მაღალი ხარისხის ტექნიკის დიდი არჩევანი და კომფორტული საშოპინგო გარემოა, VELI.store-ის ონლაინ პლატფორმაზე. აქ ნებისმიერი სასურველი ბრენდის, სახეობისა და დანიშნულების ტექნიკას, ყველაზე სწრაფად და მარტივად შეიძენ.
სმარტფონებიდან და ლეპტოპებიდან დაწყებული, ვიდეო თამაშების კონსოლებით, სმარტ გაჯეტებითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული, VELI.store-ზე ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ელექტრონიკის პოვნას შეძლებ.
სამზარეულოს ტექნიკის დიდი არჩევანი
თუ სამზარეულოს ტექნიკის განახლებას ან სივრცის თანამედროვე მოწყობილობებით შევსებას გეგმავ, VELI.store-ზე ყველა საჭირო პროდუქტს აღმოაჩენ. მრავალფუნქციური ყავის აპარატები, წვენსაწურები, ბლენდერები და სამზარეულოს სასწორებიც კი, ყველაზე სრულყოფილი კერძების მოსამზადებლად აქაა.
თუ შენი კულინარიული გამოცდილების გამარტივება გსურს, Franko FMO-1242 მოდელის მიკროტალღური ღუმელი ან ბოლო დროს ყველაზე მოთხოვნადი, Ninja AF100EU აეროგრილი შესანიშნავ პარტნიორობას გაგიწევს სამზარეულოში. ჭკვიანი და მრავალფუნქციური მოწყობილობების მომარაგებისას არც სამზარეულოს აქსესუარები უნდა გამოგვრჩეს, რომლებიც ასევე ველიზე დაგხვდება.
დაათვალიერე მაღალი ხარისხის აუდიოტექნიკა
მელომანებს ველიზე ყურსასმენებისა და ბლუთუზ დინამიკების ყველაზე ფართო არჩევანი ელოდებათ. ბოლო დროის ყველაზე ტრენდული, Apple AirPods Max მოდელიც კი, შეგიძლია შეიძინო. ბრენდები, როგორებიცაა: Audio-Technica; JBL; Marshall; Sony; Google, HyperX, Apple და სხვ. ქართულ ონლაინ ბაზარზე ყველაზე მრავალფეროვან არჩევანსა და უახლეს პროდუქტებს გვთავაზობს. მუსიკის მოყვარულებს ველიზე ფირსაკრავებიც დახვდება. მათ შორის არის, მოდერნისტული დიზაინის თუ ვინტაჟურ ფირსაკრავები და ფირფიტები.
თანამედროვე მობილური ტელეფონები და სმარტ საათები
ველიზე შენი ბიუჯეტის მიხედვით ტელეფონების სხვადასხვა კატეგორია შეგიძლია აღმოაჩინო. აქ აღმოაჩენ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Apple; Honor; Infinix; Itel; Samsung. ბიუჯეტურ ვერსიაში ერთ ერთი საუკეთესო შეთავაზება Honor X5b მოდელის სმარტფონია, რომელიც ენერგოეფექტური, გამძლე ბატარეითა და 128 GB-იანი შიდა მეხსიერებით ნამდვილად შეასრულებს ყველა დაკისრებულ მოვალეობას.
უახლესი სმარტფონებიდან ველიზე შეგხვდება Samsung Galaxy S25 Ultra, რომელიც აღჭურვილია დახვეწილი Galaxy AI-ით, ენერგოეფექტური ბატარეით, სამმაგი კამერით და მაღალი ხარისხის გამოსახულებით. აქვე აღმოაჩენ ხელმისაწვდომ ფასად აღმოაჩენ Apple iPhone 14-ს.
სმარტფონებთან ერთად ველიზე სმარტ საათებიც დაგხვდება. არ აქვს მნიშვნელობა შენთვის არჩევ თუ მეგობრისთვის კარგი საჩუქრის შეძენა გსურს, Apple Watch Series 10, თავისი ორბირთვიანი პროცესორითა და უამრავი მოსახერხებელი ფუნქციით, ნებისმიერი ადამიანისთვის შეძლებს ყოველდღიური საქმეების გამარტივებას.
შეიძინე ლეპტოპები და პლანშეტები საუკეთესო ფასად
ველიზე სხვადასხვა ტიპისა და ბრენდის საუკეთესო მოდელის ლეპტოპებსა და პლანშეტებს აღმოაჩენ. მათ შორის არის, გეიმინგ ლეპტოპები, ასევე ლეპტოპები ბიზნეს ოპერაციებისთვის თუ სახლიდან მუშაობისთვის. თუ ლეპტოპის ჩანთები, მაუსები & მაუსპედები, შემნახველი მოწყობილობები და სადგამები გჭირდება, მათი ნახვაც VELI.store-ზე შეგიძლია კატეგორიაში კომპიუტერული ტექნიკა.
ტექნიკა სახლის მოვლისა და დასუფთავებისთვის
VELI.store-ზე იხილავ ტექნიკას სახლის ტემპერატურის რეგულირებისთვის და ასევე ნებისმიერი ქსოვილის მოვლისა და წმენდისთვის. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს საუკეთესო მტვერსასრუტები შენი სახლისთვის, იქნება ეს კლასიკური, ხელის თუ პორტატული მტვერსასრუტები, მათ ველის ციფრული დახლებიდან უმარტივესად შეიძენ.
ტემპერატურისთვის ვენტილატორები, ელექტრო გამათბობლები და კონდიციონერების პორტატული მოდელებიც VELI.store-ზე იყრის თავს. საუკეთესო ხარისხთან ერთად, აქ კომფორტული საშოპინგო გარემო და მუდმივი ფასდაკლებები დაგხვდება.
საუკეთესო ხარისხის ტელევიზორების ფართო არჩევანი
მასიური, მაღალი გარჩევადობის ეკრანებით და უმაღლესი ხარისხის აუდიო სისტემებით, VELI.store-ზე ნამდვილად შეძლებ შენი გემოვნებისა და სივრცისთვის იდეალური ტელევიზორის შერჩევას.
მაგალითად, ერთ-ერთ საუკეთესოდ ბაზარზე LG OLED65C4RLA.AMCN 65" მოდელი შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც α9 AI Processor 4K Gen7 პროცესორი, Dolby Vision da Dolby Atmos სისტემა, ფართო ხედვის კუთხე და თხელი, დახვეწილი დიზაინი აქვს. თუ უფრო ბიუჯეტურ, მცირე ზომის მოდელებს არჩევ, TCL 32S5400AF 32'' შესანიშნავი შენაძენი იქნება.
შეიძინე ტექნიკა განვადებით VELI.store-ზე
თუ ტექნიკის შეძენა გსურს, VELI.store-ზე თავის მოვლის ტექნიკის, ასევე სამზარეულოსა და სახლზე ზრუნვისთვის საჭირო მოწყობილობების, კომპიუტერული ტექნიკის და მათი გამოყენებისთვის საჭირო აქსესუარების უდიდესი არჩევანი და ყიდვის უამრავი, შენს კომფორტზე მორგებული შესაძლებლობაა.
იშოპინგე ველიზე ონლაინ და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით საქართველოს ყველა რეგიონში. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს.




































































