გემრიელი კერძების მარტივად და სწრაფად მომზადება გსურს? მაშინ ერთი რამ, რაც შენს სამზარეულოს ნამდვილად სჭირდება, არის მაღალი ხარისხის აეროგრილი, რომლის შეძენასაც, სახლიდან გაუსვლელად, VELI.store-ის ონლაინ მაღაზიაში შეძლებ.
რა არის აეროგრილი?
აეროგრილი წარმოადგენს მრავალფუნქციურ საყოფაცხოვრებო მოწყობილობას, რომელმაც შესაძლოა შეასრულოს ქურის, მიკროტალღური ღუმელის, ორთქლსახარშის, გრილისა და ტოსტერის ფუნქციაც კი. ხორცისა და თევზის მომზადებას აეროგრილში ცხიმის დამატების გარეშე შეძლებ, რაც ბუნებრივია, გაცილებით ჯანსაღ სადილს ნიშნავს. აეროგრილები შეიქმნა იმისათვის, რომ ადამიანებს მაქსიმალურად გაუმარტივდეთ საჭმლის გრილზე მომზადების პროცესი. თუ შენთვის დროის დაზოგვა მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ხელსაწყო ნამდვილად გამოგადგება.
აეროგრილის მთავარ ღირსებად ხშირად მის მრავალფუნქციურობას ასახელებენ. ფაქტი, რომ ამ მოწყობილობას სხვა ტექნიკის ფუნქციების გაერთიანება შეუძლია, ნამდვილად შესანიშნავი ამბავია ოჯახის მზარეულებისთვის. ამ ხელსაწყოს საშუალებით მოახერხებ შეწვა, გააცხელო, გაალღო, შებოლო და მოშუშო, ასევე შეინახო პროდუქტი შედარებით მაღალ ტემპერატურაზე.
როგორ მუშაობს აეროგრილი?
აეროგრილი თავისი მუშაობის არსით უნივერსალური და ძალიან პრაქტიკული მოწყობილობაა, რომელიც საკმაოდ მარტივი კონსტრუქციით გამოირჩევა. იგი შედგება მრგვალი მინის კოლბისგან და თავსახურისგან, რომელშიც ჩამონტაჟებულია მართვის ბლოკი, მძლავრი გამათბობელი ელემენტი და ვენტილატორი. გამათბობელ ელემენტში მოთავსებული ტენი აცხელებს ჰაერს სასურველ ტემპერატურაზე, ხოლო ვენტილატორი უზრუნველყოფს ამ ცხელი ჰაერის ცირკულაციას და თანაბარ დაბერვას ცხაურა გისოსებზე მოთავსებულ საკვებ პროდუქტზე.
თანამედროვე აეროგრილებში შესაძლებელია როგორც ჰაერის ნაკადის ტემპერატურის (60-დან 260-მდე), ისე მისი სიჩქარის რეგულირებაც, რაც თავიდან აგარიდებს საჭმლის გამოშრობის შესაძლებლობას.
უმაღლესი ხარისხის აეროგრილები VELI.store-ზე
თუ საკვებს ხშირად ამზადებ, ალბათ შენს სამზარეულოში უკვე მოიძებნება მულტიფუნქციური ღუმელი, სამზარეულოს წვრილი ტექნიკა და კიდევ უამრავი დამხმარე საშუალება. ამ შემთხვევაში, ის მნიშვნელოვანი წევრი, რომელიც შენი სამზარეულოს ასორტიმენტს სრულყოფილად შეავსებს, მაღალი ხარისხის აეროგრილია.
როგორ შევარჩიოთ აეროგრილი
მართვის ტიპი
არსებობს მექანიკური და ელექტრონული მართვის ტიპი. პირველ შემთხვევაში, ტემპერატურისა და დროის რეგულირება ხდება ხელით, ხოლო ელექტრონული მართვა ნიშნავს, რომ აეროგრილი მითითებული რეჟიმის (ცხობა, შეწვა, გალღობა..) შემდეგ, თავად განსაზღვრავს დროსა და ტემპერატურას.
გამაცხელებელი ელემენტის ტიპი
ამ შემთხვევაში აეროგრილები იყოფა მეტალის ან ჰალოგენის გამაცხელებელი ელემენტის მიხედვით. მათი გარჩევისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მეტალის გამაცხელებელი მეტად უსაფრთხო და გამძლეა, თუმცა ჰალოგენის ელემენტი გაცილებით სწრაფი.
სიმძლავრე
ჩვეულებრივ, სიმძლავრე აეროგრილებში 0.8 კვტ-დან 2კვტ-მდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით უფრო სწრაფი და ეფექტურია ხელსაწყო. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ დროს ელექტროენერგიის ხარჯი მაღალია.
მოცულობა
რა თქმა უნდა, ეს მახასიათებელი შენი სურვილისა და საჭიროების მიხედვით შეგიძლია განსაზღვრო. არსებობს მინი (8-12ლ), საშუალო (10-15ლ) და დიდი (15-20ლ) ზომის აეროგრილი.
მწარმოებელი
VELI.store-ზე გვხვდება საერთაშორისო ბრენდების, უმაღლესი ხარისხის აეროგრილები. მათ შორისაა: Ninja, Franko, Philips, Ilitek და სხვ. თითოეულ მათგანს თან ახლავს ინფორმაცია მონაცემებისა და მნიშვნელოვანი მახასიათებლების შესახებ, რაც დაგეხმარება ინდივიდუალურად შეაფასო თითოეული მოწყობილობა და შეარჩიო შენთვის იდეალური.
თუ სამზარეულოსთვის ხარისხიან ტექნიკას ეძებ, VELI.store არის ადგილი, სადაც საუკეთესო დეჰიდრატორს, მიკროტალღურ ღუმელსა და სხვა მნიშვნელოვან მოწყობილობებს შეიძენ. იშოპინგე ველიზე ონლაინ, დაზოგე დრო და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.