თბილისში მიწოდება 3 საათში
სამაგიდო თამაში, The Mind Soulmates
მოთამაშეების რაოდენობა: 2 -4
თამაშის ხანგრძლივობა: 20 წთ
ასაკი: 8+
არ არი რეკომენდირებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
The Mind Soulmates სამაგიდო თამაში იყენებს იმავე პრინციპებს, რასაც The Mind-ი, სადაც მოთამაშეები ცდილობენ ერთობლივად იმოქმედონ კომუნიკაციის გარეშე, რათა დაამთავრონ კარტების თამაშის რამდენიმე დონე.
ამ თამაშში ზრდის მიხედვით სწორად დალაგებული კარტების გარდა, ყველა კარტი მხოლოდ გათამაშების შემდეგ იხსნება. დასახმარებლად, ერთი მოთამაშე ირგებს მნახველის როლს.
ყოველ რაუნდში, მოთამაშეებს გადაეცემა კონკრეტული რაოდენობის კარტი, ხოლო მნახველს შეუძლია რამდენიმე მათგანის ნახვა თამაშის დაწყებამდე და მინიშნებების მიცემა.
როდესაც მოთამაშეები ყველა კარტს დადებენ, მნახველი შეამოწმებს, დალაგებულია თუ არა ყველა კარტი სწორად. არასწორი განლაგების შემთხვევაში გუნდი კარგავს ერთ სიცოცხლეს, ხოლო მნახველი კვლავ ურიგებს იმავე კარტებს და დამატებით მინიშნებას აძლევს.
მოგებულია გუნდი, რომელიც წარმატებით გაივლის თამაშის 12 დონეს.
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში
- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს
- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება
- აირჩიე გადახდის მეთოდი
ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.
ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით
შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ.
ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში.
21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ.
როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე.
რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.