კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ყავის საფქვავები
ფილტრაცია
დალაგება:

ყავის საფქვავები

ყავის საფქვავი Gastronoma 1812001 Coffe Grinder Black/Silver-31%
ყავის საფქვავი ETA 006890000 Perfetto Coffee Grinder Black
ყავის საფქვავი Russell Hobbs 23120-56/RH Coffee Grinder Black
ყავის საფქვავი Ariete 3023 Coffee Grinder Black-20%
199.00249.00
ყავის საფქვავი Ariete 3023 Coffee Grinder Black
ყავის საფქვავი Ariete 3017 Grinder Pro Coffee Grinder Silver-11%
ყავის საფქვავი Bosch TSM6A013B Coffee Grinder Black
ყავის საფქვავი Bosch TSM6A011W Coffee Grinder White
ყავის საფქვავი Melitta Molino 1019-02EU Electric Coffee Grinder Black
20 პროდუქტის ჩვენება

შეარჩიე ყველაზე თანამედროვე და ხარისხიანი სამზარეულოს ტექნიკა ველიზე. კომპაქტური და მოსახერხებელი ყავის აპარატები, წვენსაწურები და ელექტრო ჩაიდნები იაფად, 0% - იანი განვადების შესაძლებლობითა და სახლში მიტანის უფასო სერვისით - მხოლოდ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.


თუ გინდა დილა სრულყოფილად მომზადებული, არომატული ყავით დაიწყო, შეიძინე სასურველი ყავის საფქვავი აქ, ყველაზე თანამედროვე ყავის აპარატების ჩამონათვალში, აუცილებლად შეარჩევ იდეალურს შენთვის.


დღის ნებისმიერ მონაკვეთში გემრიელი, არომატული და გამამხნევებელი ყავის მოსამზადებლად საჭიროა მარცვლების დაფქვა გამოყენებამდე, რადგან ახლად დაფქული ყავის გემო მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ყავის გემოსაგან. თუ ყავის დიდი მოყვარული ხარ და სწორედ ამ მიზნით გსურს იპოვო იდეალური ყავის საფქვავი, იშოპინგე ველიზე და ისარგებლე ფასდაკლებებით ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა:
 
•             Bosch
•             Maxwell
•             Sencor
•             Arshia


და სხვ.
 
ნებისმიერი კაფესა თუ ყავის მაღაზიისთვის ყავის საფქვავი შეუცვლელი აღჭურვილობაა. იგი არის სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელიც შექმნილია მთლიანი ყავის მარცვლების დასაფქვავად, რათა ახლად მომზადებულმა ყავამ შეინარჩუნოს ჩვეული არომატი და სიძლიერე.
 
 


როგორ შევარჩიო ყავის საფქვავი ველიზე


შენთვის იდეალური პროდუქტის შესარჩევად, მნიშვნელოვანია იცოდე მისი ძირითადი მახასიათებლები :

 

  • სიმძლავრე -  აქ წარმოდგენილ მოდელებში სიმძლავრეს გასაზღვრავს საფქვავის ტიპი. თუ ყავის საფქვავი დანის მოდელისაა სიმძლავრის მაჩვენებელი მერყეობს 100 -დან 200 ვატამდე, წისქვილის ქვებში - 200-800 ვტ. დანის ბრუნვის სიჩქარე დამოკიდებულია ძალაზე.

 

  • ბრუნვის სიჩქარე - თუ შენთვის დრო გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, მაშინ მნიშვნელოვანია იცოდე რამდენ დროს ხარჯავს ყავის საფქვავი მარცვლების სრულყოფილად დასაქუცმაცებლად. დრო ბრუნვის სიჩქარეზეა დამოკიდებული, თუ ის დაბალია, პროცესის დასრულებას მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ თუ ძალიან მაღალია, დაფქული ნედლეული შეიძლება გაცხელდეს, რაც უარყოფითად აისახება სასმლის გემოზე. ველიზე წარმოდგენილი ყველა ყავის საფქვავი საშუალოდ 900 – 1100 rpm სიჩქარით ბრუნავს, რაც იდეალური მონაცემია სასურველი შედეგის მისაღებად.

 

  • რეჟიმები -  აქ წარმოდგენილი ნებისმიერ ყავის საფქვავი საშუალებას მოგცემს შეარჩიო შენთვის სასურველი რეჟიმი დაფქვისას, დაარეგულირო სიჩქარე და დაფქვის ხარისხი. სიჩქარეებში კლასიკურად 3 რეჟიმი მოაზრება : მაღალი, საშუალო და დაბალი.

 
ყავის საფქვავი ასევე აღჭურვილია დაფქვის ხარისხის მარეგულირებლით, რომელიც გაძლევს საშუალებას  მიიღო დიდი, საშუალო და პატარა ყავის ნაწილაკები.
 
 აქვე უნდა აღვნიშნოთ პულსის რეჟიმი. იგი უზრუნველყოფს  უფრო საფუძვლიან და თანაბარ ფქვას, დანის პირების პერიოდული, ციკლური ბრუნვით.
 

  •  ზომა - ჩვენთან ყველა ყავის საფქვავი კომპაქტური, ნებისმიერი სამზარეულოსთვის მოსახერხებელი ზომით გამოერჩევა. ყავის მარცვლების თასის შემთხვევაში კი აქ წარმოდგენილი დანა დანადგარები აღჭურვილია კონტეინერებით, რომელთა მოცულობა 30-დან 100 გრამამდეა.

 

ყავის საფქვავები და მათი ტიპები

 

ყავის საფქვავი შესაძლოა იყოს ელექტრო ან მექანიკური. მექანიკური საფქვავი მოსახერხებელი მუშაობით და დაბალი ფასით გამოირჩევა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მსგავსი მოდელის შემთხვევაში შეგიძლია ჩახშობის ხარისხის ხრახნით დარეგულირება. საშუალოდ ერთგვაროვნად დაფქული მასის მისაღებად 15-20 წუთი დაგჭირდება, მისი შერჩევისას რეკომენდებულია ყურადღება მიაქციო სახელურის სიმტკიცესა და ნაწილების ხარისხს.


თუ არ გაქვს ეგ 20 წუთი, თუმცა მაინც გსურს გემრიელი ყავა მიირთვა, ელექტრო ყავის საფქვავი შენთვის იდეალური ვარიანტია.ველი გთავაზობს სიმარტივეს დამღლელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ყავის ელექტრო საფქვავის საშუალებით მარცვლეულის კონტეინერში ჩატვირთვას და მთლიანი საქმის ერთ ღილაკზე დაჭერით შესრულებას შეძლებ. შესაბამისი სიჩქარისა და რეჟიმის შერჩევის შემდგომ, ელექტრო ყავის საფქვავის მოგცემს უსწრაფეს შედეგს, ყველანაირი ძალისხმევის გარეშე.


შეიძინე ყავის საფქვავი ველიზე და დაიწყე დღეს ყველაზე არომატული და გემრიელი ყავით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.