი სახლი
373.90
Decoris, დათოვლილი სახლი
20 პროდუქტის ჩვენება

Decoris მომხმარებლისთვის ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად ითვლება სახლის დეკორისა და საახალწლო აქსესუარების ხაზში. მისი შექმნის მთავარი იდეა კლასიკური დახვეწილობის ყველა სახლში შეტანა იყო, ხარისხის ერთგულებითა და უნიკალური დიზაინით კი დღეს, Decoris-ის პროდუქტებს ნამდვილად ბევრ სივრცეში აღმოაჩენ. 

 

VELI.store-ზე ბრენდის ყველაზე გამორჩეულ და მოთხოვნად ნივთებს იპოვი. ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოებიდან დაწყებული, დეკორატიულ დათოვლილ სახლებამდე, სასურველი აქსესუარის შეძენისას, ამანათს, საქართველოს ნებისმიერ მისამართზე უფასო მიტანის სერვისით მიიღებ. 

 

შეარჩიე Decoris საახალწლო მოსართავები VELI.store-ზე

 

სადღესასწაულოდ, განსაკუთრებით კი ახალი წლისთვის მზადების დაწყება ადრე არასდროსაა. თუ უნიკალური, დახვეწილი დიზაინების მქონე მოსართავებისა და დეკორაციების შეძენა გიყვარს, Decoris-ის კატეგორიაში შოპინგი აუცილებლად მოგეწონება. 

 

ვინტაჟური საშობაო დიზაინისთვის, მაკნატუნას, მუსიკოსებისა და სანტას ფიგურები გამოგადგება, ნაძვის ხის გარშემო დეკორაციის ასაწყობად კი დათოვლილი სახლის კონსტრუქციები იდეალურია.

 

ნაძვის ხის ძირის დაფარვა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის გადაწყვეტაც Decoris-ის ნაძვის ხის ძირის დასაფენით შეგიძლია. ხოლო, უშუალოდ ხის მორთულობისთვის, ამ კატეგორიაში უამრავი ფერადი ფიგურა მოიძებნება.

 

მუდმივი, კლასიკურ დიზაინი, ამ ბრენდის ის მთავარი ნიშაა, რომელიც ყოველთვის იქნება საინტერესო მომხმარებლისთვის. თუ შენც გიყვარს ახალი წლის ტრადიციული ვიზუალი, Decoris-ის კატეგორია სახლის დეკორაციის ელემენტების კურირებულ არჩევანს გთავაზობს, რომელიც აუცილებლად შთაგაგონებს სადღესასწაულოდ.  
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.