კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
banner-bgbanner-bg

Eko, სენსორული ნაგვის ურნა, 45 ლ.
Berllong, ნაგვის ურნა, 18 ლ.-15%
141.95167.00
Berllong, ნაგვის ურნა, 18 ლ.
Eko, Horizon, სენსორული ნაგვის ურნა, 45 ლ.-15%
Berllong, ნაგვის ურნა, 11.5 ლ.-14%
119.00139.00
Berllong, ნაგვის ურნა, 11.5 ლ.
Vileda, საუთაო მაგიდა-20%
280.00350.00
Vileda, საუთაო მაგიდა
Vileda, სარეცხის საშრობი-20%
143.20179.00
Vileda, სარეცხის საშრობი
Vileda, Neo საუთაო მაგიდა
320.00
Vileda, Neo საუთაო მაგიდა
banner-bgbanner-bg
banner-bgbanner-bg
Aromaco, აბაზანის არომატიზატორი, შავი.-20%
banner-bgbanner-bg
Parex, ალუმინის ფოლგა, 8 მ.-20%
Gold Pack, ფირი, 300 მ.
banner-bgbanner-bg

banner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bgbanner-bg
banner-bgbanner-bg
დალაგება:

სახლის მოვლა

20 პროდუქტის ჩვენება

სახლი დასვენების ადგილია, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებ. დასუფთავებული, მოწესრიგებული და დალაგებული სახლი კი რელაქსაციისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. იმისთვის, რომ შენი სახლის სისუფთავე მაქსიმალურად შეინარჩუნო, ამაში ველის სახლის მოვლის კატეგორია დაგეხმარება. 
 

სახლის მოვლის რჩეული კატეგორიები ველიზე
 

სახლის მოვლა კომპლექსური, დამღლელი მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო პროცესია. თითოეულ სივრცეს სხვადასხვაგვარი მოვლა და დასუფთავება სჭირდება. ველიზე თითოეული სივრცისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ცალკეულ კატეგორიებში აღმოაჩენ. მაგალითად, აქ დაგხვდება:
 


სახლის დასუფთავების პროცესი ორ ეტაპად - იყოფა სველი და მშრალი წესით დასუფთავება. ველიზე ორივე ეტაპისთვის საჭირო ყველა ხსნარი, საწმენდი საშუალებები და დამხმარე აქსესუარები ერთ სივრცეშია თავმოყრილი. შეარჩიე შენთვის საჭირო პროდუქტები სახლის მოვლის კატეგორიიდან ველიზე, გააკეთე ნებისმიერი მოცულობის შეკვეთა და გაიმარტივე საყოფაცხოვრებო საყიდლების პროცესი. 
 

აბაზანისა და სამზარეულოსთვის 
 

სამზარეულოს დასუფთავება  ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საყოფაცხოვრებო საქმეა, რადგან იატაკის, კედლებისა და ჭერის გარდა, მუდმივია გაზქურისა და სხვა ტექნიკის წმენდის საჭიროება, ასევე ჭურჭლის მუდმივი რეცხვა და ნიჟარის სისუფთავე. საკვების ნარჩენების, ცხიმის ნაწილაკებისა და ცხელი წყლის გამო, ხშირად ნიჟარის მილებში ნადები და უსიამოვნო სუნი ჩნდება. ნადებთან გამკლავების საუკეთესო გზა კი მილების საწმენდებია, რომელსაც ველიზე შეარჩევ. აქ დაგხვდება ჟანგის და ობის სოკოს მოსაშორებელი პროდუქტების წამყვანი ბრენდები როგორიცაა Bagi, Cillit, HG და სხვა. 
 

ხოლო აბაზანის სივრცის მოწესრიგებისთვის ჰიგიენური ქაღალდები, ღრუბლები და ჰაერის გამწმენდები შეგიძლია შეარჩიო. აბაზანის მარაგის შესავსებად შეიძლება ორგენაიზერები, თავის მოვლის ან პირის ღრუს პროდუქტების შეძენაც დაგჭირდეს, რასაც ველის კატეგორიებში აღმოაჩენ. 


