უფასო მიწოდება
•ქართული ბრენდი.
•ტექნოლოგია: მუხის კასრი.
•ალკოჰოლის შემცველობა: 40%.
•ქვეყანა: საქართველო.
•რეგიონი: კახეთი.
•არომატი: მშრალი ხილი, ვანილი.
•გემო: დაბალანსებული, ინტენსიური, ხავერდოვანი.
•ბოთლის ტიპი: შუშა.
•ფერი: ქარვისფერი.
•დაძველება: V.S, 2-4 წლიანი.
•მოცულობა: 500 მლ.
სარაჯიშვილის VS ჰარმონიულად შეზავებული ბრენდია, რომელიც წარმოადგენს მუხის კასრებში დავარგებული სპირტების მიმზიდველ, დაბალანსებულ ნაზავს. ამ საუცხოო ქარვისფერი სასმლის დახვეწილ ბუკეტს, ქართული ყურძნის სხვადასხვა ჯიშები განაპირობებენ. მშრალი ხილისა და ვანილის გამოხატული არომატი დაბალანსებულია ინტენსიური და ხავერდოვანი გემოთი.
1884 წელს დავით სარაჯიშვილმა საფუძველი ჩაუყარა კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიით წარმოებას რუსეთის იმპერიაში. პირველი პროდუქტი 1887 წელს თბილისში დაარსებულმა ქარხანამ გამოუშვა. სარაჯიშვილის კომპანია სწრაფად გაიზარდა და გაფართოვდა რუსეთის იმპერიისა და ევროპის მასშტაბით. თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, ერევანში, კიევში, ვარშავაში, ბაქოში, რიგაში, ხარკოვში, ვლადიკავკაზში, ოდესაში, ფეოდოსიაში, სამარაში, კიშინიოვში, პეტროვსკსა და ჩარგოუში განლაგდა სპირტსახდელები, სასაწყობო მეურნეობები და სარეალიზაციო ქსელი, სადაც იყიდებოდა დავით სარაჯიშვილის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია: კონიაკი, არაყი, ღვინო,ლიქიორი, რომი, აბსენტი და სხვა სპირტიანი სასმელები. სარაჯიშვილის სპირტსაცავებში ძველდება უნიკალური ქართული ღვინის სპირტები, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც ასაკით, ისე გეოგრაფიული ადგილწარმოშობით განსხვავდება. მათ შორის ყველაზე ძველი 1893 წელს სოფელ დიღმის ღვინომასალებიდან თავად დავით სარაჯიშვილის უშუალო ხელმძღვანელობითაა გამოხდილი. სწორედ სპირტების ეს მდიდარი ბაზა ქმნის კომპანიაში წარმოებული პროდუქციის უნიკალურობას. "სარაჯიშვილი" დღემდე ინარჩუნებს დავით სარაჯიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ კულტურას. საუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უძველესი, მრავალფეროვანი სპირტების რეზერვების არსებობა და ტექნოლოგთა პროფესიონალიზმი საშუალებას აძლევს "სარაჯიშვილის სახლს" უმაღლესი ხარისხის პროდუქცია აწარმოოს და ლიდერად დარჩეს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.