უფასო მიწოდება
შენ უნდა აირჩიო, რომელ რასას გსურს ჩაუდგე სათავეში და გაუძღვე მათ ბრძოლის ველზე. დაიპყრო ტერიტორიები, მეტოქეების ბაზები და გაანადგურო მოწინააღმდეგეები, რათა გახდე მეოთხე გნოსი.
მასალა: მუყაო
თამაშის ხანგრძლივობა: 20 - 30 წთ
მოთამაშეების რაოდენობა: 4 - 6
ასაკი: 13+
არ არის რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
ნოსილუმი პირველი ქართული worker placements ტიპის თამაშია, რომელიც სტრატეგიული თამაშების მოყვარულებისთვისაა გათვლილი. პლანეტა ნოსილუმზე დიდი ხნის განმავლობაში მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ამ პლანეტის მკვიდრნი - ნუმები. დროთა განმავლობაში მათ ღმერთებს - გნოსებს მოსწყინდათ ნუმების შეხმატკბილებული ცხოვრება და მათ, ერთმანეთთან დასაპირისპირებლად, გამოწვევა შესთავაზეს. ისინი მეოთხე გნოსად აკურთხებდნენ იმ სამეფოს წარმომადგენელს, რომელიც აჯობებდა სხვა რასებს და მოაგროვებდა ყველაზე მეტ სიცოცხლის ქვას. მოთამაშე, რომელიც ირჩევს, რომელი რასის წარმომადგენელი იქნება, სათავეში უნდა ჩაუდგეს საკუთარი რასას და გაუძღვეს მათ ბრძოლის ველზე. მან უნდა დაიპყროს ტერიტორიები, მეტოქეების ბაზები და გაანადგუროს მოწინააღმდეგეები, რათა გახდეს მეოთხე გნოსი.\
თამაშში შედის: 12 დაფა, 2 რუკა, პერსონაჟები, ფული, საჭმელი, ბარათები.
ფენიქსი არის სამაგიდო თამაშების მოყვარულთა გაერთიანება, რომელიც ქმნის სამაგიდო თამაშებს და სხვას ეხმარება მის შექმნაში.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.