საკანცელარიო ნივთების შეძენა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ VELI.store-ზე მარტივად შეგიძლია. კატეგორიაში საკანცელარიო & კრაფტი შეგიძლია აღმოაჩინო ნივთები Back to School-ისთვის, ოფისისთვის თუ ყოველდღიური საქმიანობისთვის.
შეარჩიე ყველაფერი სკოლისთვის
სკოლისთვის მზადება მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და თუმცა მოსწავლეებისთვის საინტერესო პროცესია. ველიზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეარჩიო სასკოლო ნივთები. აქ შეგიძლია აღმოაჩინო Fresk-ის, Koopman-ის, Milan-ისა და MIQUELRIUS-ის ბრენდის ზურგჩანთები. მაგალითად, MIQUELRIUS-ის ბრენდის Don't Panic ზურგჩანთას აქვს ერთი ძირითადი განყოფილება, წინა და ორი გვერდითი ჯიბით, რომელიც განკუთვნილია ბოთლების, ხელსახოცებისა და სხვა ნივთების განსათავსებლად. ჩანთა მოსახერხებელია მოსწავლისთვის, რადგან საზურგე და რეგულირებადი სახელურები ნივთის კომფორტულ ტარებას უზრუნველყოფს.
ველიზე აღმოაჩენ MIQUELRIUS-ის, Kikkerland-ისა და Fresk-ის პენლებს. მაგალითად, აქ შეხვდები სილიკონის პანდის პენალს, რომლის ზომა (6.5 x 16.7) უზრუნველყოფს იმას, რომ მასში კალმები, სათლელი, საშლელი თუ ფანქრები მარტივად მოთავსდეს.
Back to School კატეგორიაში ასევე შეძლებ დაათვალიერო სასკოლო ტექნიკა, საწერი მაგიდები და ის დამხმარე სახელმძღვანელოები, რომლებიც მოსწავლეებს სჭირდებათ. შეიძინე ველიზე სასურველი სასკოლო ნივთები და გადაიხადე თანხა შენზე მორგებული პირობებით.
საკანცელარიო ნივთები ოფისისთვის
ოფისის მოწყობისას ხარისხიანი საკანცელარიო ნივთებისა და ინვენტარის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ველიზე შეძლებ აღმოაჩინო:
- ბლოკნოტები
- ბაინდერები
- მარკერები
- სტეპლერი
ველიზე აღმოაჩენ PONTO-ს საქაღალდეს, რომელიც A4 ფორმატისაა. მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსანიშნად წიგნში, რვეულსა თუ სხვა დოკუმენტში დაგეხმარება Kores, ტექსტმარკერები. ნაკრები 6 მარკერისგან შედგება და მუშაობისას არ აფუჭებს ნაწერს.
აღმოაჩინე ნივთები შემოქმედებისთვის
იმისთვის, რომ ხატვის ან ძერწვის პროცესი სასიამოვნო გახდეს, აუცილებელია შემოქმედებისთვის საჭირო ხარისხიანი ნივთების არსებობა. ხატვისა & ძერწვის კატეგორიაში მარტივად შეძლებ აღმოაჩინო შენთვის მოსახერხებელი პროდუქტები.
Milan-ის ბრენდის ფერადი ფანქრები ექვსკუთხა წვერითა და უწყვეტი ხაზებით დაგეხმარება იოლად შექმნა შენთვის სასურველი ნახატი. დამუშავების სპეციალური მეთოდის გამო ფანქარს წვერი იშვიათად წყდება, რაც ხატვის შეუფერხებელ პროცესს უზრუნველყოფს.
სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფიგურების გამოსაძერწად საძერწი თიხა საინტერესო ვარიანტია. 500 გრამიანი ტერაკოტას ფერი თიხა ჰაერზე გაშრობადი თვისებით სასურველი ნამუშევრის შექმნაში მარტივად დაგეხმარება. იშოპინგე ველიზე ონლაინ, შეარჩიე სასურველი ნივთები და მიიღე შენაძენი 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.








