კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მაუსები & მაუსპედები
ფილტრაცია
დალაგება:

მაუსები & მაუსპედები

SteelSeries Esports FPS Prime Precision Esports Wireless Gaming Mouse Black
Jlab JBuds Wireless Mouse Black-10%
Jlab Go Charge Wireless Mouse Black-13%
Jlab Epic Wireless Mouse Black-10%
179.00199.00
Jlab Epic Wireless Mouse Black
Apple Magic Mouse Multi-Touch Surface Black
419.00
Apple Magic Mouse Multi-Touch Surface Black
Razer Basilisk V3 X HyperSpeed Mouse Black-13%
259.00299.00
Razer Basilisk V3 X HyperSpeed Mouse Black
Razer Viper V2 Pro Gaming Mouse Black-8%
349.00379.00
Razer Viper V2 Pro Gaming Mouse Black
Razer Viper V2 Pro Gaming Mouse White
449.00
Razer Viper V2 Pro Gaming Mouse White
Logitech G502 X Plus Wireless Gaming Mouse White
499.99
Logitech G502 X Plus Wireless Gaming Mouse White
Logitech G403 Hero Gaming Mouse Black
249.99
Logitech G403 Hero Gaming Mouse Black
Logitech G703 Lightspeed Wireless Gaming Mouse Black
349.99
Logitech G703 Lightspeed Wireless Gaming Mouse Black
Logitech G502 X Plus Wireless Gaming Mouse Black
499.99
Logitech G502 X Plus Wireless Gaming Mouse Black
Logitech G502 X Wired Gaming Mouse Black-7%
259.99279.99
Logitech G502 X Wired Gaming Mouse Black
Logitech G502 HERO High Performance Wired Gaming Mouse Black
239.99
Logitech G502 HERO High Performance Wired Gaming Mouse Black
Razer Strider XXL Mouse Pad Black-25%
209.00279.00
Razer Strider XXL Mouse Pad Black
Lenovo Legion GXY0K07130 Y Gaming Mouse Pad Black
Asus P506 Strix Impact II Gaming Mouse Black-23%
169.00219.00
Asus P506 Strix Impact II Gaming Mouse Black
Asus P504 Gladius II Gaming Mouse Black-14%
299.00349.00
Asus P504 Gladius II Gaming Mouse Black
Tucano MA-DP-Z Desk Pad Blue-34%
20 პროდუქტის ჩვენება

 რატომ მაუსი (თაგვი)?


კითხვას, თუ რატომ დაარქვა მის ყველაზე ცნობილ და წარმატებულ გამოგონებას მღრღნელის სახელი, დუგლას ენგელბარტმა შემდეგნაირად უპასუხა:  „ ეგ არავის ახსოვს, ის უბრალოდ კუდიან თაგვს ჰგავდა და ეგრეც ვუწოდებდით“. ასე რომ თუ წლებია გაინტერესებს, რატომ ჰქვია კომპიუტერულ ტექნიკას თაგვის სახელი, გილოცავ, ახლა უკვე გაქვს პასუხი მისი შემქმნელისგან.


პატარა კურსორს კომპიუტერის ეკრანზე იმაზე მეტი როლი აკისრია, ვიდრე ვინმე ოდესმე წარმოიდგენდა. მაუსი, რომელიც გვჭირდება ყველა მნიშვნელოვანი კომპიუტერული ოპერაციისთვის, პატარა პლასტმასის კოლოფს წარმოადგენს, უმარტივესი ვიზუალით. ოპერაციების შესრულება კი მინიმალური ძალისხმევით, მისი ზედაპირზე გადაადგილებითაა შესაძლებელი.


 
რისთვის გჭირდება კომპიუტერის მაუსი?

 

•             კურსორის მოძრაობისთვის - მაუსის უპირველეს ფუნქციას კურსორის ეკრანზე მოძრაობა წარმოადგენს.


•             წერტილი - კურსორის გადაადგილების შემდეგ შეგიძლია მიუთითო ციფრული ობიექტი, ან მაგალითად თამაშში შეგიძლია გამოიყენო მაუსი იარაღის სასროლი მიმართულებით მისაბრუნებლად და გადაადგილების დროს სწორი ორიენტირებისთვის.


•             პროგრამის გახსნა/დახურვა - მას შემდეგ რაც კურსორს აიქონზე, საქაღალდეში ან სხვა ობიექტზე მოათავსებ, ერთი ან ორი დაწკაპუნებით შეგიძლია გახსნა ან დახურო სასურველი დოკუმენტი ან პროგრამა.


•             მონიშვნა - მაუსი საშუალებას გაძლევ მონიშნო სასურველი ზომის ტექსტი, რამდენიმე ფაილი ან ფოტოსურათი კომპიუტერში.


•             გადახვევა/გადაწევა - გრძელ დოკუმენტთან მუშაობისას ან გრძელი ვებგვერდის ნახვისას, მთლიანად გადასახედად აუცილებლად დაგჭირდება დაბლა ჩაწევა. ამ ოპერაციის გაკეთება ყველანაირი სირთულის გარეშე, მაუსის ბორბლის ერთი დატრიალებით ან დაწკაპუნებით შეგიძლია. მაუსის ბორბალი ასევე შეიძლება გამოყენო როგორც ღილაკი.


