თბილისში მიწოდება 3 საათში
სამეფო კარის თამაშები, 1000 ნაწილისგან შემდგარი ფაზლი
მასალა: მუყაო
ნაწილების რაოდენობა: 1000
ასაკი: 17+
არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
1000 დეტალიანი ფაზლი – სამეფო კარის თამაშები. ფაზლების აწყობას დროის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებსათან ერთად უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს ადამიანებისათვის: ეხმარება კონცენტრაციის, მეხსიერების, პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესებაში. ამავდროულად, ფაზლები საუკეთესო საშუალებაა თავი დააღწიოთ სტრესს
შემოქმედებითი გართობა - ხელს უწყობს ბავშვების ფანტაზიის, კრეატიულობასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
შესანიშნავი განტვირთვა - იდეალური აქტივობა, რომელიც ამშვიდებს, ამცირებს სტრესს. ქმნის თბილ და მყუდრო ატმოსფეროს, რაც დაგეხმარებათ ყოველდღიური რუტინისგან განტვირთვაში.
იდეალური საჩუქარი - უნიკალური და ორიგინალური საჩუქარი მათთვის, ვისაც უყვარს ხელნაკეთი ნივთები და მინიატურები.
თამაში სერიოზული საქმეა, რომელიც არასდროს უნდა შეწყვიტო’’ - თამაშის მნიშვნელობა მარიომ კლემენტონმა ყველას მაშინ დაანახა, როცა 1963 წელს კომპანია Clementoni ჩამოაყალიბა და პირველი სამაგიდო თამაშიც შექმნა. კომპანია ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით, საგანმანათლებლო სათამაშოებს აწარმოებს.
Clementoni გთავაზობთ სამაგიდო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სათამაშოების ნაკრებებს, თავსატეხებს, წიგნებსა და სხვა პროდუქტებს. Clementoni-ს პირველი კომერციული წარმატება სამაგიდო თამაშის ‘’Sapientino’’-ს წარდგენას მოჰყვა. ბრენდი, რომელიც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის თამაშის პროცესს მუდმივად ავითარებს, ინარჩუნებს კრეატიულობასა და ხარისხს.
დღეს, ‘’კლემენტონი’’ სათამაშოებს ყველა ასაკისთვის ქმნის. ბრენდის თითოეული პროდუქტის იდეაზე კარგად არის ნაფიქრი. სათამაშოები ექსპერიმენტულად დამტკიცებულია და მაღალი ხარისხის, არატოქსიკური მასალის გამოყენებითა და უსაფრთხოების ნორმატივის სრული დაცვით იწარმოება. Clementoni დღემდე აერთიანებს სათამაშოების მდიდარ ასორტიმენტსა და ყველაზე პოპულარულ ლიცენზიებს.

- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.