მისაღები ოთახისა და საძინებლისთვის
 

თუ შენი მისაღები ოთახი სტუმრებით ხშირად არის სავსე, ბუნებრივია ოთახის მოვლა და დასუფთავება დიდი დროისა და ენერგიის ხარჯვასთან არის დაკავშირებული. ველიზე მისაღები ოთახის კატეგორიაში ავეჯისა და ტექნიკის მოვლის პროდუქტებს შეხვდები, აქვე მწერებისა და მავნებლებისგან დაცვის პროდუქციაც დაგხვდება, რისი საჭიროებაც თბილ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. 
 

საძინებლის სისუფთავე პირდაპირ დაკავშირებულია ჯანმრთელი ძილის მდგომარეობასთან. საძინებლის იატაკის მოვლისთვის მაღალი ხარისხის, უვნებელი ხსნარები და საწმენდები გამოგადგება. მაგალითად, თუ საძინებელში მეტლახის, ხის ან სხვა ტიპის იატაკი გაქვს, შენთვის საჭირო პროდუქტს ველიზე მარტივად, სახლიდან გაუსვლელად აღმოაჩენ. შენაძენი კი ზუსტად 3 საათში შენი სახლის კართან იქნება. 


ECO პროდუქცია და წვრილმანი აქსესუარები
 

სახლის დასუფთავების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკო მეგობრულ საწმენდ სითხეებსა და ხსნარებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები გყავს. მიუხედავად იმისა, რომ იატაკზე ბავშვისთვის სპეციალური ხალიჩები ხშირად არის დაფენილი, დაბინძურებული იატაკიდან დიდი რისკია ბავშვის პირის ღრუში მტვრის ნაწილაკები მოხვდეს. იატაკის მოვლაში Frosh Baby-ის ასორტიმენტი დაგეხმარება, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის არის შექმნა, არის ჰიპოალერგიული და არ აღიზიანებს პატარას კანს. 
 

სახლის მოვლაში ბევრი წვრილმანი აქსესუარი, ნივთი და პროდუქტი შეიძლება დაგჭირდეს. ასეთია ხელთათმანები, საწმენდი ღრუბლები, ნაგვის პარკები, ჰიგიენური ქაღალდები, იატაკის მოპი ან ტილოები და სხვა. ველიზე ყველაფერს ერთ სივრცეში აღმოაჩენ. ონლაინ შოპინგის გზით არ დაგჭირდება პროდუქტებით სავსე პარკების დიდ მანძილზე ტრანსპორტირება, რაც დაზოგავს შენს დროსა და ენერგიას. 


შენი ბიზნესის მომარაგებისთვის 

 

სახლის მოვლა დიდი და მრავალფეროვანი კატეგორიაა, რომლის პროდუქტებიც ნებისმიერ სასტუმროს, ბარ-რესტორანს, ოფისს ან ინდუსტრიის სხვა ბიზნესს შეიძლება სჭირდებოდეს. პროდუქციის ასორტიმენტი შეიძლება იყოს ჰიგიენური ქაღალდები, დასუფთავებისთვის საჭირო ეკო მეგობრული საწმენდი საშუალებები, ნაგვის პარკები და სხვა წვრილმანი საჭიროების პროდუქტები. ველი ბიზნესი კორპორატიულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დასუფთავებისთვის საჭირო ყველანაირი პროდუქცია კორპორატიულ ფასად, სპეციალური შეკვეთით შეიძინონ. თუ ფლობ ნებისმიერი სახის ბიზნესს და მსგავსი პროდუქტების მარაგის ყოველთვიური შევსება შენი მუდმივი საჭიროებაა, დარეგისტრირდი ველი ბიზნესზე და იშოპინგე კორპორატიული ფასებით მარტივად. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთა 3 საათში შენს მისამართზე იქნება. 

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.