თანამედროვე ადამიანისთვის პლანშეტები და სხვა ელექტრონული გაჯეტები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მიუხედავად ამისა, ქაღალდზე წერა განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობს. ბლოკნოტები მრავალფეროვანი ვიზუალითა და დანიშნულებისთვის არსებობს. ისინი სამუშაო თუ სასწავლო განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარება და დღის დაგეგმვაში დიდი როლს ითამაშებს.
როგორ შევარჩიო ბლოკნოტები?
შეძენისას მნიშვნელოვანია გადაწყვიტო თუ რისთვის აპირებ მის გამოყენებას. ველიზე ფუნქციური და კრეატიული ბლოკნოტების ასორტიმენტი დაგხვდება. არ აქვს მნიშვნელობა ახალი სასწავლო წლისთვის ემზადები, ძვირფასი მოგონებების აღბეჭდა თუ უბრალოდ დღის დაგეგმვა გჭირდება. ეს ის ნივთია, რომლითაც წერასთან ერთად ხასიათსა თუ ინდივიდუალიზმის წარმოაჩენ.
ველიზე ბლოკნოტები სხვადასხვა ფორმატით, ყდის მასალით, (მაგ.: ტყავის ბლოკნოტები), ზომითა და დიზაინითაა წარმოდგენილი, რომლებიც მორგებულია შენს პრეფერენციებსა და მიზანზე. ისინი გაერთიანებულია რბილი და მაგარი ყდით, იქნება ეს ტყავის ბლოკნოტები, ბრენდირებული ბლოკნოტები თუ ხელნაკეთი ბლოკნოტები.
ქაღალდის ტიპის მიხედვით შერჩეულია აივორის, მუყაოს, ოფსეტისა და თაბახის ბლოკნოტი. რბილი ყდითა და A4 ფორმატით, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის პოპულარული არჩევანია, რომლებსაც ბევრი ნივთის ტარება უწევთ ჩანთით. ჯიბის ბლოკნოტი კი პორტატული და ყველასთვის მოსახერხებელი ვარიანტია.
ბლოკნოტის ასორტიმენტი ფურცლის დიზაინითაც განსხვავდება და საჭიროების შესაბამისად უჯრებიანი, ხაზიანი, წერტილებიანი და სუფთა ფურცლები არსებობს. ფურცელი ჰორიზონტალური ხაზებით მარტივი და საერთო სტრუქტურით ხასიათდება, რომელიც განსაკუთრებით კარგია ნებისმიერი სახის წერისთვის. სუფთა ფურცლები ხაზების გარეშე და გვერდების მარტივი განლაგებით უფრო შესაფერისია ჩანახატების გასაკეთებლად და სკეჩებისთვის.
ბლოკნოტის ვიზუალი ბევრს ამბობს პიროვნებაზე. თუ საჩუქარს შემოქმედებითი ადამიანისთვის არჩევ, გაითვალისწინე რომ მათ გონებაში ათასი იდეა თუ ფიქრი ტრიალებს. სწორედ ჩანახატების გასაკეთებლად და ამ იდეების გასაცოცხლებლად სკეჩმემორის ფერადი და მხიარული ბლოკნოტები დასჭირდბა, რომლის დიზაინი მათ განწყობასაც წაახალისებს. შესაძლოა Moleskine-ის სადა ყდით, ან Pylones-ის ნათელ ფერებს მიანიჭო უპირატესოება.
ველის ონლაინ სივრცეში როგორც ბრენდირებული ბლოკნოტები დაგხვდება, ასევე სადა და ხელნაკეთი ბლოკნოტები. მათზე გამოსახულია საყვარელი ანიმაციების გმირები, ‘’ვარსკვლავური ომების’’, ‘’Stranger Things’’, ‘’ჰარი პოტერის’’, ანიმეების, მუსიკოსებისა და მხატვრების ნაცნობი შემოქმედება. მაგალითად, საკანცელარიო ნაკრები Cerda-სგან, ეგონ შილეს ავტოპორტრეტით, ან Aembi-ს ფერადი, ყვავილოვანი პრინტის არჩევანი თუ დევიდ ბოუის ყდით.
როგორ შევიძინო ბლოკნოტები ონლაინ
იმისთვის, რომ ბლოკნოტი ან ნებისმიერი საკანცელარიო თუ შემოქმედებითი აქსესუარი შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. გამოიკვლიე ჩვენი მრავალფეროვანი არჩევანი და შეავსე გვერდები იდეებით, გეგმებითა და შემოქმედებით.
იშოპინგე VELI.store-ზე ონლაინ და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით ნებისმიერ პროდუქტზე, იქნება ეს სამუშაო ბაინდერი და საქაღალდე, ან შემოქმედებისთვის სახის საღებავების ნაკრები და ბევრი სხვა ნივთი.