კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ბლოკნოტები
ფილტრაცია
დალაგება:

ბლოკნოტები

Rhodia, ბლოკნოტი, 16 x 21 სმ
Rhodia, პედი, 21 x 29.7 სმ
Rhodia, პედი, 14.8 x 21 სმ
Rhodia, ბლოკნოტი, 9 x 14 სმ
20 პროდუქტის ჩვენება

თანამედროვე ადამიანისთვის პლანშეტები და სხვა ელექტრონული გაჯეტები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მიუხედავად ამისა, ქაღალდზე წერა განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობს. ბლოკნოტები მრავალფეროვანი  ვიზუალითა და დანიშნულებისთვის არსებობს. ისინი სამუშაო თუ სასწავლო განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარება და დღის დაგეგმვაში დიდი როლს ითამაშებს.

 

როგორ შევარჩიო ბლოკნოტები?
 

შეძენისას მნიშვნელოვანია გადაწყვიტო თუ რისთვის აპირებ მის გამოყენებას. ველიზე ფუნქციური და კრეატიული ბლოკნოტების ასორტიმენტი დაგხვდება. არ აქვს მნიშვნელობა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადები, ძვირფასი მოგონებების აღბეჭდა თუ უბრალოდ დღის დაგეგმვა გჭირდება. ეს ის ნივთია, რომლითაც წერასთან ერთად ხასიათსა თუ ინდივიდუალიზმის წარმოაჩენ.
 

ველიზე ბლოკნოტები სხვადასხვა ფორმატით, ყდის მასალით, (მაგ.: ტყავის ბლოკნოტები), ზომითა და დიზაინითაა წარმოდგენილი, რომლებიც მორგებულია შენს პრეფერენციებსა და მიზანზე. ისინი გაერთიანებულია რბილი და მაგარი ყდით, იქნება ეს ტყავის ბლოკნოტები, ბრენდირებული ბლოკნოტები თუ ხელნაკეთი ბლოკნოტები.
 

ქაღალდის ტიპის მიხედვით შერჩეულია აივორის, მუყაოს, ოფსეტისა და თაბახის ბლოკნოტი. რბილი ყდითა და A4 ფორმატით, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის პოპულარული არჩევანია, რომლებსაც ბევრი ნივთის ტარება უწევთ ჩანთით. ჯიბის ბლოკნოტი კი პორტატული და ყველასთვის მოსახერხებელი ვარიანტია.
 

ბლოკნოტის ასორტიმენტი ფურცლის დიზაინითაც განსხვავდება და საჭიროების შესაბამისად უჯრებიანი, ხაზიანი, წერტილებიანი და სუფთა ფურცლები არსებობს. ფურცელი ჰორიზონტალური ხაზებით მარტივი და საერთო სტრუქტურით ხასიათდება,  რომელიც განსაკუთრებით კარგია ნებისმიერი სახის წერისთვის. სუფთა ფურცლები ხაზების გარეშე და გვერდების მარტივი განლაგებით უფრო შესაფერისია ჩანახატების გასაკეთებლად და სკეჩებისთვის.
 

ბლოკნოტის ვიზუალი ბევრს ამბობს პიროვნებაზე. თუ საჩუქარს შემოქმედებითი ადამიანისთვის არჩევ, გაითვალისწინე რომ მათ გონებაში ათასი იდეა თუ ფიქრი ტრიალებს. სწორედ ჩანახატების გასაკეთებლად და ამ იდეების გასაცოცხლებლად სკეჩმემორის ფერადი და მხიარული ბლოკნოტები დასჭირდბა, რომლის დიზაინი მათ განწყობასაც წაახალისებს. შესაძლოა Moleskine-ის სადა ყდით, ან Pylones-ის ნათელ ფერებს მიანიჭო უპირატესოება.
 

ველის ონლაინ სივრცეში როგორც ბრენდირებული ბლოკნოტები დაგხვდება, ასევე სადა და ხელნაკეთი ბლოკნოტები. მათზე გამოსახულია საყვარელი ანიმაციების გმირები, ‘’ვარსკვლავური ომების’’, ‘’Stranger Things’’, ‘’ჰარი პოტერის’’, ანიმეების, მუსიკოსებისა და მხატვრების ნაცნობი შემოქმედება. მაგალითად, საკანცელარიო ნაკრები Cerda-სგან, ეგონ შილეს ავტოპორტრეტით, ან Aembi-ს ფერადი, ყვავილოვანი პრინტის არჩევანი თუ დევიდ ბოუის ყდით

 

როგორ შევიძინო ბლოკნოტები ონლაინ

 

იმისთვის, რომ ბლოკნოტი ან ნებისმიერი საკანცელარიო თუ შემოქმედებითი აქსესუარი შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. გამოიკვლიე ჩვენი მრავალფეროვანი არჩევანი და შეავსე გვერდები იდეებით, გეგმებითა და შემოქმედებით. 
 

იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით ნებისმიერ პროდუქტზე, იქნება ეს სამუშაო ბაინდერი და საქაღალდე, ან შემოქმედებისთვის სახის საღებავების ნაკრები და ბევრი სხვა ნივთი.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.