•             სხვა ფუნქციების შესრულება - ბევრი კომპიუტერის მაუსი ატარებს ღილაკებს, რომლებიც შეიძლება დაპროგრამდეს ნებისმიერი ფუნქციის შესასრულებლად. მაგალითად, ბევრ მაუსს აქვს ორი გვერდითი ღილაკი ქვედა ნაწილზე ან შუაში ხელისგულთან ახლოს. მაგალითად მსგავსი ღილაკი შეიძლება დაპროგრამდეს ბრაუზერში ადრე ნანახ ვებგვერდზე დასაბრუნებლად.
 
 


როგორ გააუმჯობესა მაუსმა კომპიუტერების ფუნქციები?


კომპიუტერის მაუსის გამოყენებისას აღარ გჭირდება ბრძანებების დამახსოვრება და დაწერა. მაუსის გარეშე მოგიწევდა კონკრეტული ბრძანების წერილობით ცოდნა, საჭირო ოპერაციის შესასრულებლად, თუნდაც საქაღალდის გასახსნელად. ახლა კი ვინდოუსის მომხმარებლებს მხოლოდ ორი ქლიქის საშუალებით შეუძლიათ სასურველი ობიექტის გახსნა მისი შინაარსის სანახავად.
 


მაუსი ველიზე


ველის ამ კატეგორიაში შეხვდებით : HP. ASUS, LOGITECH, HYPERX, GENIUS და სხვა ბრენდების უახლეს პროდუქციას. ყველა მაუსი ველიზე განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისათვის და მაქსიმალურადაა მორგებული შენს სურვილებსა და საჭიროებებს. აქ ყველა ბრენდისა და ტიპის მაუსი გამოირჩევა კონკრეტული მახასიათებლით, რაც გაძლევ საშუალებას შეადარო ისინი ერთმანეთს და ამოარჩიო შენთვის საუკეთესო. უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ ყველა მათგანს უმაღლესი ხარისხი აერთიანებს, რის გარანტიასაც საერთაშორისო ბრენდები იძლევიან.


ველიზე გვხვდება ბევრი მაუსი სხვადასხვა მახასიათებლით. მაუსი შეგიძლია შეარჩიო : დაკავშირების ტიპის (სჭირდება თუ არა კაბელები და ადაპტერები ), ლედ განათების, სიმძლავრის, ძირითადი ფუნქციისა (მაგ. საოფისე ფუნქციები აქვს თუ გეიმერული) და ღირებულების მიხედვით. ამ უკანასკნელ კომპონენტზე ველი პერიოდულ ფასდაკლებებსა და სიახლეებს გთავაზობს.
 


უკაბელო მაუსი


უკაბელო მაუსი მაუსების კატეგორიებს შორის ყველაზე მოდერნისტული და ამავდროულად ძალიან პრაქტიკულია. ძირითადად განკუთვნილია კომფორტის მოყვარული ადამიანებისთვის, რადგან უკაბელო მაუსი ნებისმიერ ადგილად, თუნდაც საწოლში ან სავარძელზე, მოშორებით მდგარი ეკრანისთვის შეგიძლია გამოიყენო.


 
Როგორ გეხმარება მაუსი კალორიების დაწვაში?


რაოდენ უცნაურად და სასაცილოდაც არ უნდა იყოს ეს ფაქტი, თითოეული დაწკაპუნება წვავს 1,42 კალორიას. შეიძლება ეს ცოტა გეჩვენოს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ ადამიანი საშუალოდ ყოველ ერთ საათში 720-ჯერ აწკაპუნებ მაუსს. ჯამში კი, თუ შენ მაუსი ერთი საათის განმავლობაში გამოიყენე, 720 კალორიის დაწვას სავარძლიდან ადგომის გარეშე შეძლებ.


რა თქმა უნდა, ეს არ უნდა აღიქვა ვარჯიშის შემცვლელ აქტივობად, თუმცა შეგიძლია მიიღო შეხსენებად, რომ არსებობს პატარა რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლია უმოქმედობის კომპენსაციისთვის.


იყიდე მაუსი ველიზე


ხშირად მაუსის მნიშვნელობა კომპიუტერულ ტექნიკაში კნინდება და მეორეხარისხოვნად განიხილება, რადგან ზოგადი აზრით კლავიატურები უფრო დიდ როლს ასრულებენ ოპერაციების შესრულებისას. ეს აზრი მაშინვე გაბათილდება, როგორც კი მაუსის გარეშე შეეცდები ნავიგაციას შენს კომპიუტერში, სწორედ ამ დროს აშკარა ხდება, რომ მაუსი შეუცვლელი ხელსაწყოა შენთვის.


თუ უკვე იცი რამდენად საჭიროა მაუსის ქონა და უბრალოდ ცდილობ ხარისხიანი და  გამძლე შეარჩიო, ველიზე შენთვის ფართო არჩევანია, მისაღები ფასებითა და არაჩვეულებრივი ფასდაკლებებით. შეარჩიე სასურველი ტიპისა და ღირებულების მაუსი, შეუკვეთე ველიზე და დაელოდე სახლის კართან, 3 საათში იგი შენს ხელში აღმოჩნდება ველის უფასო მიტანის სერვისის დახმარებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.