უფასო მიწოდება
Aeno EG5 სახლის გრილს აქვს გრილინგის, ტოსტინგის და გალღვობის ფუნქციები. მოწყობილობას აქვს მომზადების 6 ავტომატური რეჟიმი: ხორცი, თევზი, ქათამი, სოსისი, ჰამბურგერი, ბეკონი. საკვების მომზადება შესაძლებელია როგორც ორივე, ისე მხოლოდ ქვედა თეფზე. გრილს აქვს 2 სხვადასხვა ტიპის თეფში, რომლებიც არ იკრავს, არის მოხსნადი და იწმინდება მარტივად. შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
გრილის წყალობით შეძლებთ დააკმაყოფილოთ ყველა სტუმრის გემოვნება და მოამზადოთ განსხვავებული პროდუქტები ერთდროულად. რეგულირებადი თერმოსტატის წყალობით ყოველთვის შეძლებთ ხორცისა და სხვა ინგრედიენტების მომზადებას სასურველ ტემპერატურაზე. გრილი იხსნება 180º-იანი კუთხით, აქვს მარტივი LED პანელი და ინტუიციური Touch Control ღილაკები, რაც მეტად მოსახერხებელს ხდის მომზადების პროცესს.
გრილი 2 წუთში მზადაა გამოსაყენებლად. მოწყობილობას აქვს ავტომატური გათიშვის ფუნქცია უსაფრთხოებისთვის. ავტომატურად ითიშება გადახურების შემთხვევაშიც. აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო ფიქსატორებით. კომპლექტაციაშია მაღალი ხარისხის პლასტმასასგან დამზადებული ცხიმის საწვეთურიც.
2021 წელს შექმნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი AENO მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, მოწინავე ტექნოლოგიით შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. AENO-ს ასორტიმენტი მოიცავს ისეთი კატეგორიის პროდუქტებს, როგორიცაა სამზარეულოს ტექნიკა, სახლის მოვლა, თავის მოვლა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო აქსესუარები.
ბრენდის პროდუქცია მინიმალიზმით, ფუნქციურობითა და განსაკუთრებული ვიზუალური ესთეტიურობით გამოირჩევა, რასაც ადასტურებს ისიც, რომ AENO არის Red Dot Product Design Awards 2023 ჯილდოს მფლობელი ბრენდი.
ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მისია ეკომეგობრულობის შენარჩუნებაა. კომპანია ცდილობს, რომ პროდუქცია მდგრადობის პრინციპების მაქსიმალური დაცვით აწარმოოს, რისთვისაც 100%-ით ეკომეგობრულ შეფუთვებსა და ენერგოეფექტურ საწარმოო მასალას იყენებს
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.